რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
EC261 რეგულაცია
Wizz Air უზრუნველყოფს დახმარებასჩვენი მოქმედიგადაზიდვის ზოგადი პირობებისა და რეგულაციის(EC) No 261/2004 თანახმად,რომელიც განსაზღვრავს კომპენსაციისა და მგზავრის დახმარებას. გთხოვთ, წაიკითხოთ ქვემოთ უფრო მეტი მგზავრთა უფლებების შესახებ ფრენის გაუქმების, ფრენის ხანგრძლივი დროით დაგვიანების ან ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევაში.
Wizz Air-ის მიერ თქვენი რეისის გაუქმების შემთხვევაში, შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ შემდეგი რეისი იმავე/მსგავსი მარშრუტით, მოაწყოთ ალტერნატიული ტრანსპორტირება მსგავს პირობებში ან გააუქმოთ ჯავშანი და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. ვრცლად წაიკითხეთ გაუქმებული რეისისგვერდზე.
გარდა ამისა, რეგულაციის მე-7 მუხლის თანახმად, Wizz Air უზრუნველყოფს შემდეგი კომპენსაციის გადახდას:
- 250 ევრო მაქსიმუმ 1 500 კმ-ის მანძილის ფრენებზე.
- 400 ევრო მინიმუმ 1 501 და მაქსიმუმ 3 500 კმ-ის მანძილის შიდა (ევროკავშირი/ევროპის ეკონომიკური ზონა) ფრენებისთვის.
- 600 ევრო 3 500 კმ-ზე მეტი მანძილის გარე (ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ) ფრენებისთვის.
შენიშვნა: კომპენსაციის ოდენობა შემცირდება 50%-ით, თუ შემოგთავაზებთ ისეთ ახალ რეისს, რომლის ჩასვლის დრო არ აღემატება დაჯავშნილი ფრენის დაგეგმილი ჩასვლის დროს 2 საათზე მეტი დროით 1 500 კმ-იანი ან ნაკლები მანძილის ფრენისთვის; 3 საათზე მეტი დროით მინიმუმ 1 501 კმ-ისა და მაქსიმუმ 3 500 კმ-ის ფრენებისთვის; ხოლო 4 საათზე მეტი დროით 3 500 კმ-ზე მეტი მანძილის ფრენისთვის.
ზემოაღნიშნული კომპენსაციის გადახდა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ:
- რეისის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრების დრომდე 2 კვირით ადრე.
- რეისის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრების დრომდე 2 კვირისა და 7 დღის შუალედში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც შესრულდება თავდაპირველი რეისის გამგზავრების დრომდე არაუადრეს ორი საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტში მისი ჩაფრენის დრო არ აღემატება თავდაპირველი ჩაფრენის დროს ოთხი საათით.
- რეისის განრიგით გათვალისწინებულ გამგზავრების დრომდე 7 დღეზე ნაკლებ პერიოდში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც შესრულდება თავდაპირველი რეისის გამგზავრების დრომდე არაუადრეს ერთი საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტში მისი ჩაფრენის დრო არ აღემატება თავდაპირველი ჩაფრენის დროს 2 საათით.
თუ აღნიშნულ რეგულაციაში აღწერილი თქვენი უფლებების რეალიზაციით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ აღსრულების შესაბამის ორგანოებს თქვენს გამგზავრების პუნქტში (http://apr.europa.eu).
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
თუ თქვენი რეისი Wizz Air-მა 5 საათით ან მეტი დროით გადადო, შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ შემდეგი რეისი იმავე/მსგავს მარშრუტზე, მოაწყოთ ალტერნატიული ტრანსპორტირება მსგავს პირობებში ან გააუქმოთ ჯავშანი და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. ვრცლად წაიკითხეთ დაგვიანებული და გადაჯავშნილი რეისიგვერდზე.
მგზავრებს, რომელთა რეისებიც გადაიდება სამ საათზე მეტი ხნით, დანიშნულების პუნქტში ჩაფრენის შემდეგ შეუძლიათ მიიღონ რეგულაციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია იმ პირობით, რომ რეისი არ გადადებულა საგანგებო ვითარების გამო, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ყველა გონივრული ზომისთვის რომ მიგვემართა.
თუ აღნიშნულ რეგულაციაში აღწერილი თქვენი უფლებების რეალიზაციით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ აღსრულების შესაბამის ორგანოებს თქვენს გამგზავრების პუნქტში (http://apr.europa.eu).
