![]()
Mozilla Firefox
| ![]() Google Chrome |
სხვა ყველა პოპულარული მიმართულების გასაცნობად დააწკაპუნეთ აქ.
ხალხი
გარემო
ეკონომიკა
მმართველობა
იზრუნეთ მეტი იცხოვრეთ მეტი იყავით მეტი
გვჯერა, რომ მოგზაურობა გვაძლევს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ცხოვრებას და ჩვენ გარშემო სამყაროს უკეთესს ხდის.
რომ ყველასთვის, ყველგან ხელმისაწვდომი იყოს საჰაერო მგზავრობა ყველაზე დაბალ ფასად, ამავდროულად მუდამ ახსოვდეთ ჩვენი საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზეგავლენა. ჩვენი სტრატეგია დამყარებულია დაბალ ფასებსა და მრავალფეროვან ქსელზე, რომელსაც ამყარებს ეფექტური, მდგრადი ოპერაციები და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხი.
ჩვენი მინიმალური დანახარჯების ბიზნეს-მოდელი გულისხმობს ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზების შესაძლებლობას და საჰაერო მგზავრობის ხელმისაწვდომობას იმაზე მეტი ადამიანისთვის, ვიდრე აქამდე. ამავე დროს, ვაცნობიერებთ მრავალ ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი გაერთიანებების განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინიციატივა, რომელთა განსახორციელებლად WIZZ Cares ძალისხმევას არ დაიშურებს.
ადამიანებთან დაკავშირებული პრინციპი შედგება ორი მნიშვნელოვანი ნაწილისგან — მომხმარებლებისგან და თანამშრომლებისგან. ჩვენ გვჯერა მომავლის, რომელშიც ყველას აქვს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საკუთარი სერვისების დასახვეწად, მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად და ჩვენი ადამიანების ხელშესაწყობად ამავდროულად კი მათ დასახმარებლადაც, ვისაც ვემსახურებით. ჩვენ საქმიანობას ვაწარმოებთ 48 ქვეყნის 180 აეროპორტში და ჩვენი მიზანია ყველა ქვეყნის ადგილობრივ გაერთიანებებთან აქტიური ურთიერთობის დამყარება. წლების განმავლობაში ჩვენი ქსელის მასშტაბით კვლავ განვახორციელეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი პროექტები, რამაც ხელი შეუწყო ჩვენს თანამშრომლებსა და ადგილობრივ გაერთიანებებს შორის კავშირის კიდევ უფრო გამყარებას.
თანამშრომლების ჩართულობის შესახებ 2020 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩვენი თანამშრომლების ჩართულობა მაღალია, საერთო ქულა კი 81%-ს შეადგენს, რაც მთელი ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლს აღემატება. ზოგადი კმაყოფილების დონე WIZZ-ის გუნდში 80%-ია, ჩვენი ადამიანების 78%-მა კი ორგანიზაციის მიზნითა და მისიით შთაგონება მიიღო.
ჩვენს ადამიანებისთვის კვლავ უზრუნველვყოფთ მსოფლიო დონის მომზადებას. იქნება ეს ჩვენი გუნდის COVID-19-თან დაკავშირებულ და ტექნიკურ საკითხებში მომზადება თუ ტრენინგები ოფისის თანამშრომლებისთვის, ჩვენი პრიორიტეტი თანამშრომლებისთვის შესაფერისი ხელსაწყოების უზრუნველყოფაა, რომ თავიანთი კარიერული განვითარება და პროგრესი თავადვე აკონტროლონ.
ჩვენ გვაქვს პილოტთა აკადემია, სადაც ვაფინანსებთ მოტივირებულ კადეტებს სწავლების საწყის ეტაპზე. პილოტთა აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებული კადეტები ჩვენთან სამსახურებრივ კარიერას იწყებენ როგორც სტაჟიორი პილოტები.
WIZZ-ში ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია, მივესალმოთ პერსპექტივებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი წარმომადგენლობით, რომელიც 50-ზე მეტ ეროვნებას ითვლის 21-ზე მეტ ქვეყანაში. ასევე, ვისწრაფვით სამუშაო ადგილზე გენდერული მრავალფეროვნების დაცვისკენ, თანამშრომლების 50% რომ ქალები იყვნენ, 50% კი — მამრობითი სქესის წარმომადგენლები, Women of WIZZ-თან ერთად, რომელიც მიმართულია მომდევნო ათწლეულში პილოტების თანამდებობებზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისკენ.
