თქვენი ბრაუზერი მეტისმეტად მოძველდა
ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
გირჩევთ შემდეგს:
Mozilla Firefox
უფასოდ ჩამოტვირთვა
Google Chrome
უფასოდ ჩამოტვირთვა

ინფორმაცია და სერვისები

თანხის დაბრუნება და კომპენსაცია

Up to 2 weeks

2 კვირამდე

[cancellation location=wizzairComCallCentre]-იანი მოსაკრებელი
გააუქმეთ ჯავშანი გამგზავრებამდე 14 დღით ადრე და თანხის დასაბრუნებლად მოგიწევთ მხოლოდ გაუქმების მოსაკრებლის გადახდა.

within 2 weeks

2 კვირის განმავლობაში

[seat-protection location=wizzairComCallCentre]-იანი მოსაკრებელი+სერვისები
თუ გაუქმებას გადაწყვეტთ რეისის გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში, თქვენ მოგიწევთ უფრო მაღალი მოსაკრებლის გადახდა, ხოლო შეძენილი სერვისების საფასურის დაბრუნება ვეღარ მოხერხდება.

wizz-flex-icon

ცვლილებებს ელით? ისარგებლეთ WIZZ Flex-ით

WIZZ Flex-ის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ინტერნეტის მეშვეობით შეძლებთ შეუზღუდავად ცვალოთ რეისის თარიღი, დრო და მარშრუტი.

შეიტყვეთ მეტი WIZZ Flex-ის შესახებ

აკორდეონის ელემენტები

ჯავშნის გაუქმება უნდა მოხდეს რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ რეისის გაუქმება განხორციელებულად ჩაითვლება გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო ბარათით გადახდა.

ა. ცალმხრივი ავიაბილეთების შემთხვევაში: ჯავშნის გაუქმება უნდა მოხდეს რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.

ბ. ორმხრივი ავიაბილეთების შემთხვევაში:

i. თუ ჯავშანში მითითებულია უკანა რეისი, გაუქმება უნდა განხორციელდეს პირველი რეისის გამგზავრებამდე. ამ შემთხვევაში ორივე რეისი გაუქმდება. მაგალითად, „ბუდაპეშტი — ლონდონი-ლუტონი — ბუდაპეშტის“ რეისის შემთხვევაში გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ „ბუდაპეშტი — ლონდონი-ლუტონის“ რეისის გამგზავრებამდე. ამ შემთხვევაში გაუქმდება როგორც „ბუდაპეშტი — ლონდონი-ლუტონის“, ისე „ლონდონი-ლუტონი — ბუდაპეშტის“ რეისები.

ii. გაუქმდება ვერ მოხერხდება, თუ პირველი რეისი უკვე შესრულდა.

ჯავშნის გასაუქმებლად შედით თქვენს (ჯავშნის მფლობელის) WIZZ პროფილში და გააკეთეთ შესაბამისი არჩევანი. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს.

გ. გაუქმების პროცესი ჯავშნებისთვის, რომლებიც შეიცავს ერთზე მეტ მგზავრს (2-10 ადამიანი; ჯგუფური ჯავშნების გარდა)

  1. ჯავშნის გასაუქმებლად შედით თქვენს WIZZ პროფილში
  2. აირჩიეთ ჯავშანი, რომლის გაუქმებაც გსურთ
  3. აირჩიეთ მგზავრები, რომლებზეც გავრცელდება გაუქმება (თუ გაუქმება ყველა მგზავრისთვის გსურთ, იმავე პროცესში ყველა მგზავრის არჩევა შეგიძლიათ)
  4. დაადასტურეთ გაუქმება და გადაიხადეთ გაუქმებასთან დაკავშირებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  5. გაითვალისწინეთ, რომ იმ ჯავშნების შემთხვევაში, რომლებიც თავდაპირველად გაფორმდა WIZZ ვაუჩერით მთლიანად ან ნაწილობრივად გადახდით, გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ყველა მგზავრისთვის და რეისისთვის.

ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მოქმედი გადასახადები

1. გაუქმების მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე, ხოლო მისი გადახდა ხორციელდება თითოეულ რეისსა და მგზავრზე, ქვემოთ აღნიშნულის შესაბამისად.

  • გამგზავრებამდე 14 და მეტი დღით ადრე გაუქმების მოსაკრებელი: [cancellation location=WizzairComCallCentre] ყოველ მგზავრსა და რეისზე
  • გამგზავრებამდე 14 დღით ადრე ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელი: [seat-protection location=WizzairComCallCentre] ყოველ მგზავრსა და რეისზე
  • გამგზავრებამდე 14 დღეზე მეტი ხნით ადრე გაუქმების შემთხვევაში მგზავრს ეკუთვნის თანხის მთლიანად დაბრუნება მას შემდეგ, რაც გამოიქვითება გაუქმების მოსაკრებელი და WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი.
  • გამგზავრებამდე 14 დღის განმავლობაში გაუქმების შემთხვევაში მგზავრს ეკუთვნის თანხის მთლიანად დაბრუნება მას შემდეგ, რაც გამოიქვითება ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელი, WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი და სხვა სერვისების ღირებულება

2. WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი

გადასახდელი თანხა მოიცავს სხვაობას ავიაბილეთის/ბარგის ჩვეულებრივ და WIZZ Discount Club-ით გათვალისწინებულ ფასებს შორის. ჯავშნის WIZZ Discount Club-ის წევრისთვის გაუქმების შემთხვევაში, აღნიშნული გადასახადები გავრცელდება ჯავშანში დარჩენილ მგზავრებზე, რადგან ისინი ვეღარ ისარგებლებენ WIZZ Discount Club-ის პრივილეგიებით.