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
თუ Wizz Air-ის ფრენაზე ჩასხდომაზე უარი გეთქვათ, შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ შემდეგი რეისი იმავე/მსგავსი მიმართულებით, მოაწყოთ ალტერნატიული ტრანსპორტირება მსგავს პირობებში ან გააუქმოთ ჯავშანი და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. ვრცლად წაიკითხეთ ჩასხდომაზე უარის თქმაგვერდზე.
Wizz Air უზრუნველყოფს კომპენსაციას რეგულაციის მე-7 მუხლის შესაბამისად, რეისის მანძილისა და დაგვიანებული დროის საფუძველზე, თავდაპირველი ფრენის დაგეგმილ ჩასვლის დროსთან შედარებით.
- 250 ევრო განკუთვნილია მაქსიმუმ 1 500 კმ-ის მანძილის ფრენებისთვის; ხოლო 50%-ით მცირდება კომპენსაცია, თუ დაგვიანება არ აღემატება 2 საათს.
- 400 ევრო მინიმუმ 1 500 კმ-ისა და მაქსიმუმ 3 500 კმ-ის მანძილის ფრენებისთვის; ხოლო 50%-ით მცირდება კომპენსაცია, თუ დაგვიანება არ აღემატება 3 საათს.
- 600 ევრო 3 500 კმ-ზე მეტი ფრენებისთვის; ხოლო 50%-ით მცირდება კომპენსაცია, თუ დაგვიანება არ აღემატება 4 საათს.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
თუ რეგულაციის (EC) №261/2004 შესაბამისად კომპენსაცია გეკუთვნით, თქვენი პრეტენზიის გადმოგზავნა შეგიძლიათ საჩივრების ონლაინ-ფორმის მეშვეობით.
კომპენსაციაზე პრეტენზიის თქვენი სახელით გადმოგზავნა სხვა მგზავრებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მგზავრი მითითებული იყო შესაბამისი რეისის ჯავშანში. ამ შემთხვევაში, თქვენ ან სხვა მგზავრ(ებ)მა, რომლებიც წარგვიდგენენ პრეტენზიას, უნდა მოგვაწოდოთ თქვენ მიერ მინიჭებული ნებართვის სათანადო მტკიცებულება.
თქვენს პრეტენზიაზე 30 დღის განმავლობაში გიპასუხებთ.
მესამე მხარის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია
ჩვენ არ დავამუშავებთ სხვა მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიას, თუ თქვენ ან თქვენს ჯავშანში მითითებულ მგზავრ(ებ)ს უკვე წარმოდგენილი გაქვთ პრეტენზია უშუალოდ ჩვენთვის.
მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ წინა აბზაცის დებულებები არ ზღუდავს თქვენს უფლებას, ან არ გიკრძალავთ, გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია უშუალოდ ჩვენთვის პრეტენზიის წარდგენამდე.
თუ პრეტენზიას თქვენი სახელით წარგვიდგენს მესამე მხარე (იმ პირობით, რომ თქვენ უკვე წარდგენილი გქონდათ პრეტენზია უშუალოდ ჩვენთვის), მესამე მხარემ უნდა წარმოგვიდგინოს სათანადო და აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მას აქვს თქვენი წარმომადგენლობის სამართლებრივი უფლება.
თქვენი სახელით მოქმედი მესამე მხარისთვის გადახდილი ნებისმიერი კომპენსაცია ჩაითვლება კომპენსაციის სათანადო გადახდად და იმავე რეისისთვის დამატებითი კომპენსაციის გადახდა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მეორე გადახდაზე ან თქვენსა და მესამე მხარეს შორის დავაზე.
უფლების მინიჭება
თქვენ უფლება გაქვთ, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება გადასცეთ მესამე მხარეს. კომპენსაციაზე უფლების მინიჭების შემთხვევაში, თქვენ „უთმობთ“ ჩვენგან კომპენსაციის მიღების უფლებას მესამე მხარეს, ხოლო უფლების მინიჭების გაფორმების შემდეგ მესამე მხარე უფლებამოსილი იქნება, თქვენ ნაცვლად მიიღოს კომპენსაცია. გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ იმ ხელშეკრულების წესებსა და პირობებს, რომელსაც გააფორმებთ მესამე მხარესთან თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით.
