რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
Სამგზავრო დოკუმენტები და მოთხოვნები
ჩასხდომის გასასვლელთან გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვანია, წარმოადგინოთ თქვენი ჩასხდომის ბარათი და მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები ყველა მგზავრისთვის, ასაკის მიუხედავად, მათ შორის, ბავშვებისა და ჩვილებისთვის.
დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი, მათ შორის, პასპორტი და ვიზა. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი დანიშნულების ადგილში მოქმედი კონკრეტული მოთხოვნების შესახებ, გირჩევთ, გამგზავრებამდე კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის უწყებასთან თქვენს ქვეყანაში, ან გამოიყენოთ ჩვენი Traveldoc ინსტრუმენტი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ თქვენ, სამგზავრო დოკუმენტის არქონის გამო, უარი გეთქვათ ჩასხდომაზე.
ავიაბილეთის დაჯავშნისას დარწმუნდით, რომ მგზავრის სრული სახელი მითითებულია ზუსტად ისე, როგორც — მის სამგზავრო დოკუმენტში.
თუ დაჯავშნისას შეცდომა დაუშვით, თქვენს WIZZ ანგარიშში შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სახელი უფასოდ შემდეგ შემთხვევებში:
- არასწორი მიმართვა (მაგ., ბატონი/ქალბატონი)
- შემოკლებული სახელი (მაგ., თომას ჯ. სმიტი და თომას ჯონ სმიტი)
- მაქსიმუმ 3 სიმბოლოს არასწორი მართლწერა
სახელის სხვა შესწორებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს დაჯავშნიდან 2 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სახელის შეცვლის მოსაკრებელი იქნება:
- 60,00 € — სახელის შეცვლა ჩვენს ვებსაიტზე
- 60,00 € — სახელის შეცვლა Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. Სახელის შეცვლის მოსაკრებლის გარდა საჭირო იქნება საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებლის გადახდაც.
ჯავშნის შეცვლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ სახელის შეცვლის გვერდს.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
ჩვენს ყველა მომხმარებელს საერთაშორისო რეისებზე უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი და, საჭიროებისამებრ, მოქმედი ვიზა. ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მოქალაქეებს ევროპის ფარგლებში მგზავრობა შეუძლიათ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის/შვეიცარიის ეროვნული პირადობის მოწმობით ან პასპორტით.
თქვენი პასპორტი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და ხელმოწერილი თქვენ მიერ. Ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად, პასპორტებს დარჩენილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული მინიმალური მოქმედების ვადა დაგეგმილი დაბრუნების შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. გირჩევთ, გამგზავრებამდე შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ მათ.
უფრო კონკრეტული სავიზო და საპასპორტო მოთხოვნებისთვის დაუკავშირდით იმ ქვეყნის საკონსულოს ან საელჩოს, რომელშიც აპირებთ ვიზიტს. Wizz Air-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახური ვერ გაგიწევთ კონსულტაციას ვიზასთან და პასპორტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების შესახებ. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა სამგზავრო დოკუმენტების ქონაზე, სისწორესა და მოქმედებაზე. გარდა ამისა, თქვენ თავად უნდა დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი სამგზავრო დოკუმენტებით დანიშნულების ქვეყანაში გამგზავრება და შესვლა. Wizz Air არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიღებულ ზიანზე.
თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო Wizz Air-ისთვის მიყენებულ ნებისმიერ ხარჯზე და ზიანზე.
მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე, თუ Wizz Air გონივრულად მიიჩნევს, რომ მგზავრები არ აკმაყოფილებენ შეთანხმებული გაჩერების ადგილის ან დანიშნულების ადგილის ქვეყნის შესვლის მოთხოვნებს ან მათ არ აქვთ თანხები იქ ყოფნის დასაფარავად. მგზავრებს, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ისინი შედიან ქვეყანაში, რათა მონაწილეობა მიიღონ ტურისტულ ტურში, ახალგაზრდულ ბანაკში ან სპორტულ ღონისძიებაში, გაიარონ სამედიცინო მკურნალობა, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამაში, ან რომლებსაც აქვთ გადახდილი ყოფნის ხარჯები, უნდა ჰქონდეთ ზემოაღნიშნული ჯავშნის დასტური.
დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამგზავრო დოკუმენტები დაგჭირდებათ ევროკავშირის სხვა ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის | სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის |
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
ევროკავშირის ტერიტორიაზე მგზავრობისას არასრულწლოვან მგზავრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი პასპორტები ან სამგზავრო დოკუმენტები.
ყველა ბავშვს, რომელიც მგზავრობს მარტო, ან ზრდასრულებთან (რომლებიც არ არიან მისი კანონიერი მეურვე), ან მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საკუთარი მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის გარდა, შეიძლება დასჭირდეს დამატებითი (ოფიციალური) დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ მშობლები, მეორე მშობელი ან კანონიერი მეურვე(ები) და ამ გზით ანიჭებენ მგზავრობის უფლებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
საფრანგეთის მოქალაქე, 17 წლის და უმცროს მგზავრებს, რომლებიც მგზავრობენ ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი მეურვის გარეშე, უნდა ჰქონდეთ ტერიტორიის დატოვების ნებართვა (Autorisation de sortie du territoire) (AST), რომელსაც ხელს აწერს მშობლის უფლებამოსილების მქონე პირი. მგზავრებს ასევე უნდა ჰქონდეთ ხელმომწერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, ბინადრობის ნებართვა ან სამგზავრო დოკუმენტი ლტოლვილებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, ან პირადობის მოწმობა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის). გთხოვთ, ასევე შეამოწმოთ თქვენი მოგზაურობის უფლება ვებსაიტზე wizzair.traveldoc.aero/. მიუთითეთ სწორი მონაცემები თქვენი სამგზავრო დოკუმენტის, მოგზაურობისა და კატეგორიის მიხედვით (ზრდასრული ან ბავშვი) შესახებ.
თუ ჩვილთან ერთად მოგზაურობთ, მნიშვნელოვანია, დაბეჭდოთ და წარმოადგინოთ ჩვილის ჩასხდომის ბარათი ჩასხდომის გასასვლელთან.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
თუ თქვენს პასპორტს ეწურება მოქმედების ვადა დასაბრუნებელ მგზავრობამდე და თქვენ ჯერ არ დაგისრულებიათ დაჯავშნა, გირჩევთ გააკეთოთ ორი ცალკეული ჯავშანი თითოეული რეისისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გაქვთ ჯავშანი, დაგვიკავშირდით Live ჩატის ან საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
არაბიომეტრიული პასპორტები აღარ მოქმედებს ალბანეთის საზღვრებს გარეთ მოგზაურობისთვის (ვადის გასვლის თარიღის მიუხედავად) და მისაღებია მხოლოდ ალბანეთის მიმართულებით გამგზავრებისთვის.
დაუშვებელია ისეთი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენება, რომლებიც გაცემულია გამგზავრების თარიღამდე 10 წელზე მეტი ხნის წინ.
მომდევნო დანიშნულების ადგილის/უკან დასაბრუნებელი ბილეთების არმქონე მგზავრებს ან მათ, ვინც ვერ დაადასტურებს, რომ მოგზაურობას აგრძელებს/უკან ბრუნდება, შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე.
პასპორტები მოქმედი უნდა იყოს დაბრუნების დღიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
Ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრება და დარჩენა 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში ნებისმიერ მიზნით, გარდა მუშაობისა. თქვენი მოგზაურობის მოთხოვნებთან შესაბამისობა შეამოწმეთ მისამართზე wizzair.traveldoc.aero/ . მიუთითეთ სწორი მონაცემები თქვენი სამგზავრო დოკუმენტის, მოგზაურობისა და კატეგორიის მიხედვით (ზრდასრული ან ბავშვი) შესახებ.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
ePassport გასასვლელებით სარგებლობა
გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისას, დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ePassport გასასვლელები, რომლებიც ხელმისაწვდომია გაერთიანებული სამეფოს აეროპორტების უმეტეს ნაწილში. ePassport გასასვლელებით სარგებლობისთვის თქვენს პასპორტს უნდა ჰქონდეს მანქანის მიერ წაკითხვადი ზონა (MRZ). დამატებითი ინფორმაციისთვის გადახედეთ სასაზღვრო ძალების ვებგვერდს.
