ინფორმაცია და სერვისები

Lock_2

ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადი

ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადით (დამატებითი მოსაკრებლების გარეშე და ყველა გადასახადის ჩათვლით) წვდომა გექნებათ თქვენს ყველა შესაბამის ავიარეისზე


 

Destinations

მარშრუტების დიდი არჩევანი

ჩვენ გთავაზობთ გეგმებს, რომლებიც მოიცავს ყველა ადგილობრივ მარშრუტს იტალიაში და ყველა საერთაშორისო მარშრუტს პოლონეთიდან / პოლონეთის მიმართულებით.

Flexibility

მოქნილი ვარიანტი

დაამატეთ WIZZ PRIORITY ან/და 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

WIZZ MultiPass არის გამოწერის 6-თვიანი გეგმა, რომელიც გამომწერებს საშუალებას აძლევს, იმგზავრონ ყოველთვე WIZZ Air-ის შესაბამის რეისებზე ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადის სანაცვლოდ, ყველა მოსაკრებლისა და გადასახადის ჩათვლით.

WIZZ MultiPass გთავაზობთ შესაძლებლობას, უცვლელ ფასად შეიძინოთ ბილეთი და ბარგი მთელი 6 თვის განმავლობაში, სეზონურობის ან/და ბოლო წუთს დაჯავშნის პერიოდის მიუხედავად.

თვეში ერთხელ თქვენ გეძლევათ იტალიის ადგილობრივი და პოლონეთის საერთაშორისო მარშრუტების დიდი არჩევანი, რომ დაჯავშნოთ ავიაბილეთი და ბარგი ფიქსირებულ ფასად.

ეწვიეთ ვებსაიტს https://multipass.wizzair.com და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გეგმა. გადადით ახლავე გამოწერაზე , აირჩიეთ გამოწერის გეგმა, რისთვისაც უნდა აირჩიოთ იტალიის ადგილობრივი ან პოლონეთის საერთაშორისო მიმართულებები, შემდეგ კი აირჩიეთ ცალმხრივი ან ორმხრივი ავიარეისები, აირჩიეთ სასურველი ბარგი და დარეგისტრირდით. თუ WIZZ ანგარიში უკვე გაქვთ, შედით ავტორიზაციის შესაბამისი მონაცემებით. რეგისტრაციის შემდეგ დაასრულეთ გადახდა და მზად იქნებით ამ თვის WIZZ MultiPass რეისისთვის.

ყველა ადგილობრივ მარშრუტზე, რაც ხელმისაწვდომია იტალიაში ან ყველა საერთაშორისო მარშრუტზე, რაც ხელმისაწვდომია პოლონეთში.

ა. შესაძლებელია ცალმხრივი ან ორმხრივი მგზავრობის არჩევა:

I. ცალმხრივი მგზავრობა — იტალიის ადგილობრივ ან პოლონეთის საერთაშორისო მარშრუტებზე

II. ორმხრივი მგზავრობა — იტალიის ადგილობრივ ან პოლონეთის საერთაშორისო მარშრუტებზე

ბ. ხელმისაწვდომი გეგმები:

I. ბილეთი

II. ბილეთი + WIZZ Priority

III. ბილეთი + 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

IV. ბილეთი + WIZZ Priority + 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

დიახ, WIZZ MultiPass-ით გაფორმებულ ყველა ჯავშანში იქნება გათვალისწინებული არჩეული ბარგი.

დიახ, შეგიძლიათ. ჯერ შედით ანგარიშში wizzair.com-ზე, შემდეგ კი აირჩიეთ „რეისზე რეგისტრაცია და ჯავშნები“ და თქვენი მომავალი მგზავრობა. თუ მას ვერ იპოვით, გადადით „ჯავშნის ძიებაზე“ და მიუთითეთ ჯავშნის კოდი და გვარი, რომელიც მითითებულია ჯავშანში. „ჩემი ჯავშნის მართვის“ საიტზე, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი დამატებითი სერვისი ან პროდუქტი, რომელიც გჭირდებათ, შემდეგ კი გადახვიდეთ გადახდის საიტზე.

