განსაკუთრებული დახმარება შეფერხებული რეისებისა და შშმ მგზავრებისთვის
თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ
Wizz Air-ს ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე
მინიმუმ 48 საათითადრე.
რეისის შეფერხების შემთხვევაში
აკორდეონის ელემენტები
თუ იარსებებს გონივრული ეჭვი იმისა, რომ უსაფრთხოდ ფრენას ვერ შეძლებთ და მისი მიმდინარეობისას შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობაში ამის შესახებ მკაფიო მითითება უნდა იყოს.
რეგულაცია (EC) № 1107/2006-ის შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს აეროპორტებში მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებად ითვლებიან პირები, რომელთა ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარება მათი მომსახურების მიმართ (ჩასხდომისას/გადმოსხმისას, ფრენის მსვლელობისას, ავარიული ევაკუაციისას, სახმელეთო მომსახურებისას) ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ, სხვა მგზავრებზე არ ვრცელდება.
შშმ მგზავრებად ითვლებიან მგზავრები, რომლებიც:
- იყენებენ ეტლებს
- აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევები
- მგზავრობენ გამძღოლ ძაღლებთან ერთად
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებად ითვლებიან ისინი, ვინც:
- არიან ფეხმძიმედ
- მგზავრობენ მოტეხილი ფეხით
- მგზავრობენ ტრანსპორტირების მოწყობილობებით
- ატარებენ ინფექციურ დაავადებას
- იყენებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო მოწყობილობებს
- სამედიცინო ჩვენების მიხედვით, საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს
იმ შემთხევაში, თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ განსაკუთრებული დახმარების ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრს:
გაითვალისწინეთ, რომ ეს ნომრები განკუთვნილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებისთვის და სხვა სახის ცნობები მათზე არ გაიცემა. ზარებზე მოქმედებს ადგილობრივი ტარიფები.
განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და გთავაზობთ მხარდაჭერას ინგლისურ ენაზე.
თუ განსაკუთრებული დახმარების მოთხოვნა ელფოსტით გსურთ, მოგვმართეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: specialassistance@wizzair.com
საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები
ყველა საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები მითითებულია შესაბამისი ქვეყნის სასაათო სარტყლის მიხედვით. მაგალითად, უნგრეთის საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები (09:00-18:00) გულისხმობს უნგრეთის მიმდინარე სასაათო სარტყელს.
ინგლისურენოვანი | ორშაბათი 00:00-24:00 | სამშაბათი 00:00-24:00 | ოთხშაბათი 00:00-24:00 | ხუთშაბათი 00:00-24:00 | პარასკევი 00:00-24:00 | შაბათი 00:00-24:00 | კვირა 00:00-24:00 |
უნგრულენოვანი |
ორშაბათი 09:00-18:00
|
სამშაბათი 09:00-18:00
|
ოთხშაბათი 09:00-18:00
|
ხუთშაბათი 09:00-18:00
|
პარასკევი 09:00-18:00
|
შაბათი 09:00-18:00
|
კვირა 09:00-18:00
|
ბულგარულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
ფრანგულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
გერმანულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
იტალიურენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
პოლონურენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
რუმინულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
რუსულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
ესპანურენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
უკრაინულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
არაბულენოვანი | ორშაბათი 09:00-18:00 | სამშაბათი 09:00-18:00 | ოთხშაბათი 09:00-18:00 | ხუთშაბათი 09:00-18:00 | პარასკევი 09:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
ჯგუფური ჯავშნები | ორშაბათი 10:00-18:00 | სამშაბათი 10:00-18:00 | ოთხშაბათი 10:00-18:00 | ხუთშაბათი 10:00-18:00 | პარასკევი 10:00-18:00 | შაბათი დაკეტილია | კვირა დაკეტილია |
თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ ადგილიდან ადგომას და საევაკუაციო გასასვლელამდე მისვლას; ან იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., უსაფრთხოების ინსტრუქციების გაგება და მათზე რეაგირება კოგნიტური ან სწავლასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე სიბრმავის ან სიყრუის გამო), უსაფრთხოების ღვედის მოხსნა, სამაშველო ჟილეტის ამოღება და ჩამოცმა, ან ჟანგბადის ნიღბის მორგება — ამ შემთხვევაში, თქვენ თან უნდა გახლდეთ ქმედითუნარიანი ზრდასრული.
