ინფორმაცია და სერვისები

სამგზავრო დოკუმენტები

აკორდეონის ელემენტები

ავიაბილეთის დაჯავშნისას მგზავრის სრული სახელი უნდა შეიყვანოთ უშეცდომოდ; ზუსტად ისე, როგორც მითითებულია იმ სამგზავრო დოკუმენტში, რომლითაც ის იმგზავრებს.

დაჯავშნისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდზე შესაძლებელი იქნება სახელის შეცვლის უფასო ვარიანტით სარგებლობა, თუ შესწორებას საჭიროებს შემდეგი:

  • მიმართვის არასწორი ფორმა (მამრობითი/მდედრობითი);
  • შემოკლებული სახელი (Thomas J. Smith vs. Thomas John Smith)
  • მართლწერის ან მექანიკური შეცდომა (3 სიმბოლომდე).

სახელის ნებისმიერ სხვა ცვლილებასთან დაკავშირებით მიმართეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს დაჯავშნიდან 2 საათის განმავლობაში. ვადის გასვლის შემდეგ საჭირო იქნება სახელის შეცვლის მოსაკრებლის გადახდა:

  • [name-change location=WizzairCom] თუ სახელს ჩვენი ვებსაიტიდან შეცვლით
  • [name-change location=CallCentre] Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შეცვლის შემთხვევაში. სახელის შეცვლის მოსაკრებლის გარდა, საჭირო იქნება საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებლის გადახდა.

ჩვენს ყველა მომხმარებელს საერთაშორისო რეისებზე უნდა ჰქონდეს მოქმედი პასპორტი და, საჭიროებისამებრ, მოქმედი ვიზა. ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონისა და შვეიცარიის მოქალაქეებს ევროპის ფარგლებში მგზავრობა შეუძლიათ ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის/შვეიცარიის ეროვნული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ან საპასპორტო ბარათით.

თქვენი პასპორტი უნდა იყოს კარგ მდგომარეობაში და ხელმოწერილი თქვენ მიერ . ზოგიერთი ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად, პასპორტებს დარჩენილი უნდა ჰქონდეს კონკრეტული მინიმალური მოქმედების ვადა დაგეგმილი დაბრუნების შემდეგ. აღნიშნული მოთხოვნები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით. გირჩევთ, გამგზავრებამდე შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ მათ.

ვიზასთან და პასპორტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ იმ ქვეყნის საკონსულოს ან საელჩოს, რომელშიც აპირებთ გამგზავრებას. Wizz Air-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახური ვერ გაგიწევთ კონსულტაციას ვიზასთან და პასპორტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების შესახებ. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა სამგზავრო დოკუმენტების ქონაზე, სისწორესა და ნამდვილობაზე. გარდა ამისა, თქვენ თავად უნდა დარწმუნდეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი სამგზავრო დოკუმენტებით დანიშნულების ქვეყანაში მგზავრობა და შესვლა. Wizz Air არ აგებს პასუხს ზარალსა თუ ხარჯზე, რომელიც მოგადგებათ ზემოაღნიშნული მოთხოვნების თქვენ მიერ შეუსრულებლობის გამო.

თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ხარჯსა თუ ზარალზე, რომელიც მიადგება Wizz Air-ს ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა ნებისმიერ ხარჯსა თუ ზარალზე, რომელიც მიადგება Wizz Air-ს ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე, თუ Wizz Air საფუძვლიანად ჩათვლის, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ შუალედური გაჩერების შეთანხმებული ადგილის ან დანიშნულების ადგილის მოთხოვნებს შესვლისთვის, ან არ აქვთ იქ ყოფნის ხარჯების დასაფარად აუცილებელი თანხა. მგზავრებს, რომლებიც შედიან ქვეყანაში ტურისტული პაკეტის ფარგლებში, რჩებიან ახალგაზრდულ ბანაკში, ასპარეზობენ სპორტულ ღონისძიებაში, გადიან მკურნალობას, მონაწილეობენ საეთაშორისოდ შეთანხმებულ პროგრამაში ან დაფინანსებული აქვთ ქვეყენაში ყოფნის ხარჯები, უნდა ჰქონდეთ ზემოაღნიშნული ჯავშნის დასტური.