მესამე მხარის პრეტენზიების დამუშავებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:
- ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენ მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეტყობინება უფლების გადაცემის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება შემდეგი:
- თქვენი ჯავშნის ნომერი
- პრეტენზიის საფუძველი
- რეისის თარიღი და ნომერი
ან
- პრეტენზიას დართული უნდა ჰქონდეს უფლების გადაცემის სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.
უფლების გადაცემის ადმინისტრაციული მოსაკრებელი
მესამე მხარისთვის დათმობილი უფლებით მიღებული პრეტენზიების დამუშავება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. უნგრეთის სამოქალაქო კოდექსის 6:200 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები უნდა დაფაროთ თქვენ და მესამე მხარემ, რომელსაც გადაეცით უფლება.
თუ დათმობილი უფლებით მოსარგებლე მესამე მხარისთვის კომპენსაციის გადახდა დამტკიცდა, ზემოაღნიშნული ხარჯების დასაფარად, ჩვენ გამოვქვითავთ ადმინისტრაციულ მოსაკრებელს საკომპენსაციო გადახდიდან.
აღნიშნული ადმინისტრაციული მოსაკრებელი შეადგენს 50 ევროს.
წარმომადგენლობისთვის ან უფლების გადაცემისთვის საჭირო დოკუმენტაცია
თუ მესამე მხარე წარმოგადგენთ ან თქვენს პრეტენზიაზე უფლება გადაეცით მას, უნგრეთის სამოქალაქო საპროცედურო კოდექსის 325 მუხლის შესაბამისად, ჩვენთვის გადმოგზავნილი ყველა დოკუმენტი გაფორმებული უნდა იყოს სრული იურიდიული ძალის მქონე კერძო სამართლებრივი დოკუმენტის სახით და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
1.ის უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ხელით შედგენილი და ხელმოწერილი; ან
მხოლოდ განმარტების მიზნით: თქვენ წერთ დოკუმენტს ხელით და აწერთ ხელს.
2.ის ხელმოწერილი უნდა იყოს ორი მოწმის მიერ, რომლებიც ადასტურებენ, რომ მასში მითითებულმა პიროვნებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს (თუ ის არ არის მის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად შედგენილი), მათი თანდასწრებით, ან აღიარა, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის; ამას გარდა, დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს ორივე მოწმის სახელი და ფაქტობრივი მისამართი, ან მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში; ან
მხოლოდ განმარტებისთვის: თუ დოკუმენტი არ არის შედენილი თქვენ მიერ, მას ხელი უნდა მოაწეროს ორმა სხვა ადამიანმა (მოწმეების სახით) და მიუთითოს საკუთარი მისამართი.
3.დოკუმენტზე ხელმომწერის ხელმოწერა ან ინიციალები დამოწმებული უნდა იყოს მოსამართლის ან ნოტარიუსის მიერ; ან
მხოლოდ განმარტებისთვის: დოკუმენტი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული. ეს ნიშნავს, რომ ნოტარიუსმა უნდა დაამოწმოს, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე ნამდვილად თქვენ გეკუთვნით.
4. იურისტმა ან ადვოკატთა კოლეგიის იურისტ-კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს სათანადოდ ხელმოწერილი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ დოკუმენტი ტრანსკრიბირებული იყო სხვების მიერ, ხოლო ხელმომწერმა მის თანდასწრებით მოაწერა ხელი, ან მისი თანდასწრებით განაცხადა, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის; ან
მხოლოდ განმარტებისთვის: დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი ადვოკატისა და თქვენ მიერ.
5. ელექტრონული დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ხელმომწერის დამოწმებული ელექტრონული ხელმოწერის ან გაფართოებული ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება კვალიფიცირებულ სერტიფიკატს ან შტამპს, მათ შორის — როცა ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა — დროით შტამპს.
მხოლოდ განმარტებისთვის: ელექტრონული დოკუმენტი შექმნილი უნდა იყოს სერტიფიცირებული მოწყობილობის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია თქვენი ვინაობის დადასტურება და დოკუმენტზე დადასტურებული სერტიფიკატის ან შტამპის მიმაგრება.
თქვენ მიერ დაჯავშნისას მიღებული გადაზიდვის ზოგადი პირობები, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და ჩვენ შორის, ექვემდებარება უნგრეთის კანონმდებლობას, და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება უნგრეთის კანონმდებლობით.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
რეკომენდებული თემები
დაგვიკავშირდით
მყისიერი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით ჩატის მეშვეობით ანდაგვირეკეთ.
არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის გირჩევთ პრეტენზიის გამოგზავნას.