გარანტირებულად უსაფრთხო ფრენების უზრუნველსაყოფად ჩვენ გამუდმებით ვაკვირდებით და ვაფასებთ დაღლილობასთან დაკავშირებულ რისკებს. პერსონალის მართვის სისტემა შეიცავს დაღლილობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და აუმჯობესებს გადაღლილობასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის პროცესს.
ჩვენ ავამოქმედეთ ინდუსტრიაში პირველი პროგრამა „სალონის ეკიპაჟის წევრობიდან ხომალდის კაპიტნობამდე“, რომელიც სალონის ეკიპაჟის წევრებს ოცნებების ახდენაში ეხმარება ფინანსური, სამოგზაურო და საცხოვრებელში განთავსების კუთხით საჭირო მრავალჯერადი მხარდაჭერის მეშვეობით, ასევე, ინდივიდუალური სამუშაო და სასწავლო განრიგის შეთავაზებით. სხვადასხვა ძირითადი ბარიერის დაძლევით ჩვენი მიზანია, ეკიპაჟის წევრებს პილოტის კაბინამდე გზის გაკაფვაში დავეხმაროთ.
People Council, რომელიც 2018 წელს დაარსდა, რეგულარულად უყრის თავს ბიზნესის ყველა დარგში მომუშავე თანამშრომლებს ხელმძღვანელებთან ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციის ხელშესაწყობად და კომპანიის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გასაუმჯობესებლად. People Council აგრძელებს ჩვენს, როგორც ავიაკომპანიისა და დამსაქმებლის, გაუმჯობესებას.
გვსურს, ჩვენი თანამშრომლები თავს ღირებულად და უზრუნველყოფილად გრძნობდნენ, რის გამოც ყველა თანამშრომლისთვის ხელმისაწვდომია სადღეღამისო სერვისი პროფესიონალური კონსულტაციისთვის (თანამშრომელთა მხარდაჭერის პროგრამა). ასევე, ხელმისაწვდომია მხარდაჭერა პილოტ კოლეგებს შორის და ონლაინ-ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფიტნესის მიმართულებით ეკიპაჟის ყველა წევრისთვის. 2019 წელს ჩვენ წარმოგიდგინეთ WIZZ Aid, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საგანგებო ფონდი, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ კოლეგებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ ან ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული სტიქიური უბედურებები შეეხოთ.
როგორც კომპანია, ვინარჩუნებთ სიჯანსაღეს და ქმედუნარიანობას — ვიღვწით, რომ ადამიანებს ჩვენს გარშემო მივცეთ იგივე შესაძლებლობა. გვჯერა, რომ მოგზაურობის ხელმისაწვდომობის მსგავსად, ცხოვრების ჯანსაღი და აქტიური სტილი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ვამაყობთ, რომ ვაფინანსებთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შეჯიბრებს სირბილში, მათ შორის, ჩვენს საფირმო ნახევარ-მარათონს ბუდაპეშტში, ასევე კლუჟ-ნაპოკის, სოფიის, სკოპიეს, კიევისა და კატოვიცეს შეჯიბრებებს.
ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ფრენასთან დაკავშირებული შეფერხებები მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მუდმივად ვცდილობთ შესაბამისი მეთოდების განახლებას მომხმარებელთა და მიწისზედა მომსახურების ადგილობრივი პარტნიორების ეფექტური ინფორმირებისთვის. ჩვენ გავაუმჯობესეთ დაკარგული ბარგის მართვის პროცედურები, დავნერგეთ push-შეტყობინებები და ფრენის სტატუსის განახლებები WIZZ აპში, ასევე, დავაწესეთ საკვების ელექტრონული ვაუჩერები და შევქმენით ახალი ავტომატური სისტემა სასტუმრო და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად გაუქმებული ფრენისგან დაზარალებული მგზავრებისთვის.
ჩვენს მიწისზედა მომსახურების პარტნიორებს დიდი წვლილი მიუძღვით წარმატებული UCLL ეკოსისტემის განვითარებაში. მომხმარებელთა მომსახურებისა და კომუნიკაციის განვითარებისთვის ყველა ადგილობრივ პარტნიორთან ღია და მჭიდრო ურთიერთობას ვინარჩუნებთ.
WIZZ მხარს უჭერს ახალგაზრდა კურსდამთავრებულების განვითარებას მთელი ევროპის მასშტაბით. ჩვენი ყოველწლიური შემთხვევის შესწავლის კონკურსი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს გამოწვევას, რომ მოიფიქრონ ბიზნესთან დაკავშირებული რეალური პრობლემის კრეატიული, მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტა. შერჩეულ გუნდებს ფინალურ ეტაპზე ბუდაპეშტში მოვიწვევთ, სადაც მთელი ქსელის მასშტაბით უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებთან, დარგის ექსპერტებთან და უნიჭიერეს ახალგაზრდებთან კონტაქტების დამყარებისა და თავიანთი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ wizzair.com-ისა და მობილური აპის გაუმჯობესებაზე, მომხმარებელთა მოთხოვნებზე მორგებასა და მათი გამოყენების გამარტივებაზე. კომუნიკაციის რამდენიმე შესაძლებლობისა და ისეთი მაღალი დონის ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა შეტყობინება ფასის შესახებ, რეისზე ავტომატური რეგისტრაცია და პერსონალური შემოთავაზებები, ჩვენ კიდევ უფრო გიმარტივებთ დაჯავშნის პროცესს და ჩვენთან ერთად საოცნებო მიმართულებით გამგზავრებას, რომლის განმავლობაშიც მუდმივად ინფორმირებული იქნებით.
კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში Wizz Air-მა მოულოდნელი კრიზისის წინაშე აღმოჩენილ ადამიანებს პირდაპირი ჰუმანიტარული მხარდაჭერა შესთავაზა, რისთვისაც მრავალი სატვირთო და სარეპატრიაციო სერვისი აამოქმედა. სამედიცინო საშუალებების გადასაზიდად და ადგილზე ჩარჩენილი სტუმრების მშობლიურ ქვეყენაში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად 120-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდა. ამას გარდა, ჩვენ ვართ ერთ-ერთი იმ რამდენიმე ავიაკომპანიიდან, რომლებსაც არასდროს შეგვიწყვეტია მუშაობა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებში გასარკვევად მგზავრებს მოგზაურობის დაგეგმვის ინტერატიური რუკა შევთავაზეთ.
ვამაყობთ, რომ ევროპის საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია გამონაბოლქვის მაჩვენებლის მიხედვით, რაც საწვავის დაზოგვის მრავალი ინიციატივისა და ტექნოლოგიის მუდმივი მოდერნიზაციის შედეგია. 2020 ფინანსურ წელს გამონაბოლქვის მაჩვენებელმა წინასთან შედარებით ერთ მგზავრზე ერთ კილომეტრზე 59,9 გრამიდან 57,28 გრამამდე დაიწია, რაც მთელი ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლის თითქმის ნახევარია. წაიკითხეთ ვრცლად ამის შესახებ ჩვენს წლიურ ანგარიშში.
Wizz Air ყველაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილებაზე გავლენის შესამცირებლად როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ პარიზის შეთანხმებას, რომლის მიზანია ტემპერატურის ზრდის 1,5°C-ის ფარგლებში მოქცევა, ასევე, ევროპულ მწვანე შეთანხმებას და Destination 2050-ის მითითებებს 2050 წლამდე ნულოვანი გამონაბოლქვის მისაღწევად.
Wizz Air ამაყობს, რომ ევროპაში Co2-ის გამონაბოლქვის (გ/RPK) უდაბლესი მაჩვენებელი აქვს. ჩვენ ვისწრაფვით 2030 წლისთვის 2019 წელთან შედარებით Co2-ის გამოყოფის მაჩვენებლის კიდევ 25%-ით შემცირებისკენ, ასევე სათბურის სხვა აირების (GHG) გამოყოფის კიდევ უფრო შეზღუდვისკენ. ეს ამბიციური გეგმა ჩვენს უახლეს ტექნოლოგიებს, საწვავის დაზოგვის ინიციატივებსა და მდგრადი ავიასაწვავის გამოყენებას ეყრდნობა.
საწვავის წვის ფართომასშტაბიანი შემცირების ვალდებულების ფარგლებში Wizz Air-მა 2020 წლის ნოემბერში ნახშირბადის დაბალანსების სქემა აამოქმედა, რამაც მგზავრებს საშუალება მისცა, გამოეთვალათ, რა გავლენას ახდენს გარემოზე მათი რეისები და, შესაბამისად, დაებალანსებინათ გამონაბოლქვის მაჩვენებელი. კლიმატზე ორიენტირებულ ტექნოლოგიურ კომპანია Chooose-თან თანამშრომლობით, სქემა მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, დააბალანსონ მოგზაურობა მთელ მსოფლიოში კლიმატთან დაკავშირებულ სანდო, მაღალეფექტურ პროექტებში მონაწილეობით.
ჩვენს მგზავრებს ამაყად ვთავაზობთ სრულად გამჭვრივალე კალკულატორს მოგზაურობის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანისგამოსათვლელად. მისი მეშვეობით მგზავრებს მარტივად შეუძლიათ გამოთვალონ და დააბალანსონ მათი რეისებით გამოწვეული გამონაბოლქვის მაჩვენებლები.
კოკპიტებში ქაღალდის ნაცვლად ვიყენებთ ტაბლეტებს, რითაც ვზოგავთ ნაბეჭდი ქაღალდის
25 000 გვერდს ერთ თვითმფრინავში
ჩვენს თვითმფრინავებს 6 თვეში ერთხელ ვრეცხავთ,
რაც ნიშნავს გადაადგილებისას ნაკლებ წინააღმდეგობას და ნაკლები საწვავის მოხმარებას. ეს უმნიშვნელო პროცედურა
ხელს უწყობს გამონაბოლქვის 0,2-0,5%-ით შემცირებას და საწვავის დაზოგვას.
ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციას უფრო ახალ და მსუბუქ სავარძლებში
ძრავების იმაზე ხშირად გარეცხვა, ვიდრე რეგულაციით მოითხოვება,
ზრდის ეფექტურობას და გრძელვადიან პერსპექტივაში მოვლა-შენახვის ხარჯებს ამცირებს
დაფრენის შემდეგ ერთ-ერთი ძრავის გათიშვა ამცირებს საწვავის მოხმარებას
2012 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, რომელმაც გააუმჯობესა
ფრენის სიჩქარე, საჰაერო შესვლის მიდგომები და ქსელი — ჯამში ყოველწლიურად CO2-ის გამოყოფა შემცირდა
დაახლოებით 100 000 ტონით (3% ერთ თვითმფრინავზე)
მბრუნავი გენერატორები ამცირებს ხმაურის დონეს
2020 წლიდან ჩვენი Airbus321neo
საჰაერო ხომალდები აღიჭურვება ახალი მუხრუჭებით,
რომლებიც 20 კილოგრამით მსუბუქია არსებულზე
ეს შესანიშნავი გამოგონება ამცირებს საწვავის წვას გრძელ დისტანციაზე ფრენისას
4%-ით და CO2-ის გამოყოფას 800 ტონით წელიწადში ერთ თვითმფრინავზე.
2024 წლისთვის ჩვენი ფლოტის 100% აღიჭურვება ზვიგენისებრი ფრთებით.
დაბეჭდილია გადამუშავებული მსუბუქი ქაღალდით
ჩვენ, ხელმისაწვდომობის მიხედვით, ვიყენებთ დამიწების ძალურ დანადგარს (GPU) თვითმფრინავისთვის კვების მისაწოდებლად
უკან გამოფრენის დროს, რაც ზოგავს 200 კილოგრამს საათში
ხელმისაწვდომი საჰაერო მგზავრობა აადვილებს ბევრი მოგზაურის ცხოვრებას, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდეს, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ის ქალაქებზე. ქალაქების ეკონომიკისთვის პირდაპირ საჰაერო კავშირზე კარგი ბევრი არაფერია — განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ Wizz Air აკავშირებს. რაც უფრო მეტ ადამიანს მიუწვდება ხელი საჰაერო მგზავრობაზე, მით უფრო მეტ მოგზაურს შეაქვს წვლილი იმ ადგილის ეკონომიკის განვითარებაში, რომელსაც სტუმრობს.