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის სამგზავრო დოკუმენტები დაგჭირდებათ ევროკავშირის სხვა ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად, ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის მოქალაქეებისთვისსამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის არამოქალაქეებისთვის

მნიშვნელოვანი შენიშვნა: Wizz Air არ ასრულებს გადასაჯდომ რეისებს. თუ ერთსა და იმავე დღისთვის გაქვთ 2 ან მეტი დამოუკიდებელი ჯავშანი, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მათ ერთმანეთთან კავშირი არ ექნება და მოგიწევთ ტრანზიტული ზონიდან გასვლა. აქედან გამომდინარე, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი დოკუმენტები ვარგისია თითოეული ქვეყნისთვის, რომელშიც შედიხართ ან რომლიდანაც მიემგზავრებით.
ლტოლვილების სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ დანიშნულების ადგილისთვის საჭირო ვიზა, ან წარმოადგინონ საელჩოსა თუ საკონსულოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ შეუძლიათ ვიზის გარეშე მგზავრობა.

რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული ელექტრონული ვიზებით მგზავრობა შეიძლება ვერ მოხერხდეს, თუ თქვენს პასპორტში და ელექტრონულ ვიზაში მითითებული ინფორმაცია არ დაემთხვევა.

გამგზავრებამდე შეამოწმეთ შემდეგი ინფორმაცია თქვენს ელექტრონულ ვიზაში:

  • პასპორტის ნომერი უნდა იყოს სწორად შევსებული
  • უნდა იყოს თქვენი სრული სახელ-გვარი (ყველა სახელის ჩათვლით) და არ უნდა შეიცავდეს მართლწერის შეცდომებს
  • გამოიყენება მხოლოდ ლათინური ანბანის ასოები, დაუშვებელია განსაკუთრებული სიმბოლოების (როგორიცაა Ñ, É, Ü ან Ç) გამოყენება
  • თქვენი დანაბადების თარიღი უნდა იყოს სწორი

გირჩევთ, შეამოწმოთ თქვენი პასპორტის „მოწყობილობის მიერ წაკითხვადი ხაზი“, რომელიც იმავე გვერდის ქვედა ნაწილშია და დარწმუნდეთ, რომ ყველა დეტალი ემთხვევა თქვენს ელექტრონულ ვიზაში მითითებულ მონაცემებს, მათ შორის, თქვენს სახელსა და პასპორტის ნომერს. მაგალითად, თუ პასპორტის ხილულ ნაწილში სახელი მითითებულია, როგორც „Séo Türre“, მაშინ უნდა გამოიყენოთ მოწყობილობის მიერ წაკითხვად ხაზში მითითებული სახელი: „Seo Tuerre“.

P

L898902C<3UTO6908061F9406236ZE184226B<<<<<14

გახსოვდეთ, რომ ელექტრონული ვიზით მგზავრობა მოხერხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სახელი სრულად დაემთხვევა თქვენი პასპორტის „მოწყობილობის მიერ წაკითხვადი ხაზში“ მითითებულს.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოინახულეთ https://evisa.kdmid.ru/

თუ მონაცემებში შეუსაბამობას აღმოაჩენთ, შეასწორეთ ელექტრონული ვიზის მონაცემები მგზავრობამდე.

ევროკავშირის ტერიტორიაზე მგზავრობისას მცირეწლოვან მგზავრებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი პასპორტები ან სამგზავრო დოკუმენტები.

საკუთარი მოქმედი პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარდა, ყველა ბავშვს, რომელიც მგზავრობს:

  • მარტო; ან
  • ზრდასრულებთან ერთად, რომლებიც არ არიან მისი კანონიერი მეურვეები; ან
  • მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად

შეიძლება დასჭირდეს დამატებითი (ოფიციალური) დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია მისი მშობლების, მეორე მშობლის ან კანონიერი მეურვე(ებ)ის მიერ და ანიჭებს მგზავრობის ნებართვას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.

2017 წლის 15 იანვრიდანსაფრანგეთის 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს დამოუკიდებლად მგზავრობა (მშობლის ან კანონიერი მეურვის გარეშე) შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თან აქვთ მგზავრობის ნებართვის ფორმა(„l'autorisation de sortie du territoire“)

არაბიომეტრიული პასპორტებით სარგებლობა ვეღარ მოხერხდება ალბანეთის ფარგლებს გარეთ მგზავრობისთვის (მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღის მიუხედავად) და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ალბანეთის მიმართულებით მგზავრობისას.

დაუშვებელია ისეთი სამგზავრო დოკუმენტების გამოყენება, რომლებიც გაცემულია ჩასვლის თარიღამდე 10 წელზე მეტი ხნის წინ.

მომდევნო დანიშნულების ადგილის/უკანა გზის ბილეთების არმქონე მგზავრებს ან მათ, ვინც ვერ დაადასტურებს, რომ მოგზაურობას აგრძელებს/უკან ბრუნდება, შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე.

