რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
Თქვენი რეისის გაუქმება
შეგიძლიათ ჯავშნის გაუქმება რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 3 საათით ადრე ფრენის გაუქმების მოსაკრებლის სანაცვლოდ.
თუშეძენილი გაქვთ WIZZ Flex თავდაპირველ ჯავშანში, არ მოგიწევთ რეისის გაუქმების საკომისიოს გადახდა, ხოლო თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს Wizz ანგარიშზე კრედიტების სახით. გაითვალისწინეთ, რომ WIZZ Flex-ით მიღებულ კრედიტებს ვერ გაანაღდებთ.
ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
- შედით თქვენს Wizz ანგარიშში.
- აირჩიეთ თქვენი ჯავშანი მის ქვეშ „დეტალებზე“ დაწკაპუნებით.
- ჯავშნის მიმოხილვის გვერდის მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს „ცვლილებების შეტანა“.
- აირჩიეთ „რეისის გაუქმება“.
- აირჩიეთ რეის(ებ)ი, რომელთა გაუქმებაც გსურთ (შეგიძლიათ გააუქმოთ როგორც გამგზავრების, ისე დასაბრუნებელი რეისი).
- აირჩიეთ მგზავრები, რომელთა ჯავშნების გაუქმებაც გსურთ (შეგიძლიათ, აირჩიოთ ყველა მგზავრი ან ცალკეული მგზავრები).
- გადახედეთ ანაზღაურებად ღირებულებას, დაადასტურეთ გაუქმება და დაელოდეთ თანხის დაბრუნების დამუშავებას. თანხის დაბრუნების დამუშავებას შეიძლება დასჭირდეს 72 საათამდე.
ᲠᲔᲘᲡᲘᲡ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲔᲑᲘ
- ნებისმიერი შესაბამისი დაბრუნება შესრულდება 72 საათის განმავლობაში.
- თუ თავდაპირველი ჯავშანი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდილი იყო WIZZ ვაუჩერით, შესაძლებელია მხოლოდ ყველა ფრენის ყველა მგზავრისთვის ერთდროულად გაუქმება.
- ჯგუფური ჯავშნებისთვის მოქმედებს განსხვავებული მეთოდი და წესები. წაიკითხეთ მეტი ჯგუფური ჯავშნის გვერდზე.
- თავდაპირველი ბილეთის დაჯავშნისას მესამე მხარისგან შეძენილი სერვისები (მაგ., დაზღვევა, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში)) რეისის შეცვლისას ავტომატურად არ ჩასწორდება. აღნიშნული სერვისების შესაცვლელად დაუკავშირდით უშუალოდ სერვისის მომწოდებელს.
- თუ გაუქმებას ვერ ახერხებთ თქვენი Wizz ანგარიშის საშუალებით, უნდა დაუკავშირდეთ ჩვენს Live ჩატის ან საინფორმაციო ცენტრის სერვისს.
რეკომენდებული თემები
დაგვიკავშირდით
მყისიერი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით ჩატის მეშვეობით.
არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის დაგვირეკეთ ან გამოგზავნეთ პრეტენზია.