გაუქმების მოსაკრებელი და WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი გამოიქვითება იმ მგზავრისთვის გადახდილი თანხიდან, რომლის ჯავშანიც უქმდება, შემდეგის შესაბამისად:

  • თუ იმ მგზავრისთვის გადახდილი თანხა, რომლის ჯავშანიც უქმდება, აღემატება გაუქმებასთან დაკავშირებულ მოსაკრებლებს (გაუქმების მოსაკრებელი/ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელი, WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი), სხვაობა დაბრუნდება ჯავშნის მფლობელის (ჯავშნის თავდაპირველად გამფორმებელი პირის) WIZZ ანგარიშზე WIZZ კრედიტის სახით;
  • თუ იმ მგზავრისთვის გადახდილი თანხა, რომლის ჯავშანიც უქმდება, ნაკლებია გაუქმებასთან დაკავშირებულ მოსაკრებლებზე (გაუქმების მოსაკრებელი/ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელი, WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი), საჭირო იქნება მხოლოდ WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადის გადახდა.
  • თუ იმ მგზავრისთვის გადახდილი თანხა, რომლის ჯავშანიც უქმდება, გაუქმებასთან დაკავშირებულ მოსაკრებლის (გაუქმების მოსაკრებელი/ადგილის რეზერვაციის მოსაკრებელი, WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი) ტოლია, გადახდა არ იქნება საჭირო, ხოლო თანხა არ დაბრუნდება.

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

თანხის WIZZ ანგარიშზე დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, ჯავშანში მითითებული ყველა მგზავრის რეისები გაუქმდება და გაბათილდება. ონლაინ-რეჟიმში ჯავშნის ნებაყოფლობით გაუქმებისა და WIZZ ანგარიშზე კრედიტის ჩარიცხვის მოთხოვნის შემდეგ აღნიშნულის გაუქმება და დამატებითი ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხერხდება. WIZZ კრედიტი მოგვიანებით ვერ გარდაიქმნება გადახდის თავდაპირველად გამოყენებულ მეთოდზე დასაბრუნებლად.

თუ თანხის დაბრუნება გირჩევნიათ საკრედიტო/სადებეტო ბარათზე, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით ან გადახდის სხვა მეთოდით, რომელიც თავდაპირველად გამოიყენეთ ჯავშნის გასაფორმებლად, დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს (ონლაინალტერნატივა ჯერჯერობით არ არის). ამ შემთხვევაში საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებელი არ მოქმედებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თავდაპირველად ჯავშნის ღირებულება WIZZ ანგარიშზე არსებული კრედიტებით გადაიხადეთ, თანხის დაბრუნების მოთხოვნა მხოლოდ WIZZ კრედიტების სახით შეგიძლიათ — გადახდის ტიპის შეცვლა ვერ მოხერხდება.

თუ ავიაბილეთი შეძენილი გაქვთ Plus ტარიფით, ან ჯავშანში დამატებული გაქვთ WIZZ Flex სერვისი, თქვენ მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეგიძლიათ. თქვენ მიერ ჯავშანში გადახდილი თანხა თქვენს WIZZ ანგარიშზე კრედიტის სახით დაგიბრუნდებათ. გაითვალისწინეთ, რომ WIZZ Flex სერვისში გადახდილი თანხა WIZZ ანგარიშზე არ დაგიბრუნდებათ და მისი ღირებულება გამოიქვითება მთლიანად გადახდილი თანხიდან. გაითვალისწინეთ, რომ ჯავშნის WIZZ Flex-ის მეშვეობით გაუქმების შემთხვევაში კრედიტის სახით ჩარიცხული თანხის მოქმედების ვადის წესები განსხვავდება. გაეცანით WIZZ Flex-ის წესებსა და პირობებს.

შესაბამისი მოსაკრებლების გამოქვითვის შემდეგ დასაბრუნებელი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) WIZZ კრედიტის სახით ჩაირიცხება ჯავშნის მფლობელის WIZZ ანგარიშზე, მოთხოვნიდან 72 საათის განმავლობაში. კრედიტის სახით ჩარიცხული თანხა WIZZ ანგარიშში ხელმისაწვდომი იქნება 1 წლის განმავლობაში (გამონაკლისია WIZZ Flex, სადაც ვადა 90 დღე არის) და მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება როგორც Wizz Air-ის ახალი ავიაბილეთების, ისე სერვისების შეძენა.