პასპორტების მოქმედების ვადა უნდა იყოს დაბრუნების თარიღიდან მინიმუმ 3 თვე.

ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა 90 დღით ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, მუშაობისგან განსხვავებული მიზნებისთვის.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის

ePassport გასასვლელებით სარგებლობა

გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისას შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და გამოიყენოთ ePassport გასასვლელები, რომლებიც ხელმისაწვდომია გაერთიანებული სამეფოს აეროპორტების უმეტესობაში. ePassport გასასვლელებით სარგებლობისთვის თქვენს პასპორტს უნდა ჰქონდეს მანქანის მიერ წაკითხვადი ზონა (MRZ). დამატებით ინფორმაციისთვის გაეცანით სასაზღვრო სამსახურის ვებსაიტს.

რეგისტრირებული მგზავრის სქემა

თუ თქვენი პასპორტი არ არის გაცემული ევროკავშირში, თქვენ მაინც შეგიძლიათ ePassport გასასვლელებით სარგებლობა, რისთვისაც საჭიროა რეგისტრირებული მგზავრის სქემაში გაწევრიანება. აღნიშნული სქემის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და შესაბამისი ქვეყნების სიის გასაცნობად ეწვიეთ სასაზღვრო სამსახურის ვებსაიტს.

მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე, თუ მათ არ ექნებათ იქ სტუმრობის ხარჯების დასაფარად აუცილებელი თანხა.

ინფორმაცია ისრაელში მიმავალი მგზავრებისთვის

დროებითი პასპორტების მქონე მგზავრებს შეიძლება უარი ეთქვათ შესვლაზე.

ინფორმაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმავალი მგზავრებისთვის

მოქმედი რეგულაციების თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) ოფიციალური ორგანოები ითხოვენ მოქმედ ვიზას, რომელიც ერთ-ერთი სავალდებულო სამგზავრო დოკუმენტია ქვეყანაში შესასვლელად ზოგიერთი ეროვნების პირებისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აბუ-დაბიში შესასვლელად მოგეთხოვებათ შესაბამისი ვიზა:

IATA - არაბთა გაერთიანებული საამიროების პერსონალური პასპორტი, ვიზა და სამგზავრო დოკუმენტები ჯანმრთელობის შესახებ

Wizz Air კომპანია Sharaf Travel Services-თან თანამშრომლობით გთავაზობთ ფასდაკლებულ ტარიფებს. გთხოვთ, შეხვიდეთ პარტნიორის ვებსაიტზეარაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზაზე განაცხადის შესავსებად.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

რეისზე რეგისტრაციისას ან ჩასხდომის გასასვლელთან თქვენ უნდა წარმოადგინოთ ყველა აუცილებელი და მოქმედი სამგზავრო დოკუმენტი. გარდა ამისა, საჭიროა იმ ქვეყნებში შესვლისა და სხვა სამიგრაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლიდანაც, რომლის გავლითაც ან რომელშიც მგზავრობთ. თუ არ გექნებათ ვარგისი პასპორტი, ვიზა ან სხვა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი და ქვეყანაში შესვლაზე უარს მიიღებთ, ტრანსპორტირების და სხვა ტიპის დამატებით ხარჯებზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით.

სავიზო მოთხოვნების შესახებ ყველაზე ზუსტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით იმ ქვეყნების წარმომადგენლობებს, საელჩოებს ან საკონსულოებს, რომელებში ვიზიტსაც გეგმავთ. თქვენ უნდა წარმოადგინოთ ის დოკუმენტი, რომელიც რეისზე ონლაინ რეგისტრაციისას მიუთითეთ.

თუ თქვენი ჯავშანი ჯერ არ დაგიდასტურებიათ, გირჩევთ, გამგზავრებისა და დაბრუნების რეისები ცალ-ცალკე დაჯავშნოთ. ამ შემთხვევაში, რეისზე რეგისტრაციისას, ორი სხვადასხვა სამგზავრო დოკუმენტის გამოყენებას შეძლებთ. თუ თქვენი ჯავშანი უკვე დადასტურებულია, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს

სასაზღვრო ორგანოებმა შეიძლება უარი უთხრან ამა თუ იმ პირის ქვეყანაში შესვლაზე ისეთი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ჩვენთვის მიუწვდომელია. ჩვენ არ დაგიბრუნებთ იმ ავიარეისებში ან სერვისებში გადახდილ თანხას, რომლებსაც ვერ გამოიყენებთ უარის გამო. გარდა ამისა, თქვენ შეიძლება დაგეკისროთ პასუხისმგებლობა ტრანსპორტირებისა და სხვა ტიპის დამატებით ხარჯებზე.