WIZZ ოჯახებისთვის

აღმოაჩინეთ მოგზაურობის სხვადასხვა შესაძლებლობა

მარტივად დაგეგმეთ მთელი დასვენება

ინფორმაცია და სერვისები

WIZZ ოჯახებისთვის

აკორდეონის ელემენტები

ჩვენს WIZZ Discount Club-ში გაწევრიანებით თქვენი ოჯახი მიიღებს საგრძნობ დანაზოგს. ჯგუფური წევრობის შეძენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სარგებლობა, თქვენთან ერთად, შეეძლება 5-მდე ადამიანს. კლუბის წევრობის მეშვეობით, თქვენი ოჯახისთვის ერთი ავიაბილეთის დაჯავშნაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ იმაზე მეტი თანხა დაზოგოთ, ვიდრე ყოველწლიურ საწევრო მოსაკრებელში გადაიხდით.

თუ 2 წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვთან ერთად მგზავრობთ, შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი პირველი ბორტზე ამსვლელთა შორის, ვინაიდან თქვენი ოჯახი უფასოდ ისარგებლებს პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისით (მაქსიმუმ 2 ზრდასრული და ბავშვების შეუზღუდავი რაოდენობა, რომელიც მითითებულია ჯავშანში ჩვილთან ერთად). გარდა ამისა, პატარა ბავშვებთან ერთად მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე აიტანონ დამატებითი პირადი ნივთი, როგორიცაა ლეპტოპის ჩანთა ან ხელჩანთა.

ვინაიდან პატარა ბავშები თვითმფრინავში უნდა იჯდნენ ზრდასრულის კალთაში, თითოეულ ჩვილს ბორტზე თან უნდა ახლდეს ერთი ზრდასრული. ამასთანავე, ყოველი ჩვილი, რომელიც ჯგუფთან ერთად მგზავრობს, საშუალებას მისცემს 2 ზრდასრულს, ისარგებლონ პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ოჯახი 2 ჩვილთან ერთად მგზავრობს, პრიორიტეტული ჩასხდომით ისარგებლებს მათ ჯგუფში შემავალი 4 ზრდასრული და ა.შ. აღნიშნული პროპორცია (1 ჩვილი/2 ზრდასრული, რომელიც ერთ ჯავშანშია მითითებული) იზღუდება მხოლოდ თვითმფრინავში 2 წლამდე ასაკის ბავშვების დაშვებული რაოდენობით.

დაიქირავეთ ავტომობილი საუკეთესო ტარიფით და მარტივად გადაადგილდით თქვენს დანიშნულების პუნქტში!

  • არჩიეთ ავტომობილების გამქირავებელი ასობით კომპანიის შემოთავაზებებიდან საუკეთესო;
  • ჩვენი მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევაში, თქვენ დაიბრუნებთ თანხის 5%-ს WIZZ კრედიტის სახით;
  • არ დაგავიწყდეთ დაქირავებისას ჩვენი ვებგვერდის გამოყენება და დარწმუნდით, რომ სისტემაში შესული ხართ თქვენი WIZZ ანგარიშით.