თავდაპირველი ავიაბილეთის დაჯავშნისას შეძენილი WIZZ Discount Club-ისა და Privilege Pass-ის წევრობები ჯავშნის გაუქმებისას ავტომატურად არ გაუქმდება. გაეცანით დამატებით ინფორმაციას WIZZ Discount Club-ისა და Privilege Pass-ის შესახებ.

თავდაპირველი ავიაბილეთის დაჯავშნისას მესამე მხარისგან შეძენილი სერვისები (მაგ., დაზღვევა, აეროპორტ(იდან/ში) ტრანსფერი) ჯავშნის გაუქმებისას ავტომატურად არ გაუქმდება. აღნიშნული სერვისების გასაუქმებლად დაუკავშირდით უშუალოდ მესამე მხარის ამა თუ იმ სერვისის მომწოდებელს.

რეისის დაგვიანების ან გააუქმებს შემთხვევაში, ჩვენი „ტრანსპორტირების ზოგადი პირობების“ შესაბამისად, გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს (თუ საწინააღმდეგო არ არის განსაზღვრული ნორმატიულ აქტში (EC) № 261/2004 („ნორმატიული აქტი“), რომელიც ადგენს მგზავრებისთვის კომპენსაციისა და დახმარების საერთო წესებს, გადაყვანაზე უარის თქმის ან ავიარეისის გაუქმებისა თუ ხანგრძლივი გადადების შემთხვევაში):

  1. შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ მომდევნო ხელმისაწვდომი რეისი იმავე/მსგავსი მარშრუტით.. ამას გარდა, თუ იმავე ან მომდევნო დღეს ხელმისაწვდომი რეისები არ იქნება (სხვა თარიღები კი მგზავრობის თქვენი მიზნისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება), საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი მგზავრობა დაგეგმოთ სხვა ავიაკომპანიის მეშვეობითა თუ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით (კერძოდ, მატარებლით, ავტობუსით ან დასაქირავებელი ავტომანქანით). გაითვალისწინეთ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტი უნდა შეესაბამებოდეს ანალოგიურ სატრანსპორტო პირობებს, რომლებიც შემოთავაზებულია თქვენი დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებისთვის. შესაბამისი გონივრული და სათანადოდ დოკუმენტირებული გადასახადები და ხარჯები შეგიძლიათ ჩვენ მიერ ასანაზღაურებლად წარმოადგინოთ wizzair.com-ის მეშვეობით. შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი ასეთი ალტერნატიული მგზავრობის (მატარებლის ბილეთის ან საწვავის) ხარჯთან დაკავშირებული ყველა ქვითრისა და ინვოისის შეგროვება და გადმოგზავნა; ან
  2. შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი და მოითხოვოთ თანხის დაბრუნება WIZZ კრედიტის სახით თქვენს WIZZ ანგარიშზე გაუქმებული რეისისთვის (და, შესაბამის შემთხვევაში, უკანა რეისისთვის); ან მოგვიანებით WIZZ კრედიტის ნაცვლად შეგეძლებათ თანხის დაბრუნების მოთხოვნა გადახდის თავდაპირველად გამოყენებული მეთოდის მეშვეობით.

თქვენი არჩევანის შეცვლას შეძლებთ ზოგადი წესების თანახმად და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ.

გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სერვისების გაუქმების შემთხვევაში, იმოქმედებს მესამე მხარის გაუქმებისა და თანხის ანაზღაურების წესები.

აღნიშნული ვარიანტებით სარგებლობისთვის შედით თქვენს (ჯავშნის მფლობელის) WIZZ პროფილში და გააკეთეთ შესაბამისი არჩევანი. თუ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს.

ზემოაღნიშნული ვარიანტების გარდა, უფასოდ შემოგთავაზებთ ორი სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობას (სანაცვლოდ, შეგიძლიათ ტელექსით, ფაქსით ან ელფოსტით სარგებლობა აირჩიოთ). თუ Wizz Air აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს, კომუნიკაციის ორგანიზებაში გაწეულ ხარჯებს აგინაზღაურებთ.

მარშრუტის შეცვლისას შესაბამის შემთხვევაში, როცა ახალი რეისის გამგზავრების დრო გადავა გაუქმებული რეისის დაგეგმილი გამგზავრების თარიღის შემდგომ დღეზე, უფასოდ უზრუნველვყოფთ სასტუმროში განთავსებასა და ტრანსფერს აეროპორტიდან (და პირიქით). იმ შემთხვევაში, თუ Wizz Air აღნიშნულ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ აგინაზღაურებთ იმ ხარჯებს, რომლებსაც გასწევთ კვებაზე, სასტუმროში განთავსებასა და აეროპორტ(იდან/ამდე) ტრანსფერზე.

