ცვლილება ავადმყოფობის ან სიკვდილის გამო

1. ცვლილება ავადმყოფობის გამო

თუ სამგზავრო გეგმების შეცვლა გიწევთ ავადმყოფობის გამო,შეგიძლიათ შეცვალოთ რეისი ან გააუქმოთ ის და თანხა ნაწილობრივ დაიბრუნოთ. თანხის დაბრუნების ან რეისის შეცვლის შესახებ გამოგზავნეთ მოთხოვნა თანდართული სამედიცინო ცნობით ან ექიმის წერილით. აირჩიეთ კატეგორია „ჯავშნის გაუქმება ავადმყოფობის გამო“ (როგორც ფრენის შეცვლისთვის, ისე გაუქმებისთვის)

გაითვალისწინეთ, რომ ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება მხოლოდ:

  • ავადმყოფი მგზავრისთვის;
  • ზრდასრული მგზავრისთვის და მისი თანმხლები ბავშვისთვის — ნაწილობრივი ანაზღაურება მოხდება ორივე მგზავრისთვის, თუ რომელიმე მათგანი ავად არის;
  • ავადმყოფი მგზავრის ჯავშნის სხვა მგზავრებს შეუძლიათ ბილეთით სარგებლობა, ან მისი გაუქმება და თანხის დაბრუნების მოთხოვნა. ასეთ მგზავრებზე გავრცელდება ნებაყოფლობით გაუქმების საკომისიო.

2. ცვლილება სიკვდილის გამო

თუ თქვენი ოჯახის რომელიმე უშუალო წევრი (დედა, მამა, ცოლი, ქმარი, ოფიციალური პარტნიორი, და, ძმა, ბებია ან ბაბუა, შვილი, შვილიშვილი) გარდაიცვალა 30 დღით ადრე გამგზავრების თარიღამდე, შეგიძლიათ, გააუქმოთ ფრენა და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება. თანხის დაბრუნებისთვის გამოგზავნეთ მოთხოვნა და დაურთეთ გარდაცვალების მოწმობა, ან გამოგზავნეთ ის ცალკე მოთხოვნის წარდგენიდან 7 დღის განმავლობაში. კატეგორიაში აირჩიეთ „გაუქმება გარდაცვალების გამო“.

თუ შეძენილი გაქვთ WIZZ Flex, მოთხოვნის წარმოდგენა არ მოგიწევთ. ბილეთის სრული საფასურის დაბრუნების ან ბილეთის გაუქმების მოთხოვნა შეგიძლიათ Wizz ანგარიშში უფასოდ.

მომავალში თქვენი და თანამგზავრების დაცვის მიზნით გირჩევთ, ისარგებლოთ სამოგზაურო დაზღვევით ფრენის დაჯავშნისას.

იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?

რეკომენდებული თემები


დაგვიკავშირდით

არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის გამოგზავნეთ პრეტენზია.