თანხმლები პირი უნდა იყოს 16 წელზე უფროსი და სათანადო ფორმაში იმისთვის, რომ საგანგებო ვითარებისას თქვენი დახმარება შეძლოს.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ და თქვენი თანხმლები პირი გვერდიგვერდ მოგათავსოთ.
თქვენ უფასოდ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ან აიტანოთ ბორტზე შშმ პირების ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა.
ბატარეები
ტრანსპორტირებისთვის დაშვებულია მხოლოდ მექანიკური და მშრალ, ჰერმეტულ ბატარეებზე მომუშავე ეტლები. ბატარეების გადაზიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოკლე ჩართვების თავიდან აცილების მიზნით, მათი კლემები იზოლირებული იქნება. ბატარეა ეტლთან საგულდაგულოდ უნდა იყოს მიმაგრებული.
გაბარიტები
თუ თქვენი ეტლი არ იკეცება, გთხოვთ, დარეკოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრში და მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი გაბარიტების შესახებ.
დახმარება
თქვენი კომფორტისთვის მომსახურე აგენტი გაგიწევთ დახმარებას რეისზე რეგისტრაციისა და ბარგის ჩაბარების დროს. თქვენ ასევე მიგაცილებენ ჩასხდომის გასასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად და ბორტამდე. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგხვდებათ ადგილი ფანჯარასთან.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრები ვერ გაგიწევენ სასმელთან, საკვებთან თუ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ დახმარებას, თუმცა საჭიროებისამებრ, მათ თქვენი საპირფარეშომდე მიცილება შეუძლიათ.
დამხმარე საშუალებები
Wizz Air Hungary-სა და Wizz Air Malta-ს მიერ შესრულებული ყველა რეისი აღჭურვილია საბორტო ეტლით საპირფარეშოთი სარგებლობისთვის. ჩვენი ბორტის ეკიპაჟი დაგეხმარებათ სკამის გამართვაში და საჭიროებისამებრ ბორტზე გადაადგილებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: — თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენი ადგილიდან ეტლში გადაჯდომა დამოუკიდებლად ან პირადი დამხმარის მეშვეობით. — თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა საპირფარეშოთი სარგებლობისას. — თუ დაქვეითებული მხედველობა ან სმენა გაქვთ, აცნობეთ ჩვენს ეკიპაჟს, რათა საუკეთესო ხელმისაწვდომი სერვისი გაგიწიოთ. მგზავრებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას მედიკამენტების მიღებაში, კვებაში, საპირფარეშოთი სარგებლობაში, ადგომაში ან კომუნიკაციაში, ვურჩევთ, იმგზავრონ პირად დამხმარესთან ერთად კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მგზავრებს, რომლებსაც მხედველობის ან სმენის დარღვევები აქვთ, დახვედრისა და დახმარების სერვისებს ვთავაზობთ. ჩვენ დაგეხმარებით რეგისტრაციისას, მიგაცილებთ უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად, ხოლო შემდეგ, ჩასხდომის გასასვლელთან. ბორტზე თქვენ ყველაზე ადრე ახვალთ, სადაც ჩვენი ეკიპაჟის წევრები ბარგის შენახვაში და ადგილზე მოთავსებაში დაგეხმარებიან.
მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს არ სჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ნებადართულია. აღნიშნული არ გულისხმობს მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს, რომლებისთვისაც აკრძალულია თვითმფრინავით მგზავრობა (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, ახალი ოპერაციის, გულის მოქმედების დარღვევისა და სხვა მიზეზთა გამო), რა შემთხვევაშიც მათზე გავრცელდება სამედიცინო ცნობასთან დაკავშირებით ზემოთ განმარტებული წესები.
სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს ბრძანება №27/2009-ის მიხედვით, გამძღოლი და დამხმარე ძაღლები ბორტზე დაიშვებიან უსასყიდლოდ შშმ იმ პირებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ რეისზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ძაღლის ამოყვანა, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილ ადგილს არ უნდა იკავებდეს.