გაითვალისწინეთ, რომ ზემოხსენებული ხარჯების ანაზღაურება მოხდება გონივრული ოდენობის ფარგლებში და შესაბამისი ინვოის(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე.

გარდა ამისა, ნორმატიული აქტის მე-7 მუხლის შესაბამისად, Wizz Air ახორციელებს შემდეგი კომპენსაციის გადახდას:

ოდენობა

მანძილი

შენიშვნა

250 EUR

1500 კმ ან ნაკლებითუ თქვენთვის შეთავაზებული ახალი რეისის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 2 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

400 EUR

1501—3500 კმ, გაერთიანების (ევროკავშირი/ევროპის ეკონომიკური ზონა) შიგნით ფრენის შემთხვევაშითუ თქვენთვის შეთავაზებული ახალი რეისის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 3 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

600 EUR

3500 კმ ან მეტი, მხოლოდ გაერთიანების (ევროკავშირი/ევროპის ეკონომიკური ზონა) გარეთ ფრენის შემთხვევაშითუ შემოგთავაზებთ ახალ რეისს, რომლის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 4 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

ზემოაღნიშნული კომპენსაციის გადახდა არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეთ:

  • რეისის დაგეგმილ გამგზავრებდე 2 კვირით ადრე;
  • რეისის დაგეგმილ გამგზავრებდე 2 კვირასა და 7 დღეს შორის პერიოდში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც მიფრინავს თავდაპირველი რეისის გამგზავრებდე არაუადრეს 2 საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტში მისი ჩაფრენის დრო თავდაპირველი ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 4 საათით;
  • რეისის დაგეგმილ გამგზავრებდე 7 დღეზე ნაკლებ პერიოდში და შემოგთავაზეს Wizz Air-ის სხვა რეისი, რომელიც მიფრინავს თავდაპირველი რეისის გამგზავრებდე არაუადრეს 1 საათისა, ხოლო დანიშნულების პუნქტში მისი ჩაფრენის დრო თავდაპირველი ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 2 საათით.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული, გადაგიხადოთ კომპენსაცია, თუ რეისი გაუქმდა საგანგებო ვითარების გამო, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ყველა გონივრული ზომისთვის რომ მიგვემართა.

საგანგებო ვითარებაში იგულისხმება (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება) შემდეგი: შეფერხებები საჰაერო მოძრაობის მართვის მუშაობაში, რთული მეტეოროლოგიური პირობები, გაფიცვები (გარდა Wizz Air-ის თანამშრომლებიც გაფიცვისა), ტერორიზმის საფრთხე ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აეროპორტის ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკეტვა, სამოქალაქო არეულობები, სტიქიური უბედურებები და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეფასდება ინდივიდუალურად, რათა გამოვლინდეს, არსებობდა თუ არა ისეთი საგანგებო ვითარება, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო.

თუ აღნიშნულ ნორმატიულ აქტში აღწერილი თქვენი უფლებების რეალიზაციით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს თქვენს გამგზავრების პუნქტში (http://apr.europa.eu).

რეისის დაგვიანების ან გაუქმებს შემთხვევაში, გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს (ნორმატიული აქტის (EC) № 261/2004 („ნორმატიული აქტი“) შესაბამისად, რომელიც ადგენს მგზავრებისთვის კომპენსაციისა და დახმარების საერთო წესებს, გადაყვანაზე უარის თქმის ან ავიარეისის გაუქმებისა თუ ხანგრძლივი გადადების შემთხვევაში):

მანძილი

დაგვიანების ხანგრძლივობა

უზრუნველყოფილი დახმარება ყოველი კომერციული მგზავრისთვის

1500 კმ ან ნაკლები

2 საათი ან მეტი

  • მსუბუქი საუზმისა და გამაგრილებელი სასმელის ტალონები, თქვენი რეისის დაგვიანების ხანგრძლივობის შესაბამისი ოდენობით
  • ორი სატელეფონო ზარი ან შეტყობინება ტელექსით, ფაქსით ან ელფოსტით (თუ Wizz Air აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ აგინაზღაურებთ კომუნიკაციის ორგანიზებაში გაწეულ გონივრულ ხარჯებს, შესაბამისი ინვოის(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე)

1501-3500 კმ

3 საათი ან მეტი

3501 კმ ან მეტი

4 საათი ან მეტი

თუ თქვენი რეისი გადაიდება მინიმუმ 5 საათით, ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს (ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად):

  • შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ მომდევნო ხელმისაწვდომი რეისი იმავე/მსგავსი მარშრუტით.. ამას გარდა, თუ იმავე ან მომდევნო დღეს ხელმისაწვდომი რეისები არ იქნება (სხვა თარიღები კი მგზავრობის თქვენი მიზნისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება), საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი მგზავრობა დაგეგმოთ სხვა ავიაკომპანიის მეშვეობითა თუ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით (კერძოდ, მატარებლით, ავტობუსით ან დასაქირავებელი ავტომანქანით). გაითვალისწინეთ, რომ ალტერნატიული ტრანსპორტი უნდა შეესაბამებოდეს ანალოგიურ სატრანსპორტო პირობებს, რომლებიც შემოთავაზებულია თქვენი დანიშნულების ადგილამდე გადაადგილებისთვის. შესაბამისი გონივრული და სათანადოდ დოკუმენტირებული გადასახადები და ხარჯები შეგიძლიათ ჩვენ მიერ ასანაზღაურებლად წარმოადგინოთ wizzair.com-ის მეშვეობით. შესაბამისად, არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი ასეთი ალტერნატიული მგზავრობის (მატარებლის ბილეთის ან საწვავის) ხარჯთან დაკავშირებული ყველა ქვითრისა და ინვოისის შეგროვება და გადმოგზავნა.
  • შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი და სრულად დაიბრუნოთ გაუქმებული რეისში გადახდილი თანხა. თანხის ანაზღაურება მოხდება როგორც განუხორციელებელი სეგმენტ(ებ)ისთვის, ისე უკვე განხორციელებული სეგმენტ(ებ)ისთვის, იმ პირობით, რომ ეს რეისი თავდაპირველი გეგმის მიხედვით მგზავრობის საშუალებას აღარ გაძლევთ, და, თუ შემთხვევაც შესაბამისია (მაგალითად, გადასაჯდომი რეისების შემთხვევაში)
  • შეგიძლიათ გააუქმოთ ჯავშანი და სრულად დაიბრუნოთ შესაბამის რეისში გადახდილი თანხა თქვენს WIZZ ანგარიშზე WIZZ კრედიტის სახით. აღნიშნული კრედიტის გამოყენებას შეძლებთ მომავალში Wizz Air-ის ნებისმიერი ავიაბილეთისა თუ სერვისის შესაძენად.

თუ ხანგრძლივი დაგვიანების შედეგად გადადებული რეისის გამგზავრების დრო გადავა გამგზავრების თავდაპირველი თარიღის შემდგომ დღეზე, ჩვენ უფასოდ უზრუნველვყოფთ როგორც სასტუმროში განთავსებას, ისე ტრანსფერს აეროპორტიდან და პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ Wizz Air აღნიშნულ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ აგინაზღაურებთ იმ ხარჯებს, რომლებსაც გასწევთ კვებაზე, სასტუმროში განთავსებასა და აეროპორტ(იდან/ამდე) ტრანსფერზე, შესაბამისი ინვოის(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე.

მგზავრებს, რომელთა რეისებიც გადაიდება სამ საათზე მეტი ხნით, დანიშნულების პუნქტში ჩაფრენის შემდეგ შეუძლიათ მიიღონ ნორმატიული აქტის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია; იმ პირობით, რომ რეისი არ გადაიდო საგანგებო ვითარების გამო, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ყველა გონივრული ზომისთვის რომ მიგვემართა.

თუ აღნიშნულ ნორმატიულ აქტში აღწერილი თქვენი უფლებების რეალიზაციით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს თქვენს გამგზავრების პუნქტში (http://apr.europa.eu).

გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, გთავაზობთ ქვემოთ ჩამოთვლილ ვარიანტებს (ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის ნორმატიულ აქტის (EC) № 261/2004 („ნორმატიული აქტი“) შესაბამისად, რომელიც ადგენს მგზავრებისთვის კომპენსაციისა და დახმარების საერთო წესებს, გადაყვანაზე უარის თქმის ან ავიარეისის გაუქმებისა თუ ხანგრძლივი გადადების შემთხვევაში).

თუ ნებაყოფლობით იტყვით უარს ჯავშანზე და გადაწყვეტთ შეღავათებით სარგებლობას, თქვენ შემდეგი არჩევანი გექნებათ (Wizz Air-თან შეთანხმებულ სხვა შეღავათებთან ერთად):

  1. შეგიძლიათ ხელახლა დაჯავშნოთ ავიაბილეთი ახალ რეისზე, რომელიც სრულდება Wizz Air-ის ან სხვა ავიაკომპანიის მიერ, გადაყვანის ანალოგიური პირობებით, თქვენს საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე (ადგილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით).
  2. სრულად აინაზღაუროთ გაუქმებულ რეისში თქვენ მიერ გადახდილ თანხა. თანხის ანაზღაურება მოხდება როგორც განუხორციელებელი სეგმენტ(ებ)ისთვის, ისე უკვე განხორციელებული სეგმენტ(ებ)ისთვის, იმ პირობით, რომ ეს რეისი აღარ გაძლევთ თავდაპირველი გეგმის მიხედვით მგზავრობის საშუალებას და თუ შემთხვევაც შესაბამისია (მაგალითად, გადასაჯდომი რეისების შემთხვევაში), ხელახლა დაჯავშნოთ ავიაბილეთი უკანა რეისზე, რომელიც სრულდება Wizz Air-ის ან სხვა ავიაკომპანიის მიერ, გადაყვანის ანალოგიური პირობებით, თქვენი პირველი გამგზავრების პუნქტამდე (პირველივე შესაძლებლობისას და ადგილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით).
  3. კრედიტის სახით მიიღოთ შესაბამის სეგმენტებში თქვენ მიერ გადახდილი მთლიანი თანხა. აღნიშნული თანხის გამოყენებას შეძლებთ Wizz Air-ის ნებისმიერი ავიაბილეთის საფასურის გადახდისას.

