რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
ხელბარგი
Wizz Air ბორტზე ორი ტიპის ბარგის ატანის უფლებას გაძლევთ:
- უფასო ხელბარგი
- საგორებელი ბარგი (WIZZ Priority-ს მფლობელებისთვის)
დამატებით, ბორტზე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა დამატებითი საფასურის გარეშე:
- ქურთუკი ან პლედი
- მობილური ტელეფონი
- ფრენის დროს საკითხავი მასალა
- გაფრენის ტერმინალში, დაუბეგრავ ზონაში, უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ შეძენილი ნივთები
- ჩვილებისთვის (ასაკი 0-2 წელი): ფრენის ხანგრძლივობისთვის საკმარისი საკვები და ბავშვის დასაკეცი ეტლი ან პატარა საწოლი (შეგიძლიათ, მიიტანოთ თვითმფრინავის კარამდე ან ტრაპამდე)
- ყავარჯნების წყვილი შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის
აკრძალული ნივთები
არარეგისტრირებული ბარგის ან პირადი ნივთების სახით აკრძალულია ანტიკვარული იარაღის, ხმლების, დანების, მაკრატლის, სამართებლების, დანა-ჩანგლის, ნემსების, შპრიცების და სხვა ბასრი ნივთების გადატანა, ასევე ნებისმიერი ისეთი ნივთის, რომელიც, ჩვენი აზრით, შეიძლება გამოყენებული იყოს იარაღად.
არარეგისტრირებული ბარგის ან პირადი ნივთების სახით შესაძლებელია მხოლოდ იმ ნივთების გადატანა, რომლებიც დაშვებულია ტრანსპორტირებისთვის და მხოლოდ იმ რაოდენობითა თუ შეფუთვით, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობითა და უსაფრთხოების რეგულაციებით.
მგზავრის პასუხისმგებლობაა, რომ ფრენამდე გაეცნოს აკრძალული ნივთების ჩამონათვალს როგორც ხელბარგისთვის, ისე რეგისტრირებული ბარგისთვის.
გაითვალისწინეთ, რომ მოტორიზებული ჩემოდნების ტრანსპორტირება არ არის ნებადართული არც ბორტზე, არც საბარგულში
მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენს რეისებზე დაცულია ოფიციალური შეზღუდვები ხელბარგში სითხის ტრანსპორტირების შესახებ:
- სითხეების გადატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ-იანი კონტეინერით.
- სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი უნდა იყოს მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის და თავისუფლად ეტეოდეს გამჭვირვალე და ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის 1-ლიტრიან პარკში, რომლის ზომაც არის 20 × 20 სმ.
- უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული პოლიეთილენის პარკი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე.
- ნებისმიერი სითხე, რომელიც არ აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს, განადგურდება აეროპორტის უსაფრთხოების შემოწმების დროს. გთხოვთ, სიფრთხილე გამოიჩინოთ ხელბარგის შეფუთვისას.