ტარიფები და ნაკრებები
BASIC
იმგზავრეთ მსუბუქად
Basic ტარიფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ურჩევნია სერვისების საგულდაგულოდ შერჩევა.
WIZZ GO
იმგზავრეთ ბარგით და დაზოგეთ
WIZZ Go არის იდეალური ნაკრები მოგზაურებისთვის, რომლებსაც სურთ, ისარგებლონ პოპულარული და მოსახერხებელისერვისებით ავიარეისზე.
WIZZ PLUS
ყველაფრისმომცველი და სრულიად მოქნილი
გაიუმჯობესეთ მოგზაურობის გამოცდილება WIZZ Plus-ით, საუკეთესო ნაკრებით მგზავრებისთვის, რომლებსაც სურთ პრემიუმ-დონის მოგზაურობა მოქნილი პირობებით.
აკორდეონის ელემენტები
იმგზავრეთ მსუბუქად
Basic ტარიფი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ურჩევნია სერვისების საგულდაგულოდ შერჩევა. მასში შედის უფასო ხელბარგი (მაქს. ზომა: 40x30x20 სმ) და რეისზე ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობა, რომლის ვადებიც დამოკიდებულია ადგილების არჩევანზე.
იმგზავრეთ ბარგით და დაზოგეთ
WIZZ Go ჩვენი ყველაზე პოპულარული სერვისების ნაკრებია, რომელიც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, აკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების უმეტესობის მოთხოვნებს. WIZZ Go-ში შედის: ადგილების არჩევის შესაძლებლობა (ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე ადგილების გარდა), საგორებელი ჩანთა (55 x 40 x 23 სმ, მაქს. 10 კგ), რომელსაც გარანტირებულად შეიტანთ სალონში (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე), პრიორიტეტული ჩასხდომა, ხელბარგის ერთი დამატებითი (+1) ერთეული (40x30x20 სმ), რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ, და რეისზე ონლაინ რეგისტრაცია გამგზავრებამდე მაქსიმუმ 30 დღით ადრე.
20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
საგორებელი ჩანთა (მაქს. 55x40x23 სმ) სალონში (ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებული მიზეზების გარდა)
ადგილის არჩევა (1-4 მწკრივებში მდებარე და ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე ადგილების გარდა)
რეისზე უფასო რეგისტრაცია აეროპორტში და ონლაინ გამგზავრებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.
პრიორიტეტული ჩასხდომა
+1 ხელბარგი 40 x 30 x 20 სმ (სავარძლის ქვეშ მოთავსებული)
პრიორიტეტული რეგისტრაცია
საოჯახო WIZZ Go
ისარგებლეთ კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებებით WIZZ Go ნაკრებზე ბავშვებთან ან ჩვილებთან ერთად მგზავრობის შემთხვევაში.
ჯავშანში ბავშვების ან ჩვილების დამატებისას ჩვენ ავტომატურად გიჩვენებთ საოჯახო WIZZ Go ნაკრებს.
ყველაფრისმომცველი და სრულიად მოქნილი
WIZZ Plus განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, მომზადებული იყოს ყველაფრისთვის და ჩვენ მიერ შემოთავაზებული სრული სერვისის მეშვეობით კომფორტულად იმგზავროს. ნაკრები მოიცავს მრავალ დამატებით სერვისს ფასდაკლებით. ის უზრუნველყოფს მოქნილობას და მაქსიმალურად კომფორტულად მგზავრობას გთავაზობთ. WIZZ Plus ნაკრებში შედის პრემიუმ-ადგილების არჩევის შესაძლებლობა (ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე ადგილების ჩათვლით) და WIZZ Flex ფუნქცია, რომელიც, საჭიროებისამებრ, საშუალებას მოგცემთ, უფასოდ შეცვალოთ რეისის თარიღი.
გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ WIZZ Priority-ს სერვისით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თან იქონიოთ დამატებითი საგორებელი ჩანთა (მაქს. ზომა: 55x40x23 სმ, წონა: 10 კგ) უფასო ხელბარგთან (40x30x20 სმ) ერთად. თქვენ გარანტირებულად შეიტანთ ორივე ჩანთას სალონში (იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული შეზღუდვებიდან გამომდინარე) და პირველს მოგიწვევენ თვითმფრინავში ჩასხდომისთვის. გარდა ამისა, შეგიძლიათ თან იქონიოთ 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი (მაქს. ზომა: 149x119x171 სმ). თქვენ ასევე მიიღებთ რეისთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის შემცველ შეტყობინებებს და შეძლებთ აირჩიოთ, რა გზით გსურთ რეისზე რეგისტრაცია — ონლაინ (გამგზავრებამდე მაქსიმუმ 30 დღით ადრე) თუ პირდაპირ აეროპორტში.
საგორებელი ჩანთა (55x40x23 სმ), რომელსაც გარანტირებულად შეიტანთ სალონში (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული მოსაზრებებიდან გამომდინარე)
32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
პრემიუმ-ადგილების არჩევის შესაძლებლობა
WIZZ Flex
თანხის დაბრუნება WIZZ ანგარიშზე
პრიორიტეტული ჩასხდომა
ხელბარგის +1 ერთეული — 40x30x20 სმ (უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ)
რეისზე უფასო რეგისტრაცია აეროპორტში ან ონლაინ, გამგზავრებამდე მაქსიმუმ 30 დღით ადრე.
რეისზე პრიორიტეტული რეგისტრაცია
ავტომატური რეგისტრაცია
საოჯახო WIZZ Plus
ისარგებლეთ კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით WIZZ Plus ნაკრებზე ბავშვებთან ან ჩვილებთან ერთად მგზავრობის შემთხვევაში.
ჯავშანში ბავშვების ან ჩვილების დამატებისას ჩვენ ავტომატურად გიჩვენებთ საოჯახო WIZZ Plus ნაკრებს.