თუ იმ პირების რაოდენობა, რომლებიც გადაყვანაზე ნებაყოფლობით იტყვიან უარს, არასაკმარისი იქნება, ხოლო Wizz Air უარს გეტყვით გადაყვანაზე თქვენი ნების წინააღმდეგ და მიზეზის განმარტების გარეშე, ზემოხსენებულ ვარიანტებთან ერთად, თქვენ შემოგეთავაზებათ:

  1. მსუბუქი საუზმისა და სასმელების ვაუჩერები, მოცდის დროის შესაბამისი ოდენობით.
  2. გთავაზობთ ორი სატელეფონო ზარის განხორციელებას, ტელექსით, ფაქსით ან ელფოსტით შეტყობინების გაგზავნას. იმ შემთხვევაში, თუ Wizz Air აღნიშნულს ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ აგინაზღაურებთ კომუნიკაციის ორგანიზებაში გაწეულ ხარჯებს.
  3. მარშრუტის შეცვლის შემთხვევაში (თუ ახალი რეისის გამგზავრების დრო გადავა გამგზავრების თავდაპირველი თარიღის შემდგომ დღეზე), ჩვენ უფასოდ უზრუნველვყოფთ როგორც სასტუმროში განთავსებას, ისე ტრანსფერს აეროპორტიდან და პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ Wizz Air აღნიშნულ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, ჩვენ აგინაზღაურებთ იმ ხარჯებს, რომლებსაც გასწევთ კვებაზე, სასტუმროში განთავსებასა და აეროპორტ(იდან/ამდე) ტრანსფერზე.

ზემოთ მითითებული ბ) და გ) პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებისთვის ხარჯების ანაზღაურება მოხდება გონივრული ოდენობის ფარგლებში და შესაბამისი ინვოის(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე.

გარდა ამისა, ნორმატიული აქტის მე-7 მუხლის შესაბამისად, Wizz Air ახორციელებს შემდეგი კომპენსაციის გადახდას:

ოდენობა

მანძილი

შენიშვნა

250 ევრო

1500 კმ ან ნაკლები

თუ თქვენთვის შეთავაზებული ახალი რეისის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 2 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

400 ევრო

1500-3500 კმ

თუ თქვენთვის შეთავაზებული ახალი რეისის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 3 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

600 ევრო

3500 კმ ან მეტი

თუ თქვენთვის შეთავაზებული ახალი რეისის ჩაფრენის დრო დაჯავშნილი რეისის დაგეგმილ ჩაფრენის დროს აღემატება არაუმეტეს 4 საათით, ეს თანხა 50%-ით შემცირდება

თუ აღნიშნულ ნორმატიულ აქტში აღწერილი თქვენი უფლებების რეალიზაციით უკმაყოფილო ხართ, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს თქვენს გამგზავრების პუნქტში (http://apr.europa.eu).

თუ ნორმატიული აქტის (EC) №261/2004 შესაბამისად კომპენსაცია გეკუთვნით, თქვენი პრეტენზიის გადმოგზავნა შეგიძლიათ საჩივრების ონლაინ-ფორმის მეშვეობით.

კომპენსაციაზე პრეტენზიის თქვენი სახელით გადმოგზავნა სხვა მგზავრებს შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა მგზავრი მითითებული იყო შესაბამისი რეისის ჯავშანში. ამ შემთხვევაში, თქვენ ან სხვა მგზავრ(ებ)მა, რომლებიც წარგვიდგნენ პრეტენზიას, უნდა მოგვაწოდოთ თქვენ მიერ მინიჭებული ნებართვის სათანადო მტკიცებულება.

თქვენს პრეტენზიაზე 30 დღის ვადაში გიპასუხებთ.

მესამე მხარის მიერ განცხადებული პრეტენზია

ჩვენ არ დავამუშავებთ სხვა მესამე მხარის მიერ განცხადებულ პრეტენზიას, თუ თქვენ ან თქვენს ჯავშანში მითითებულ მგზავრ(ებ)ს უკვე არ განგიცხადებიათ პრეტენზია უშუალოდ ჩვენთვის.

მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ წინა აბზაცის დებულებები არ ზღუდავს თქვენს უფლებას, ან არ გიკრძალავთ, გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია უშუალოდ ჩვენთვის პრეტენზიის წარდგენამდე.

თუ პრეტენზიას თქვენი სახელით წარგვიდგენს მესამე მხარე (იმ პირობით, რომ თქვენ უკვე წარდგენილი გქონდათ პრეტენზია უშუალოდ ჩვენთვის), მესამე მხარემ უნდა წარმოგვიდგინოს სათანადო და აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ მას აქვს თქვენს წარმომადგენლად ყოფნის სამართლებრივი უფლება.

