წესები და პირობები სტუდენტებისა და პენსიონერების ჯგუფებისთვის
1. ჯგუფები: ჯგუფური ჯავშნები ხელმისაწვდომია 16 ან მეტი მგზავრისგან შემდგარი ჯგუფებისთვის.
2. სტუდენტი: პირი, რომელიც მგზავრობის დღეს არის 25 წლამდე ასაკის. ორმხრივი ავიაბილეთის შემთხევაში, სტუდენტი უკანა რეისის დღესაც უნდა იყოს 25 წლამდე ასაკის.
3. პენსიონერი: პირი, რომელიც მგზავრობის დღეს არის 65 წელზე უფროსი ასაკის.
4. მზრუნველები: სტუდენტების/პენსიონერების ჯგუფს ყოველ 9 სტუდენტზე/პენსიონერზე შეიძლება თან ახლდეს ერთი „მზრუნველი“ მგზავრი. მზრუნველების ასაკი არ არის შეზღუდული.
5. სტუდენტების ჯგუფები: სტუდენტების ფასდაკლებები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ჯგუფებისთვის, სადაც ყველა მგზავრი სტუდენტია (მზრუნველების დაშვებული რაოდენობის გარდა).
6. პენსიონერების ჯგუფები: პენსიონერების ფასდაკლებები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ჯგუფებისთვის, სადაც ყველა მგზავრი პენსიონერია (მზრუნველების დაშვებული რაოდენობის გარდა).
7. სტუდენტების ან პენსიონერების ფასდაკლების გამოყენება ვერ მოხერხდება ურთიერთშენაცვლებით ერთ ჯგუფურ ჯავშანში შემავალ მგზავრებს შორის.
8. ჯგუფში შემავალი ყოველი მგზავრის სახელი და დაბადების თარიღი wizzair.com-ის დაჯავშნის სისტემაში მითითებული უნდა იყოს რეისის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 72 საათით ადრე. მითითებული სახელები და დაბადების თარიღები უნდა ემთხვეოდეს მგზავრების იმ სამგზავრო დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებს, რომლებიც გამოყენებული იქნება ფრენ(ებ)ისას.
9. ჩვენმა მომსახურე აგენტებმა შეიძლება შეამოწმონ ჯგუფის წევრების სამგზავრო დოკუმენტები აეროპორტში, სარეგისტრაციო დახლთან და ჩასხდომის გასასვლელთან, რათა დაადასტურონ, რომ ჯგუფს ნამდვილად ეკუთვნის შესაბამისი ფასდაკლება. სტუდენტების ან პენსიონერების ჯგუფებისთვის მოქმედი წესების დარღვევის შემთხვევაში, Wizz Air იტოვებს უფლებას, უარი თქვას ჯგუფისა და მისი ბარგის ტრანსპორტირებაზე.
10. თუ
ჯგუფური ჯავშანი გააფორმეთ სტუდენტების ან პენსიონერების ფასდაკლებით, თუმცა მგზავრები არ აკმაყოფილებენ
სტუდენტთა/პენსიონერთა ფასდაკლებით სარგებლობის პირობებს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
ჩვენს ჯგუფური ჯავშნების განყოფილებას და ჩვენ გამოვაცალკევებთ მგზავრებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამის
პირობებს. აღნიშნული ახალი ჯავშანი, რომელიც მანამდე იყო მთლიანი
ჯგუფის ნაწილი, შეიძლება ხელახლა გაფორმდეს იმ მომენტში მოქმედი ჩვეულებრივი ან ჯგუფური ტარიფების შესაბამისად,
რაც დამოკიდებულია მგზავრთა რაოდენობაზე, ან გაუქმდეს (ტრანსპორტირების ზოგადი პირობების
შესაბამისად). ჯავშანში ცვლილებების შეტანა მოთხოვნილი უნდა იყოს პირველი რეისის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრებამდე არა
უგვიანეს 72 საათით ადრე.
ყველა იმ განსაზღვრებასთან და საკითხთან მიმართებაში, რომელიც არ არის განმარტებული წინამდებარე წესებსა და პირობებში, მოქმედებს Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგადი პირობები.