თქვენი ბრაუზერი მეტისმეტად მოძველდა
ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
გირჩევთ შემდეგს:
Mozilla Firefox
უფასოდ ჩამოტვირთვა
Google Chrome
უფასოდ ჩამოტვირთვა

ინფორმაცია და სერვისები

ბილინგის მეგზური

აირჩიეთ „კერძო პირის“ ან „კომპანიის“ ჩანართი
, როცა დაჯავშნისას 
საბილინგო ინფორმაციის გვერდზე გადახვალთ.

billing_as_company

როგორც კერძო პირი

თქვენ მგზავრობთ მარტო ან ოჯახთან ერთად და ხარჯებს თავად ფარავთ.

billing_as_individual

როგორც კომპანია

თქვენ მგზავრობთ საქმიანი მიზნით, ხოლო თქვენს ფრენასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თქვენი დამსაქმებელი, სასწავლებელი და ა.შ.

აკორდეონის ელემენტები

ელექტრონული ეგზემპლარი

ინვოისების ელექტრონული ეგზემპლარები ჩვენ მიერ PDF ფორმატში მზადდება და ჯავშანში მითითებულ ელფოსტის მისამართზე იგზავნება. 

  • ელექტრონული ეგზემპლარები ღია გასაღებების ინფრასტრუქტურის (PKI) მეშვეობით შექმნილ ელექტრონულ ხელმოწერასა და დროის აღნიშვნას შეიცავს;
  • ხელმოწერა Wizz Air უნგრეთის სახელით მზადდება და ე.წ. „კვალიფიციური ბიზნეს-სერტიფიკატით“ არის აღჭურვილი;
  • ელექტრონული ინვოისები უნგრეთში მოქმედ რეგულაციებს სრულად აკმაყოფილებს;
  • ინვოისების გამოწერა ხორციელდება ნაგულისხმევად, თქვენ მიერ მითითებული მონაცემების გამოყენებით.

ქაღალდის ეგზემპლარი

იმ შემთხვევაში, თუ ქაღალდის ინვოისი გჭირდებათ, გთხოვთ, ის Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრისმეშვეობით მოითხოვოთ. ინვოისის ქაღალდის ეგზემპლარის შექმნისა და გამოგზავნის მოსაკრებელია [paper-invoice]. 

Wizz Air-ს ინვოისის გამოწერა მხოლოდ ავიაბილეთებისთვის შეუძლია. თუ ქვითარს ან ინვოისს საჭიროებთ ავიაბილეთთან ერთად შეძენილი ისეთი სერვისებისთვის, რომლებსაც Wizz Air არ არის უზრუნველყოფს (მაგ., სამოგზაურო დაზღვევა, ავტობუსით ან ტაქსით ტრანსფერი, აეროპორტის მომსახურება და ა.შ.), გთხოვთ, მიმართოთ შესაბამისი სერვისების პროვაიდერებს.

გარდა ამისა, ინვოისებს გავცემთ მხოლოდ მაშინ, როცა ავიაბილეთები შეძენილია პირდაპირ ჩვენგან. ავიაბილეთის ტურისტული სააგენტოს ან მესამე მხარის ვებსაიტის მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევაში ინვოისი შესაბამისმა კომპანიამ უნდა გამოგიწეროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშსწორება გამგზავრების პუნქტის ფულადი ერთეულისგან განსხვავებული ვალუტაში შეგიძლიათ, ინვოისი ჯავშნის თავდაპირველ ვალუტაში (ე.ი. არა-ანგარიშსწორების ვალუტაში) გამოიწერება.

ინვოისებთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში:

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, თქვენი მოთხოვნა განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში დავამუშაოთ.

Wizz Air უნგრეთი ახორციელებს ელექტრონული ინვოისების გამოწერას და კლიენტებს მათ ელფოსტის მეშვეობით უგზავნის. ელექტრონულ შეტყობინებაზე მიმაგრებული PDF ფაილი Wizz Air უნგრეთის მიერ გამოწერილი ელექტრონული ინვოისის ორიგინალს წარმოადგენს.

უნგრეთის ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე (2001 წლის კანონი XXXV „ელექტრონული ხელმოწერის შესახებ“; 2000 წლის კანონი C „ბუხჰალტრული აღრიცხვის შესახებ“; ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის ბრძანება № 23), კომპანიას საკუთარი ინვოისების გამოწერა ელექტრონული ფორმითაც შეუძლია. ელექტრონული ინვოისი არის სპეციალური ფორმატის მქონე ფაილი. ის შეიცავს Wizz Air უნგრეთის სტანდარტული ინვოისის გამოსახულებას (PDF დოკუმენტის სახით, რომელიც შეესაბამება უნგრეთის ინვოისის ფორმატის მიმართ იმ მოთხოვნებს, რომლებიც 2007 წლის კანონში CXXVII „დღგ-ის შესახებ“ არის აღწერილი), ასევე, მოწინავე ელექტრონულ ხელმოწერასა და დროის აღნიშვნას, რომლებიც ღია გასაღებების ინფრასტრუქტურის (PKI) მეშვეობით არის შექმნილი და უნგრეთის ტერიტორიაზე მოქმედ, ზემოაღნიშნულ ნორმებს აკმაყოფილებს. ხელმოწერა Wizz Air უნგრეთის სახელით მზადდება და აღჭურვილია ე.წ. „კვალიფიციური ბიზნეს-სერტიფიკატით“, რომელიც Wizz Air უნგრეთის მიერ შერჩეული სასერტიფიკაციო სერვისების მიმწოდებლის მიერ არის უზრუნველყოფილი. ელექტრონული ინვოისის ფაილი ასევე შეიცავს მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც ინვოისის ელექტრონულ ხელმოწერასა და დროის აღნიშვნაზე მიმაგრებული სერტიფიკატის გადასამოწმებლად არის აუცილებელი.

იმ შემთხვევაში, თუ ინვოისი ბუხჰალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება, მისი მიმღები ვალდებულია, შეინახოს ელექტრონული ინვოისი ელექტრონული გზით ისევე, როგორც ქაღალდის დოკუმენტი.

ელექტრონულ ინვოისზე წვდომისთვის, ან მისი წყაროსა თუ სინამდვილის გადასამოწმებლად, თქვენ უნდა დააინსტალიროთ Adobe Reader 9 ან ამ პროგრამის უფრო ახალი ვერსია. ინსტალაციასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს სისტემურ ადმინისტრატორს.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

ელექტრონულ ინვოისს დაჯავშნისას მითითებულ ელფოსტის მისამართზე მიიღებთ. ელექტრონული ინვოისების გამოწერა უნგრეთის შესაბამისი სამართლებრივი ნორმების დაცვით ხორციელდება.

გარდა ამისა, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში, Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შეგიძლიათ. ელექტრონული ინვოისის ამობეჭდილი ვერსიის მოთხოვნა. ამობეჭდილი ეგზემპლარები დაჯავშნისას მითითებულ საფოსტო მისამართზე გამოგეგზავნებათ.

თუ გამოგზავნამდე ინვოისში ცვლილებების შეტანა გსურთ, ეს შესაძლებელია შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბილინგის მეგზურს.