ბარგის დამატება

თუ გსურთ, რომ სტანდარტულზე მეტი ბარგი წაიღოთ, შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ბარგი შემდეგი ხერხებით:

თუ გსურთ ბარგის გადაფორმება ერთი მგზავრიდან მეორეზე,, დაუკავშირდით ჩვენს Live ჩატს ჩვენს საინფორმაციო ცენტრის სერვისს.

ბარგის მოსაკრებელი დამოკიდებულია თქვენი მოგზაურობის თარიღებზე (პიკური სეზონი, დაბალი სეზონი), გადახდის მეთოდზე (ონლაინ, ჩვენი საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ან აეროპორტში) და ბარგის წონასა და ზომაზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბარგის მოსაკრებლების გვერდს.

გაეცანით დამატებით ინფორმაციას ბარგის წესების შესახებ ბარგის სექციაში.

ხელბარგის დამატება

უფასო ხელბარგთან ერთად, საგორებელი ჩანთის დასამატებლად შეგიძლიათ შეიძინოთ WIZZ Priority სერვისი. ბარგის წესებისა და ფასის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელბარგის სექცია.

რეგისტრირებული ბარგის დამატება

1) ჯავშნის გაფორმების დროს:

  • შეგიძლიათ, ჯავშნის გაფორმების პროცესში შეიძინოთ მაქსიმუმ სამი რეგისტრირებული ბარგი, ხოლო კიდევ სამი დაამატოთ აეროპორტში. სამწუხაროდ, შეუძლებელია ინტერნეტით სამზე მეტი ბარგის დამატება.
  • შეგიძლიათ, რეგისტრირებული ბარგი დაამატოთ ცალკე ან ნაკრების ნაწილად. როგორც WIZZ GO, ისე WIZZ Plusნაკრები მოიცავს დამატებით რეგისტრირებულ და საგორებელ ბარგს.

2) არსებულ ჯავშანში:

  • რეგისტრირებული ბარგის არსებულ ჯავშანში დამატება შესაძლებელია თქვენი Wizz ანგარიშით ვებსაიტზე ან WIZZ მობილური აპის მეშვეობით. ამისათვის შედით ანგარიშში, აირჩიეთ ჯავშანი და „ბარგის დამატება“ (აპში) ან „ბარგის მართვა“ (ვებგვერდზე).
  • გაითვალისწინეთ, რომ თუ ბარგის დამატება გსურთ არსებულ ჯავშანში, რომელშიც უკვე შედის რეგისტრირებული ბარგი, მხოლოდ აღნიშნული ტიპის ბარგის დამატებას შეძლებთ. მაგალითად, თუ ჯავშნის გაფორმების დროს შეიძინეთ 20 კგ-იანი ბარგი, მოგვიანებით მხოლოდ 20 კგ-იანი ბარგის დამატებას შეძლებთ.
  • თუ ორმხრივი ბილეთი გაქვთ, ორივე ფრენაზე სხვადასხვა ტიპის ბარგის ქონა შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რეგისტრირებული ბარგის სექცია.

ბარგის დამატება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენს საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირების გზით (მოქმედებს საინფორმაციო ცენტრის ტარიფი) ან — აეროპორტში (მოქმედებს აეროპორტის ტარიფი და ის შეიძლება განსხვავდებოდეს).

იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?

რეკომენდებული თემები


დაგვიკავშირდით

მყისიერი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით ჩატის მეშვეობით ანდაგვირეკეთ.

არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის გირჩევთ პრეტენზიის გამოგზავნას.