თქვენი სახელით მოქმედი მესამე მხარისთვის გადახდილი ნებისმიერი კომპენსაცია ჩაითვლება კომპენსაციის სათანადო გადახდად და იმავე რეისისთვის დამატებითი კომპენსაციის გადახდა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მეორე გადახდაზე ან თქვენსა და მესამე მხარეს შორის კამათზე.

ცესია

თქვენ გაქვთ პრეტენზიის მესამე მხარისთვის ცესიის უფლება. კომპენსაციაზე უფლების ცესიის შემთხვევაში, თქვენ „უთმობთ“ ჩვენგან კომპენსაციის მიღების უფლებას მესამე მხარეს, ხოლო ცესიის გაფორმების შემდეგ მესამე მხარეს უფლება ექნება, თქვენ ნაცვლად მიიღოს კომპენსაცია. გირჩევთ, ყურადღებით გაეცნოთ იმ ხელშეკრულების წესებსა და პირობებს, რომელსაც გააფორმებთ მესამე მხარესთან თქვენს პრეტენზიასთან დაკავშირებით.

დათმობილი პრეტენზიების დამუშავებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები:

  • ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენ მიერ ხელმოწერილი წერილობითი შეტყობინება ცესიის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება შემდეგი:

თქვენი ჯავშნის ნომერი

პრეტენზიის საფუძველი

რეისის თარიღი და ნომერი

ან

  • პრეტენზიას დართული უნდა ჰქონდეს ცესიის სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების ორიგინალი ან დამოწმებული ასლი.

ცესიის ადმინისტრაციული მოსაკრებელი

დათმობილი პრეტენზიების ჩვენ მიერ დამუშავება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. უნგრეთის სამოქალაქო კოდექსის 6:200. §* პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები უნდა დაფაროთ თქვენ და მესამე მხარემ, რომელსაც დაუთმეთ პრეტენზია.

თუ დათმობილი პრეტენზიისთვის საჭირო იქნება კომპენსაციის გადახდა, ზემოაღნიშნული ხარჯების დასაფარად, ჩვენ გამოვქვითავთ ცესიის ადმინისტრაციულ მოსაკრებელს საკომპენსაციო გადახდიდან.

ცესიის ადმინისტრაციული მოსაკრებელი შეადგენს 50 EUR-ს. ის ასევე მითითებულია ყველა სერვისსა და მოსაკრებელში.

სათანადო და აუცილებელი დოკუმენტაცია წარმომადგენლობისთვის ან ცესიისთვის

თუ მესამე მხარე წარმოგადგენთ ან თქვენი პრეტენზიის ცესია მოახდინეთ, უნგრეთის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 325 §* პუნქტის შესაბამისად, ჩვენთვის გადმოგზავნილი ყველა დოკუმენტი გაფორმებული უნდა იყოს სრული დამადასტურებელი ძალის მქონე კერძო-სამართლებრივი დოკუმენტის სახით და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) ის უნდა იყოს განმცხადებლის მიერ ხელით შედგენილი და ხელმოწერილი; — ან

მხოლოდ განმარტებისთვის: ა) დოკუმენტის ტექსტი უნდა შეადგინოთ ხელით და დაურთოთ ხელმოწერა..

ბ) ის ხელმოწერილი უნდა იყოს ორი მოწმის მიერ, რომლებიც ადასტურებენ, რომ მასში მითითებულმა პიროვნებამ ხელი მოაწერა დოკუმენტს (თუ ის არ არის მის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად შედგენილი), მათი თანდასწრებით, ან აღიარა, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის; გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს ორივე მოწმის სახელი და ფაქტობრივი მისამართი — ან მუდმივი საცხოვრებელი მისამართი, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში; — ან

მხოლოდ განმარტებისთვის: თუ დოკუმენტი არ არის შედენილი თქვენ მიერ, მას ხელი უნდა მოაწეროს ორმა სხვა ადამიანმა (მოწმეების სახით) და მიუთითოს საკუთარი მისამართი.

გ) დოკუმენტის ხელმომწერის ხელმოწერა ან ინიციალები დოკუმენტზე დამოწმებული უნდა იყოს მოსამართლის ან ნოტარიუსის მიერ; ან

მხოლოდ განმარტებისთვის: დოკუმენტი უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული. ეს ნიშნავს, რომ ნოტარიუსმა უნდა დაამოწმოს, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე ნამვილად თქვენ გეკუთვნით.

