ადგილების განაწილება
ადგილის არჩევა
ავიაბილეთის დაჯავშნისას ადგილების არჩევა შეგიძლიათ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით. თუ ადგილის არჩევას არ მოისურვებთ, ის რეისზე რეგისტრაციისას მოგენიჭებათ შემთხვევითობის პრინციპით, გამგზავრებამდე 24 საათით ადრე.
პრემიუმ-ადგილი
დაჯავშნეთ პრემიუმ-ადგილები და ისიამოვნეთ კომფორტული დამატებითი სივრცით ფეხებისთვის, ან დაიკავეთ წინა რიგში მდებარე ადგილი.
დაჯავშნა ნაკრებების მეშვეობით
ჩვენი WIZZ Go და WIZZ Plus ნაკრებების მეშვეობით ადგილის დაჯავშნას უფასოდ შეძლებთ.
აკორდეონის ელემენტები
- ხელმისაწვდომია მხოლოდ ჯავშნებისთვის, რომლებშიც მითითებულია2 ზრდასრული
- შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Basic-ტარიფიანი ჯავშნის გაფორმებისას
- შეძენა შესაძლებელია დაჯავშნისას
- ფასი შეადგენს 20 EUR-ს ყოველ სეგმენტზე(2-ვე ერთად მსხდომი ზრდასრულისთვის)
- ორმხრივიავიაბილეთის შემთხვევაში, გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი უნდა შეიძინოთ ორივე სეგმენტისთვის
- კონკრეტული ადგილების არჩევა შეუძლებელიაგვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენისას, თუმცა გარანტირებულად ისხდებით გვერდიგვერდ
- გვერდიგვერდმდებარე ადგილებისმინიჭება ხდება რეისზე რეგისტრაციის გავლისას გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის ფარგლებში ხდება
- არაპრემიუმადგილების მინიჭება, ამიტომ არ არის გათვალისწინებული ადგილები ფეხებისთვის დამატებითი სივრცით, ასევე, წინა და მომდევნო რამდენიმე რიგში მდებარე ადგილები
- გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტთან ერთად გაფორმებული ჯავშნებისთვის, რეისზე ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია გამგზავრების დაგეგმილ დრომდემინიმუმ 24 საათით ადრე
- პირველი და მომდევნო რამდენიმე რიგის ადგილები მდებარეობს ავიახომალდის წინა ნაწილში და საშუალებას გაძლევთ, იყოთ იმ მგზავრებს შორის, რომლებიც დაფრენის შემდეგ პირველები გავლენ;
- ადგილები დამატებითი სივრცით ფეხებისთვის გთავაზობთ მეტ სივრცეს უფრო კომფორტული მგზავრობისთვის და მდებარეობს საევაკუაციო გასასვლელების რიგებში;
- უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აღნიშნული განსაკუთრებული ადგილებით ვერ ისარგებლებენ მგზავრები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 16 წელი, აქვთ მეტისმეტად ზედმეტი წონა, საჭიროებენ განსაკუთრებულ დახმარებას, არიან ფეხმძიმედ ან მგზავრობენ ჩვილებთან (2 წელზე უმცროსი ასაკის) ერთად
- ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე და წინა რიგებში მდებარე ადგილების შესაძენად თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 16 წლის და ელემენტარულ დონეზე გესმოდეთ ინგლისური ენა;
- გარდა ამისა, თქვენ უნდა იყოთ შრომისუნარიანი და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, უნდა შეძლოთ ფრთაზე გასასვლელის გახსნა;
- თუ თვლით, რომ ამისთვის შესაფერის ფორმაში ხართ, თქვენ მიიღებთ მოკლე ინფორმაციას ფრთაზე გასასვლელის ხელით მართვის შესახებ;
- აფრენისას და დაფრენისას თქვენი ხელბარგი მოთავსებული უნდა იყოს ზედა თაროებზე. უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე,
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მგზავრებს მივანიჭოთ სხვა ადგილი. ჯავშანში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, თქვენ მიერ არჩეული ადგილი შეიძლება მიუწვდომელი იყოს ახალ რეისზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით „ტრანსპორტირების ზოგად პირობებს“.
თუ გჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება, ავიაბილეთის დაჯავშნის დასრულების შემდეგ უნდა დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრსდა გადაამოწმოთ, რომ ყველაზე შესაფერისი ადგილი მოგენიჭათ.
- 2 წლამდე ასაკის ჩვილებს მგზავრობა შეუძლიათ თანმხლები ზრდასრულის კალთაში;
- ერთ მწკრივში (მიუხედავად იმისა, კორიდორის რომელ მხარეს მდებარეობს) დაშვებულია მხოლოდ ერთი ჩვილის მგზავრობა;
- თუ მწკრივში მეტი ჩვილი აღმოჩნდება, ეკიპაჟის წევრებმა შეიძლება მოგანიჭოთ სხვა ადგილი;
- 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური ადგილები;
- უსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ჩვილები და ბავშვები ვერ იმგზავრებენ ფეხებისთვის დამატებითი სივრცის მქონე და წინა რიგებში მდებარე ადგილებზე, ასევე ბოლო მწკრივის C და D ადგილებზე.
- 14 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა ისხდნენ მინიმუმ 1 თანმხლები ზრდასრულის გვერდით. აღნიშნული გათვალისწინებული იქნება რეისზე რეგისტრაციის გავლისას ადგილების შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილებისას. თუ შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო მინიმუმ 1 თანმხლები ზრდასრულის გვერდით ადგილის მონიჭება ვერ მოხერხდება, ეკიპაჟის წევრები დაგეხმარებიან ბავშვის გადასმაში
ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი ჯგუფი მგზავრობისას ერთად ისხდება, ამიტომ გირჩევთ წინასწარ აირჩიოთ ადგილები.
დაკავშირებული ინფორმაცია



