რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
თარიღის, დროისა და დანიშნულების პუნქტის შეცვლა
თქვენს ჯავშანში ცვლილებების შეტანა შეგიძლიათ გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 3 საათით ადრე რეისის შეცვლის საფასურის სანაცვლოდ.
შესაძლებელია როგორც რეისის თარიღის, დროისა და დანიშნულების ადგილის, ისე მგზავრთა დეტალების, ადგილებისა და სხვა მომსახურებების შეცვლა.
WIZZ Flex ნაკრებით ჯავშნის შეცვლა შესაძლებელია ყველა ან ცალკეული მგზავრისთვის ონლაინ, გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 3 საათით ადრე. ამ შემთხვევაში რეისის შეცვლის საკომისიო არ მოქმედებს.
ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ
- შედით თქვენს Wizz ანგარიშში
- აირჩიეთ თქვენი ჯავშანი ფრენის ქვეშ „დეტალებზე“ დაწკაპუნებით.
- ჯავშნის მიმოხილვის გვერდის მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს „ცვლილებების შეტანა“.
- აირჩიეთ „რეისის შეცვლა“.
- მონიშნეთ მგზავრები, რომელთათვისაც გსურთ რეისის შეცვლა (შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა მგზავრი ან ცალკეული მგზავრები).
- მიუთითეთ ახალი ფრენის დეტალები (თარიღი, დრო და მარშრუტი).
- დაადასტურეთ ცვლილება და გადაიხადეთ ტარიფებს შორის სხვაობა და რეისის შეცვლის მოსაკრებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ᲠᲔᲘᲡᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲔᲑᲘ
- რეისის ცვლილება განხორციელებულად ჩაითვლება გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ საკრედიტო ბარათით შესრულებული გადახდები მიიღება.
- თუ თავდაპირველი ჯავშანი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახდილი იყო WIZZ ვაუჩერით, შესაძლებელია მხოლოდ ყველა ფრენის ყველა მგზავრისთვის ერთდროულად გაუქმება.
- თუ შეძენილი გაქვთ ცვლადი თანამგზავრის სერვისი დაჯავშნის დროს, რეისის შეცვლა შესაძლებელი იქნება ბილეთების მგზავრებზე საბოლოოდ გაფორმების შემდეგ.
- რეისის შეცვლის შემდეგ მგზავრებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ახალ რეისზე და თან იქონიონ ჩასხდომის ახალი ბარათი.
- თავდაპირველი ბილეთის დაჯავშნისას მესამე მხარისგან შეძენილი სერვისები (მაგ., დაზღვევა, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში)) რეისის შეცვლისას ავტომატურად არ ჩასწორდება. აღნიშნული სერვისების შესაცვლელად დაუკავშირდით უშუალოდ სერვისის მომწოდებელს.
- თუ თქვენ ვერ შეძლებთ ცვლილებების შეტანას თქვენი Wizz ანგარიშიდან, დაუკავშირდით ჩვენს Live ჩატს ან საინფორმაციო ცენტრს.
რეკომენდებული თემები
დაგვიკავშირდით
მყისიერი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით ჩატის მეშვეობით.
არაგადაუდებელი მოთხოვნებისთვის დაგვირეკეთ ან გამოგზავნეთ პრეტენზია.