რეგისტრირებული მოგზაურის სქემა
თუ თქვენ გაქვთ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის პასპორტი, შეგიძლიათ მაინც ისარგებლოთ ePassport გასასვლელის გამოყენებით რეგისტრირებული მოგზაურის სქემაში გაწევრიანებით. სქემის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფლებამოსილი ქვეყნების გასაცნობად ეწვიეთ სასაზღვერო ძალების ვებსაიტს.
ელექტრონული ვიზა და მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაცია
2025 წლის 1 იანვრიდან იცვლება გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრების წესები. ეს მოიცავს ფიზიკური საიმიგრაციო დოკუმენტების ჩანაცვლებას ელექტრონული ვიზებითა და მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაციით (ETA), რომლებიც წარმოადგენს მოგზაურობის ელექტრონულ ნებართვას.
- თუ თქვენ ფლობთ გაერთიანებული სამეფოს ვიზას და იყენებთ ფიზიკურ საიმიგრაციო დოკუმენტს თქვენი უფლებების დასადასტურებლად, ახლა მოგიწევთ ელექტრონულ ვიზაზე წვდომის მიღება, რისთვისაც საჭიროა, შექმნათ UK Visas and Immigration ანგარიში: ონლაინ საიმიგრაციო სტატუსი (ელექტრონული ვიზა) — GOV.UK
- თუ უკვე გაქვთ ელექტრონული ვიზა, აცნობეთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იმ პასპორტის შესახებ, რომლითაც აპირებთ მოგზაურობას, თუ ის უკვე არ არის დაკავშირებული თქვენს eVisa UK Visas and Immigration ანგარიშთან: UK Visas and Immigration ანგარიშის დეტალები: მიმოხილვა — GOV.UK
- თუ არ გჭირდებათ ვიზა გაერთიანებულ სამეფოში გასამგზავრებლად ექვს თვემდე ხანმოკლე ვიზიტისთვის, დაგჭირდებათ მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაციის (ETA) მიღება. Შეამოწმეთ, როდის გჭირდებათ ETA გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრებისთვის და შეიტანეთ განაცხადი: შეიტანეთ განაცხადი მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაციის (ETA) მისაღებად — GOV.UK
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
თუ თქვენ არ გჭირდებათ ვიზა ისრაელში გასამგზავრებლად 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტისთვის, დაგჭირდებათ მგზავრობის ელექტრონული ავტორიზაცია (ETA), რომელიც გულისხმობს ისრაელის მთავრობის მიერ დადგენილი საფასურის გადახდას ოფიციალურ ვებსაიტზე. Მოსახლეობისა და ემიგრაციის უწყება გირჩევთ მოგზაურობის ავტორიზაციის განაცხადების წარდგენას გამგზავრებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე.
თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი უფლებამოსილება ETA–სთვის ისრაელში გასამგზავრებლად შემდეგ ვებსაიტზე.
დარწმუნდით, რომ გაქვთ სწორი დოკუმენტაცია, რადგან მოგზაურობის მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს აეროპორტში ჩასხდომაზე უარის თქმის მიზეზი.
მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე, თუ მათ არ აქვთ თანხები ყოფნის დასაფარად.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
დროებითი პასპორტების მქონე მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე.
ინფორმაცია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიმავალი მგავრებისთვის
მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების (აგს) ხელისუფლება ითხოვს მოქმედ ვიზას, როგორც სავალდებულო სამგზავრო დოკუმენტის ნაწილს, ქვეყანაში გარკვეული ქვეყნების მოქალაქეთა დასაშვებად.
გაითვალისწინეთ, რომ აბუ-დაბიში გასამგზავრებლად საჭიროა შესაბამისი ვიზა:
Wizz Air თანამშრომლობს კომპანია Sharaf Travel Services-თან, რათა ჩვენს მომხმარებლებს შესთავაზონ ფასდაკლებული ტარიფები. გაეცანით პარტნიორის საიტს, რომ გააკეთოთ სავიზო განაცხადი არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის.
იყო თუ არა ეს ინფორმაცია სასარგებლო?
Რეკომენდებული თემები
დაგვიკავშირდით
მყისიერი მხარდაჭერის მისაღებად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.
არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის გირჩევთ მოთხოვნის გამოგზავნას.