თქვენი ბრაუზერი მეტისმეტად მოძველდა
ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
გირჩევთ შემდეგს:
Mozilla Firefox
უფასოდ ჩამოტვირთვა
Google Chrome
უფასოდ ჩამოტვირთვა

ინფორმაცია და სერვისები

ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობა

travelling_with_children_hepfull_Wizz_services

Wizz Air-ის სასარგებლო სერვისები

უფასო პრიორიტეტული ჩასხდომა ჩვილთან ერთად მგზავრობისას*

უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლა

დაშვებულია წინასწარ შეფუთული საბავშვო საკვები და სასმელი

 

Foldable baby stroller

რა უნდა იქონიოთ თან ბორტზე

ბავშვის ჰიგიენური საფენები — თითო მგზავრობის ყოველი საათისთვის;

საბავშვო სველი ხელსახოცები;

გამოსაცვლელი ტანსაცმელი;

დამატებითი საწოვარები;

პატარა სათამაშოები.

ერთი დასაკეცი საბავშვო ეტლი, რომელიც შეგიძლიათ მიაგოროთ თვითმფრინავის კარამდე (ოპტიკური ტრაპის შემთხვევაში) ან მობილურ ტრაპთან (გადატანილი იქნება სატვირთო განყოფილებაში).

 

აკორდეონის ელემენტები

აიტანეთ ბორტზე ავტოსავარძელი!

თუკი ბავშვის უფრო კომფორტული მგზავრობისთვის ავტოსავარძლის გამოყენებას აპირებთ, მის მოსათავსებლად დაგჭირდებათ დამატებით ადგილის შეძენა ჩვეულებრივი ტარიფით.

ავტოსავარძლის უსაფრთხოების მოთხოვნები

  • ბორტზე დაიშვება მხოლოდ უკან მიმართული საბავშვო ავტოსავარძლები;
  • მას უნდა ჰქონდეს სპეციალური ფიქსატორი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მისი საიმედოდ დამაგრება მგზავრის უსაფრთოხების ღვედით.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, აფრენისას და დაფრენისას (ასევე, როცა ჩართულია უსაფრთხოების ღვედების ნიშანი) საჭიროა რგოლური ღვედის გამოყენება. რგოლურ ღვედს მოგაწვდით Wizz Air-ის ეკიპაჟის წევრი ჩასხდომისას და ის ფრენის შემდეგ უნდა დააბრუნოთ.

ადგილის დაჯავშნა

ინტერნეტით დაჯავშნისას, მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „INFANT“. გვარის ველში საჭირო იქნება მგზავრის რეალური გვარის შეყვანა.

დამატებითი ადგილის დაჯავშნის შემთხვევაში, ჩვილის მოსაკრებლის გადახდა აღარ დაგჭირდებათ. ჩვილისთვის დამატებითი ბარგის ნორმა გათვალისწინებული არ არის.

ის, რისი ატანაც ბორტზე შეგიძლიათ

  • ბავშვის საკვები და სასმელი, რომელიც უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად უნდა იყოს შეფუთული;
  • რაიმე სახის საღეჭი აფრენისთვის და დაფრენისთვის (ხშირ შემთხვევაში, პატარებმა არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ყურების დაგუბებისგან);
  • თითო წყვილი გამოსაცვლელი ტანსაცმელი თქვენთვის და ბავშვისთვის;
  • დამატებითი მატყუარა საწოვარები (თუ თქვენი ბავშვი იყენებს მათ);
  • საბავშვო სველი ხელსახოცები;
  • ბავშვის ჰიგიენური საფენები — თითო მგზავრობის ყოველი საათისთვის;
  • პატარა სათამაშოები.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

ჩვილის ავტოსავარძელი უნდა განთავსდეს ილუმინატორთან მდებარე ადგილზე. ჩვილის ავტოსავარძლის გვერდით მდებარე ადგილს უნდა იკავებდეს ფიზიკურად სათანადო ფორმაში მყოფი, მინიმუმ 16 წლის ასაკის პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბავშვზე ავტოსავარძელში.

ჩვილის ავტოსავარძლის მოთავსება ვერ მოხერხდება იმ რიგებში, რომლებიც მდებარეობს საევაკუაციო გასასვლელებთან, ან აღნიშნული რიგების უშუალოდ წინ ან უკან.

გთხოვთ, ყოველთვის შეასრულოთ ეკიპაჟის წევრების მითითებები.

თქვენი ჩვილისთვის ავტოსავარძლის მიმაგრებაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ. Wizz Air-ის ეკიპაჟის წევრები გაჩვენებენ ავტოსავარძლის განთავსებისთვის შესაფერისს ადგილს და ვიზუალურად შემოწმებენ, სწორად მიმაგრებულია თუ არა, ასევე ვარგისია თუ არა ავტოსავარძელი ბორტზე გამოყენებისთვის.

პრიორიტეტული ჩასხდომა ჩვილთან ერთად: 2 ზრდასრული, ბავშვთა შეუზღუდავი რაოდენობა ყოველ 1 ჩვილზე

ისინი, ვინც მგზავრობს ჩვილთან ერთად (2 წლამდე ასაკის), უფასოდ ისარგებლებენ პრიორიტეტული ჩასხდომით — 2 ზრდასრული ყოველ ჩვილზე. პრიორიტეტული ჩასხდომით ასევე ისარგებლებს ყველა ბავშვი, რომელიც იმავე ჯგუფთან ერთად მგზავრობს.

ვინაიდან პატარა ბავშები თვითმფრინავში უნდა იჯდნენ ზრდასრულის კალთაში, თითოეულ ჩვილს ბორტზე თან უნდა ახლდეს ერთი ზრდასრული. ამასთანავე, ყოველი ჩვილი, რომელიც ჯგუფთან ერთად მგზავრობს, საშუალებას მისცემს 2 ზრდასრულს, ისარგებლონ პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ოჯახი 2 ჩვილთან ერთად მგზავრობს, პრიორიტეტული ჩასხდომით ისარგებლებს მათ ჯგუფში შემავალი 4 ზრდასრული და ა.შ. აღნიშნული პროპორცია (1 ჩვილი/2 ზრდასრული, რომელიც ერთ ჯავშანშია მითითებული)იზღუდება მხოლოდ თვითმფრინავში 2 წლამდე ასაკის ბავშვების დაშვებული რაოდენობით.