გთხოვთ, დაჯავშნისას შეგვატყობინოთ, რომ მგზავრობას დამხმარე ძაღლთან ერთად აპირებთ. გარდა ამისა, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს, ან გააგზავნოთ ელწერილი განსაკუთრებული დახმარების ელფოსტის მისამართზე. გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 48 საათით ადრე თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ძაღლი სერტიფიცირებული დამხმარე ძაღლია
- ყველა დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს იმ ქვეყნების რეგულაციები, რომელშიც/რომლიდანაც მგზავრობთ
ბორტზე სხვა ცხოველებთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია. ცხოველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, არ დაიშვებიან Wizz Air-ის რეისებზე.
გამძღოლ და დამხმარე ძაღლებთან მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგძლიათ ამ ვებგვერდზე.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტრანსპორტირების მოწყობილობა დაზიანდება, დაიკარგება ან დაიგვიანებს, ამის შესახებ განაცხადი ჩამოფრენების დარბაზის დატოვებამდე უნდა გააკეთოთ, რის შემდეგაც ჩვენი მომსახურე აგენტი ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტს გადმოგცემთ.
პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ფოსტით. ამას გარდა, პრეტენზიისგადმოგზავნა შეგიძლიათ ინტერნეტითაც.
მონრეალის კონვენციის მიხედვით, თქვენი ტრანსპორტირების დამხმარე საშუალების დაზიანებისთვის, დაკარგვისთვის ან დაგვიანებისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 1131 სპეციალური სასესხო უფლებით (SDR) მგზავრზე.
დაკავშირებული ინფორმაცია
თქვენ უფასოდ შეგიძლიათ გადაიტანოთ ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა, მათ შორის, ყავარჯნები და სასიარულო ჩარჩოები.
ყავარჯნების ატანა შესაძლებელია ბორტზე, ხოლო სასიარულო ჩარჩო ბარგში უნდა ჩააბაროთ.
თუ თაბაშირის სახვევში მოთავსებული მოტეხილი ფეხით მგზავრობთ, რომელსაც მუხლში ვერ ხრით, თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის შეძენა.
ავიაბილეთის დაჯავშნისას მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება თქვენი რეალური გვარის შეყვანა.
თუ ავიაბილეთი უკვე დაჯავშნილი გაქვთ, მაგრამ მასში დამატებითი ადგილი არ მიგითითებიათ, დაუკავშირდით ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.
უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფეხმძიმე ქალებს მგზავრობა მხოლოდ ფეხმძიმობის 34-ე კვირამდე შეუძლიათ. თუ მგზავრი ტყუპებზეა ფეხმძიმედ, მგზავრობა მხოლოდ 32-ე კვირამდეა დაშვებული.
ფეხმძიმობის 28-ე კვირის შემდეგ, გთხოვთ, წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს თქვენი რეისის გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.
თუ ავიაგადაყვანისას ფეხმძიმე ქალების და/ან მათი დაუბადებელი შვილების ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, Wizz Air-ის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ „ტრანსპორტირების ზოგადი პირობების“შესაბამისად.
თუ გაქვთ ინფექციური დაავადება ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს, თქვენ დაგჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს არა უადრეს ფრენამდე 6 დღისა.
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მგზავრისთვის მიყენებულ ტრავმებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ან სიკვდილზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს მგზავრის ავიაგადაყვანა იქნება.
გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დაუკავშირდეთ ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.
თქვენი მედიკამენტები ყოველთვის ხელბარგში უნდა გქონდეთ. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე თქვენი მედიკამენტების გაგრილებას ვერ უზრუნველვყოფთ.
ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორები,რომლებიც არ შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს, იმ პირობით, რომ ჩვენ მივიღებთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს აღჭურვილობის ტიპს,და სამედიცინო ფორმას „ფრენისთვის შესაფერისობის“ შესახებ(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).
თუ გსურთ, ბორტზე თან იქონიოთ, ან გამოიყენოთ ჟანგბადის გენერატორისგან განსხვავებული დამხმარე მოწყობილობა (პერსონალური რესპირატორული მოწყობილობა), როგორიცაა სასუნთქი აპარატი, საფრქვეველი, რესპირატორი, სასუნთქ გზებში დადებითი მუდმივი წნევისან ორფაზიანი ვენტილაციისაპარატები, უნდა წარმოადგინოთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).
თუ მგზავრობას აპირებთ აღნიშნულ მოწყობილობებთან ერთად, დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დოკუმენტების გადასამოწმებლად. გაითვალისწინეთ, რომ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.
მგზავრებმა აეროპორტში რეისზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ2 საათით ადრედა შესამოწმებლად წარმოადგინონ როგორც მოწყობილობა, ისე დოკუმენტები.
თუ საინფორმაციო ცენტრს წინასწარ არ დაუკავშირდებით ან/და აეროპორტში ვერ წარმოადგენთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმას, გადამყვანმა შეიძლება უარი გითხრათ ტრანსპორტირებაზე.
აღნიშნული მოწყობილობის გადატანა შეგიძლიათ უფასოდ, დამატებითი ნივთის სახით.
ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორების დამტკიცებული მოდელებია:
- AirSep FreeStyle
- AirSep LifeStyle
- AirSep Focus
- AirSep Freestyle 5
- (Caire) SeQual eQuinox / Oxywell (model 4000)
- Delphi RS-00400 / Oxus RS-00400
- DeVilbiss Healthcare iGo
- Inogen One
- Inogen One G2
- lnogen One G3
- lnova Labs LifeChoice Activox
- International Biophysics LifeChoice / lnova Labs LifeChoice
- Invacare XPO2 / XPO100
- Invacare Solo 2
- Oxylife Independence Oxygen Concentrator
- Precision Medical EasyPulse
- Respironics EverGo
- Respironics SimplyGo
- Sequal Eclipse
- SeQual SAROS
- VBox Trooper
მგზავრი ვალდებულია, ჰქონდეს სამედიცინო აღჭურვილობის სრულად დატენილი ბატარეების საკმარისი რაოდენობა, ფრენის ხანგრძლივობისა და შესაძლო დაგვიანების გათვალისწინებით. ხელბარგით დაშვებულია მაქსიმუმ 2 ბატარეის გადატანა, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს დაცული მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად. ბატარეების ტერმინალები უნდა იყოს ჩაღრმავებული ან შეფუთული ლითონის ობიექტებთან, მათ შორის, სხვა ტერმინალებთან (დამტენებთან) ან ბატარეებთან, კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ბორტზე სუნთქვის დამხმარე ისეთი მოწყობილობების ატანა, რომლებიც შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით ჟანგბადს მგზავრებისთვის, რომლებიც მას სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე ჟანგბადის საკუთარ კონტეინერს ვერ აიტანთ.
დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე და გააგზავნეთ „ფრენისათვის შესაფერისობის“ ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ), რათა დაადასტუროთ შემდეგი:
- მოწყობილობებით სარგებლობა აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა მგზავრს შეუძლია ფრენა;
- მგზავრს არ სჭირდება ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება 250 წუთზეხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ნაკადის ინტენსივობა: 2 ლ/წთ);
- უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჟანგბადის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება აფრენისას და დაფრენისას, რაც მისაღებია მგზავრისთვის;
- Wizz Air-ის მიერ უზრუნველყოფილი ჟანგბადი მგზავრისთვის შესაფერისია.
გთხოვთ, თან იქონიოთ აღნიშნული დოკუმენტები და წარმოადგინოთ ისინი სარეგისტრაციო დახლთან. თუ საჭირო დოკუმენტაციას არ წარმოადგენთ, მგზავრობას ვერ მოახერხებთ.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ავიახომალდში არ იქნება მიწის თხილის კვალი, ვინაიდან მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე მიწის თხილის პროდუქციის დამოუკიდებლად ამოტანა. გირჩევთ, ბორტზე თან იქონიოთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა „ეპიპენი“, ანტიჰისტამინური საშუალებები და ა.შ.) და სურვილისამებრ, საკუთარი საჭმელი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.
ბორტზე ასვლის შემდეგ აცნობეთ ეკიპაჟის წევრებს თქვენი ალერგიის შესახებ.