დ) *იურისტმა ან ადვოკატთა კოლეგიის იურისტ-კონსულტანტმა უნდა წარმოადგინოს სათანადოდ ხელმოწერილი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ დოკუმენტი ტრანსკრიბირებული იყო სხვების მიერ, ხოლო ხელმომწერმა მის თანდასწრების მოაწერა ხელი, ან მისი თანდასწრებით განაცხადა, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნის; — ან

მხოლოდ განმარტებისთვის: დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს იურისტისა და თქვენ მიერ [[თუ დოკუმენტი შედგენილი იყო იურისტის მიერ]

ე) ელექტრონული დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ხელმომწერის დამოწმებული ელექტრონული ხელმოწერის ან გაფართოებული ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, რომელიც ეფუძნება დადასტურებულ სერტიფიკატს ან შტამპს, მათ შორის — როცა ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა — დროით შტამპს;

მხოლოდ განმარტებისთვის: ელექტრონული დოკუმენტი შექმნილი უნდა იყოს სერტიფიცირებული მოწყობილობის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია თქვენი ვინაობის დადასტურება და დოკუმენტზე დადასტურებული სერტიფიკატის ან შტამპის მიმაგრება

*ტრანსპორტირების ზოგადი პირობები, რომლებსაც დაჯავშნისას დაეთანხმეთ, წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და ჩვენ შორის, ექვემდებარება უნგრეთის კანონმდებლობას, და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელშეკრულებო ურთიერთობა რეგულირდება უნგრეთის კანონმდებლობით.

ოჯახის უშუალო წევრის (დედის, მამის, მეუღლის, სამოქალაქო პარტნიორის, დის, ძმის, ბებიის, ბაბუის, შვილის, შვილიშვილის) გარდაცვალების შემთხვევაში, გამგზავრებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა შეგიძლიათ განაცხადის გაკეთებით. განაცხადის ფორმის გადაგზავნიდან 7 დღის განმავლობაში საჭირო იქნება გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენა.

დაკავშირებული ინფორმაცია

ტრანსპორტირების ზოგადი პირობები

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმადა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რომელ კატეგორიას აირჩევთ.

ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ უნიკალურ იდენტიფიკატორს, რომელიც უნდა გამოიყენოთ ჩვეთან ყოველი დაკავშირებისას. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, შეძლებისდაგვარად მალე დავამუშაოთ თქვენი მოთხოვნა. თქვენ აუცილებლად მიიღებთ პასუხს 30 დღის განმავლობაში.

ავიარეისების განრიგის ცვლილების ან რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე Wizz Air-ის მიერ ინიცირებული გაუქმების შემთხვევაში, შეგატყობინებთ აღნიშნული ცვლილებებისა და თქვენთვის ხელმისაწვდომი ვარიანტების შესახებ ელფოსტის იმ მისამართზე, რომელიც მიუთითეთ ჯავშნის გაფორმებისას. ჯავშანში მითითებულ ყველა მგზავრთან დაკავშირებული შეტყობინებები გაეგზავნება უშუალოდ ჯავშნის მფლობელს, მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით. ჯავშნის მფლობელი/სააგენტო, ვალდებულია, შეატყობინოს ყველა მგზავრს რეისის ცვლილებების შესახებ.

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ ერთ-ერთი შემდეგი:

  • შეხვიდეთ თქვენს (ჯავშნის მფლობელის) WIZZ პროფილში და უსასყიდლოდ დაჯავშნოთ ხელახლა თქვენი მგზავრობა სხვა რეისით, რომელსაც ასრულებს Wizz Air იმავე ან, საჭიროებისამებრ, ანალოგიური მარშრუტით (ადგილების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით). თუ ხელმისაწვდომი რეისები არ დაგაკმაყოფილებთ, ინტერნეტით ხელახლა დაჯავშნის პროცესში ჩვენ შემოგთავაზებთ თანხის დაბრუნების ვარიანტებს.
  • შედით თქვენს (ჯავშნის მფლობელის) WIZZ პროფილში და მოითხოვეთ გაუქმებულ ან შეცვლილ რეისში მთლიანად გადახდილი თანხის დაბრუნება WIZZ კრედიტის სახით თქვენს WIZZ ანგარიშზე, რომელსაც დაემატება გაუქმებულ ან შეცვლილ რეისში გადახდილი ტარიფის 20%. აღნიშნული სამგზავრო კრედიტის გამოყენება შესაძლებელია მომავალში Wizz Air-ის ნებისმიერი ავიაბილეთის შესაძენად ან სერვისების დასამატებლად. სურვილისამებრ, მოგვიანებით შეძლებთ WIZZ კრედიტის ნაცვლად თანხის 100%-ის დაბრუნების მოთხოვნას გადახდის თავდაპირველად გამოყენებული მეთოდის მეშვეობით (დამოკიდებულია გადახდის მეთოდის ტიპის შეზღუდვებზე). გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში დამატებით 20%-ს არ მიიღებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Wizz Air არ სთავაზობს მგზავრებს თანხის დაბრუნებას ან ხელახლა დაჯავშნის შესაძლებლობას იმ შემთხვევებში, როცა ცვლილება ინიცირებულია გამგზავრებამდე 14 დღეზე მეტი ხნით ადრე და ცვლილების შედეგად დროში სხვაობა ხუთ საათზე ნაკლებია

თუ ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეგექმნებათ, დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს.