![]()
Mozilla Firefox
| ![]() Google Chrome |
ამ უფასო აპის მეშვეობით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი ფუნქციები:
აპის შესვლის ეკრანზე „პაროლის დავიწყების“ ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ თქვენ მიიღებთ მისი გადაყენების ინსტრუქციას.
WIZZ Discount Club-ში ყველაზე მარტივად გაწევრიანებას შეძლებთ მობილური აპის მეშვეობით, ავიაბილეთის დაჯავშნის დროს. სასურველი რეისის არჩევის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ WIZZ Discount Club-ში გაწევრიანების შემოთავაზებას. გაიარეთ ყველა საჭირო ეტაპი, რომ არა მხოლდ ავიაბილეთი დაჯავშნოთ, არამედ კლუბშიც გავწევრიანდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ WIZZ Discount Club-ში ვერ გაწევრიანდებით ავიაბილეთის შეძენის გარეშე. WIZZ Discount Club-ის წევრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოინახულეთ wizzair.com.
დიახ, აპის მეშვეობით რეისზე რეგისტრაცია შესაძლებელია. რეისზე აპლიკაციით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩასხდომის ბარათის მიღება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
თუ გირჩევნიათ, ისარგებლოთ ჩასხდომის ჩვეულებრივი ბარათით, მის ამობეჭდვას შეძლებთ მისამართიდან wizzair.com.
თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, თან გქონდეთ ჩასხდომის მართებული ბარათი აპში, Wallet-ში ან ამობეჭდილ ვარიანტში.
Wizz Air-ის ქსელის ზოგიერთი აეროპორტი ჩასხდომის მობილურ ბარათებს ჯერ არ იღებს. ამ შემთხვევაში, აპის მეშვეობით რეისზე რეგისტრაციის შემდეგ ჩასხდომის მობილური ბარათი არ შეიქმნება: გთხოვთ, მოინახულოთ wizzair.com, მოიძიოთ თქვენი ჯავშანი და ამობეჭდოთ ჩასხდომის შესაბამისი ბარათი.
დიახ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაჯავშნისას დაამატოთ პრიორიტეტული ჩასხდომა, ბარგი,
სპორტული აღჭურვილობა, WIZZ Flex, სამოგზაურო
დაზღვევა, რეისზე რეგისტრაცია აეროპორტში, SMS-დასტური, ასევე, აირჩიოთ ან შეცვალოთ თქვენი ადგილი.
გარდა ამისა, ამ სერვისების დამატება შეგიძლიათ არსებულ ჯავშნებშიც, „სერვისების დამატების“ ფუნქციის მეშვეობით.
დიახ, აპის მეშვეობით დაჯავშნისას შეგიძლიათ შეიძინოთ რეგისტრირებული ბარგის ადგილები და აირჩიოთ რეისზე რეგისტრაციის სასურველი მეთოდი.
გარდა ამისა, ამ სერვისების დამატება შეგიძლიათ არსებულ ჯავშნებშიც, „სერვისების დამატების“ ფუნქციის მეშვეობით.
დიახ, ჯავშნის დასტურის კოდის შეყვანის შემდეგ ნებისმიერ არსებულ ჯავშანში შეძლებთ დაამატოთ პრიორიტეტის თუ კომფორტული მგზავრობის სხვადასხვა სერვისი, ასევე ბარგი და რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის ვარიანტი. აღნიშნული სერვისების დამატებას შეძლებთ იმ შემთხვევაშიც, თუკი თავდაპირველი ჯავშანი თქვენ არ გაგიფორმებიათ. სერვისების დამატებას მხოლოდ ერთ ჯავშანში შეძლებთ მაშინაც კი, როცა დასტურის ერთი კოდით გაფორმებულია რამდენიმე მგზავრი.
თქვენ შეგიძლიათ შემდეგი:
აპი ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: ბოსნიური, ბულგარული, გერმანული, ესპანური, ინგლისური, იტალიური, ლიეტუვური, მაკედონიური, ნიდერლანდური, ნორვეგიული, პოლონური, რუმინული, რუსული, სერბული, უკრაინული, უნგრული, ფრანგული და შვედური.
ენის შეცვლა შეგიძლიათ მენიუს „პარამეტრების“ სექციიდან.
ჯავშნის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საკრედიტო ბარათით (Visa, Mastercard, Maestro, UATP), WIZZ სასაჩუქრე ვაუჩერით, თქვენი WIZZ ანგარიშის ბალანსით ან საბანკო გადარიცხვით.
თუ გსურთ, ჯავშნის ღირებულება აპში გადაიხადოთ WIZZ სასაჩუქრე ვაუჩერის მეშვეობით, გადახდის ეკრანზე უნდა აირიოთ ვაუჩერის ვარიანტი.
ამჟამად აპიდან ახალი სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა შეუძლებელია.
დიახ, თუ Privilege Pass-ის მფლობელი ხართ, სისტემაში შესვლის შემდეგ თქვენ ისარგებლებთ Privilege Pass-ის პრივილეგიებით, რომლებსაც დაჯავშნისას გამოიყენებთ.
ამჟამად, ავიაბილეთის აპით დაჯავშნისას, ახალი Privilege Pass-ის შეძენა შეუძლებელია.