რეგისტრაციის შემდეგ აირჩიეთ საუკეთესო საწყისი თარიღი შემდეგი 3 ვარიანტიდან:

ა. მოცემული თვის 1-ელი რიცხვი - წარმატებული გადახდის შემდეგ მიიღეთ თქვენი ტოკენ(ებ)ი, დაჯავშნეთ მაშინვე და იმგზავრეთ სულ მცირე 5 დღის შემდეგ. საკრედიტო ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება მომდევნო თვის 1-ელ რიცხვში.

ბ. არ გსურთ, გამოგრჩეთ?- გამოიწერეთ ახლავე და დაიწყეთ გეგმით სარგებლობა მომდევნო თვის 1-ელი რიცხვიდან. წარმატებული გადახდის შემდეგ მიიღეთ თქვენი ტოკენ(ებ)ი, დაჯავშნეთ პირდაპირ და იმგზავრეთ სულ მცირე 5 დღის შემდეგ. საკრედიტო ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება მომდევნო თვის 1-ელ რიცხვში.

გ. თარიღი იცით და ავიაბილეთი გჭირდებათ საუკეთესო ფასად? — გამოიწერეთ დარჩენილი თვის პერიოდით. წარმატებული გადახდის შემდეგ მიიღეთ თქვენი ტოკენ(ებ)ი, დაჯავშნეთ პირდაპირ და იმგზავრეთ სულ მცირე 5 დღის შემდეგ. საკრედიტო ბარათიდან თანხა ჩამოიჭრება მომდევნო თვის 1-ელ რიცხვში.

გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო თვის გამოწერის გეგმა ყოველთვის შესაბამისი თვის 1-ელი რიცხვიდან დაიწყება.

ეწვიეთ ვებსაიტს https://multipass.wizzair.com და შედით ანგარიშში. გადადით „ჩემი ანგარიშის“ გვერდზე და აირჩიეთ დეტალები, გამოიყენეთ საკუთარი ტოკენი თქვენს მომდევნო ავიაბილეთზე და მიიღეთ ჯავშნის კოდი. გასამგზავრებლად უკვე ყველაფერი მზად იქნება!

სამწუხაროდ, შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი ცალმხრივი ან ორმხრივი ავიარეისების დაჯავშნა.

ორმხრივი მგზავრობის გამოწერის გეგმის ფარგლებში შესაძლებელია გამგზავრებისა და დანიშნულების მხოლოდ ერთი პუნქტის არჩევა. თუ ავიაბილეთს ცალმხრივი მგზავრობისთვის დაჯავშნით, გამოუყენებელი ბილეთი დაიკარგება და მისით ვერ ისარგებლებთ.

სამწუხაროდ, დაჯავშნილ MultiPass ავიაბილეთებში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. შეცვლის საჭიროების შემთხვევაში ახალი ბილეთი უნდა შეიძინოთ ვებსაიტზე wizzair.com

დიახ, შესაძლებელია არსებული გეგმის განახლება ხელმისაწვდომი დამატებითი ვარიანტებით, როგორიცაა:

I. ბილეთი + WIZZ Priority

II. ბილეთი + 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

III. ბილეთი + WIZZ Priority + 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი

გაითვალისწინეთ, რომ დამატებული პროდუქტების გეგმიდან წაშლა ვერ მოხერხდება გამოწერის შემდეგ.

დიახ, თქვენ შეგეძლებათ რეისის შეცვლა საიტზე „ჩემი ჯავშნის მართვა“.

დიახ, თანხის დაბრუნების მოსათხოვნად დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.
ეწვიეთ გვერდს „დაგვიკავშირდით“, გადადით სექციაზე „არსებული ჯავშნები“ და აირჩიეთ შესაბამისი ნომერი.

დიახ, თქვენ შეგეძლებათ რეისის შეცვლა საიტზე „ჩემი ჯავშნის მართვა“.

დიახ, თანხის დაბრუნების მოსათხოვნად დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.
ეწვიეთ გვერდს „დაგვიკავშირდით“, გადადით სექციაზე „არსებული ჯავშნები“ და აირჩიეთ შესაბამისი ნომერი.

თუ ჯავშნის ხელახლა გაფორმებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.
საკონტაქტო ნომრის გასაგებად ეწვიეთ გვერდს „დაგვიკავშირდით“, გადადით სექციაზე „არსებული ჯავშნები“ და აირჩიეთ შესაბამისი ნომერი.

არა, ავიაბილეთების გამოუყენებელი ტოკენები თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება და მათ ვერც მომდევნო თვეში გადაიტანთ.

გამოწერის სხვა მგზავრისთვის გადაცემა შეუძლებელია.

რეგისტრირებული საკრედიტო ბარათიდან თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება ყოველთვიურად, თქვენ მიერ არჩეული დაწყების თარიღის საფუძველზე.

არა. ყოველთვიურად შეთანხმებული ფასი ჩამოგეჭრებათ რეგისტრაციის შემდეგ 6 თვის განმავლობაში.

ყოველთვიური საფასური მოიცავს ყველა გადასახადსა და მოსაკრებელს, ამიტომ დამატებითი ხარჯები არ დაგეკისრებათ.

იტალიის გეგმაში ვალუტა ევროა, პოლონეთის გეგმაში კი — PLN. თუ გადახდა სხვა ვალუტაში განხორციელდება, გადაცვლის საფასური დაგეკისრებათ.

გახსენით https://multipass.wizzair.com, ანგარიშში შესვლის შემდეგ კი გადადით „ჩემს ანგარიშზე“, სექციაში „გადახდა“ აირჩიეთ „რედაქტირება“ და შეიყვანეთ სხვა საკრედიტო ბარათის მონაცემები.

გადახდას ხელახლა ვცდით ყოველ 24 საათში შესაბამისი თვის პირველი 4 დღის განმავლობაში. თუ გადახდა ვერ შესრულდება, Wizz Air გთხოვთ, აირჩიოთ გადახდის სხვა მეთოდი. გადახდის შესრულებამდე ტოკენ(ებ)ით ვერ ისარგებლებთ. მოქმედების შეჩერება არ ნიშნავს, რომ არ ხართ ვალდებული, გადაიხადოთ გამოწერის საფასური მომდევნო თვეში. თუ რომელიმე თვეში გადახდა ვერ შესრულდება, Wizz Air იტოვებს უფლებას, ავტომატურად შეგიწყვიტოთ გამოწერა.

ვადაგადაცილებული გადახდის შემთხვევაში, გამომწერს ვადაგადაცილებულის სტატუსი უნარჩუნდება, სანამ გადასახდელი ინვოისები არ დაიფარება გამოტოვებული თვეებისთვის.

ა. თუ მომხმარებელი გამოწერის გაუქმებას მოისურვებს საშეღავათო პერიოდში, რომელიც 14 კალენდარული დღით განისაზღვრება, ამ დროის განმავლობაში კი არ ექნება გამოყენებული ტოკენ(ებ)ი, Wizz Air დააბრუნებს თანხის სრულ ოდენობას.

ბ. თუ მომხმარებელი გამოწერის გაუქმებას მოისურვებს საშეღავათო პერიოდში, რომელიც 14 კალენდარული დღით განისაზღვრება, ამ დროის განმავლობაში კი გამოყენებული ექნება ტოკენები, არსებობს 2 ვარიანტი:

I. თუ ცალკეული ერთეულების ფასი უფრო ძვირია wizzair.com-ზე, ვიდრე გამოწერილი ერთეულების ფასი, Wizz Air არ დაუბრუნებს თანხას მომხმარებელს.

II. თუ იმავე ერთეულების ფასი უფრო დაბალია, ვიდრე გამოწერის ფასი შესყიდვის დღეს, Wizz Air დაუბრუნებს სხვაობას მომხმარებელს.

სამწუხაროდ, გამოწერის გეგმა ვერ შეწყდება 6-თვიანი პერიოდის დასრულებამდე.