იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს თანამგზავრებზე — დაამატეთ სამოგზაურო დაზღვევა ავიაბილეთის დაჯავშნისას.
სამოგზაურო სადაზღვევო მოთხოვნის გადაგზავნა
შეგიძლიათ მოთხოვნების პორტალიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აქ.
როცა ამ ბმულს გახსნით, შეგეძლებათ სასურველი ენის არჩევა ენების ჩამოსაშლელი ამრჩევიდან, ზედა მარჯვენა კუთხეში.
სრული სამოგზაურო დაზღვევა
სრული სამოგზაურო დაზღვევა ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და იმყოფებიან ბელგიაში, ბულგარეთში, კვიპროსში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, მალტაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სლოვაკეთში, ესპანეთში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში და მასში შედის შემდეგი:
- სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომა 24 საათის განმავლობაში, 7 დღე კვირაში
- გაუქმების შემთხვევების დაფარვა
- საზღვარგარეთ წარმოქმნილი სამედიცინო ხარჯების დაფარვა
- ბარგის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევების დაფარვა
- სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანების შემთხვევების დაფარვა
- უბედური შემთხვევით გამოწვეული სიკვდილის დაფარვა
გაუქმების დაზღვევა
გაუქმების დაზღვევა ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და იმყოფებიან ბელგიაში, ჩეხეთში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და შვეიცარიაში და მასში შედის შემდეგი:
- გაუქმების შემთხვევების დაფარვა
- მგზავრობის შემოკლების შემთხვევების დაფარვა
იხილეთ დაზღვევის სრული პირობებიდამატებითი ინფორმაციისთვის.
ღირებულების გამოთვლა დაჯავშნისას ავტომატურად ხორციელდება და ის თქვენი მგზავრობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. დაზღვევა არ ფარავს 30 დღეზე ხანგრძლივ მგზავრობებს. დაზღვევის შესაძენად, თქვენ და ნებისმიერი თქვენი თანამგზავრი პოლისის ყიდვის მომენტში 65 წლამდე ასაკის უნდა იყოთ. დაზღვევა არ ფარავს მგზავრობებს კუბაში ან მისი გავლით.
Chubb European Group SE და Chubb Insurance Switzerland (მხოლოდ შვეიცარიისთვის) წარმოადგენს ზემოაღნიშნული სამოგზაურო სადაზღვევო პროდუქტების დამზღვევებს.
Chubb European Group SE არის კომპანია, რომელიც რეგულირდება საფრანგეთის სადაზღვევო კოდექსის დებულებებით და რომლის სარეგისტრაციო ნომერია 450 327 374 RCS Nanterre, ხოლო იურიდიული მისამართი: La Tour Carpe Diem, 31 Place des Corolles, Esplanade Nord, 92400 Courbevoie, France. Chubb European Group SE-ს სრულად გადახდილი აქვს სააქციო კაპიტალი 896 176 662€-ს ოდენობით.
Wizz Air Hungary Airlines Ltd არის Chubb European Group Limited-ის მიერ დანიშნული წარმომადგენელი (საკ. ნომერი: 494158) გაერთიანებულ სამეფოში. რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია ფინანსური მომსახურებების რეესტრში: https://register.fca.org.uk/.