Wizz Air-ის გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პასუხისმგებლობას თავისი საქმიანობისას, 2021 წლის აპრილში კი წარმოგიდგინეთ ახალი ქცევის კოდექსი მომწოდებლებისთვის. Wizz Air ისწრაფვის, ითანამშრომლოს იმ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან, რომლებიც Wizz Air-ის გუნდს სერვისებითა და პროდუქტებით უზრუნველყოფენ და იზიარებენ Wizz Air-ის ვალდებულებებს, როგორც გარემოსდაცვითი კუთხით და კომერციულად მდგრად საქმიანობასთან დაკავშირებით, ისე მაღალი სოციალური და შრომითი სტანდარტების დაცვის მხრივ. მომწოდებლებისთვის განკუთვნილი ქცევის კოდექსი შეეხება Wizz Air-ის ყველა მომწოდებელსა და ქვეკონტრაქტორს. ის სახელშეკრულებო პაკეტებისა და პროცედურების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ACI მითითებების მიხედვით ყოველწლიურად ავიაგადამზიდის მიერ გადაყვანილი ყოველი 1 მილიონი მგზავრის მომსახურებისთვის შეიქმნა 750 ადგილობრივი ახალი სამუშაო ადგილი. ამ გათვლებით, ჩვენ ხელი შევუწყვეთ 26 000 ადგილობრივი სამუშაო ადგილის შექმნას 2019 წელს, გადავიყვანეთ რა 34,6 მილიონი მგზავრი ჩვენს ქსელში.
ჩვენს ქსელში ზოგიერთი ისეთი ადგილია, სადაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ჩვენს შესვლამდე არ არსებობდა და სადაც მნიშვნელოვნად გავზარდეთ მგზავრთნაკადი. 2017 წელს ვარნაში ბაზის გახსნის შემდეგ აეროპორტის მგზავრთნაკადი ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა. ჩრდილოეთ მაკედონიაში მგზავრთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა ბოლო ათწლეულში, ქუთაისში კი აეროპორტის მგზავრთა ნაკადი გაორმაგებულია, რომელთა 75%-ს ჩვენ ვემსახურებით.
ჩვენი ბიზნესმოდელი ითვალისწინებს ქვეკონტრაქტირებას ადგილობრივ ბაზრებზე სხვადასხვა დამხმარე მომსახურებისთვის — ამჟამად მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს 5 ათასზე მეტ მომწოდებელთან ჩვენი მთელი ქსელის მასშტაბით.
ჩვენ დავნერგეთ შიდა პროცედურები და ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს მოქმედ ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა განსაზღვრავს ქრთამთან და ნულოვანი ტოლერანტობის მქონე კორუფციულ მოქმედებებთან დაკავშირებულ პრინციპებს, აკრძალვებსა და პრაქტიკულ სახელმძღვანელოებს. ეს პოლიტიკა WIZZ თანამშრომლების ყოველწლიური სავალდებულო სწავლების ნაწილია.
საბჭოს სრული ზედამხედველობა აუდიტისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის მეშვეობით. გპირდებით, რომ 2026 წლისთვის მართვის პოზიციებზე მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა მაჩვენებელი მინიმუმ 40%-ს მიაღწევს. გასულ წელს გენდერული მრავალფეროვნება ბორტზე 9%-ით გავზარდეთ 27%-მდე, Hampton Alexander-ის ინიციატივის შესაბამისად, ვისწრაფვით, რომ ეს რაოდენობა უფრო გავზარდოთ, რომ 2026 წლისთვის დირექტორთა საბჭოში ქალთა რაოდენობამ 33%-ს მიაღწიოს.
საბჭო სრულად ზედამხედველობს საწარმოს რისკების მართვის პროცესს (ERM) და ეფექტურად აფასებს Wizz Air-ის ბიზნეს-მოდელთან, სამომავლო წარმადობასთან, გადახდისუნარიანობასა თუ ლიკვიდურობასთან დაკავშირებულ ძირითად რისკებს.
2021 ფინანსური წლის მდგომარეობით, Wizz Air გარე მომხმარებლებისთვის ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებს კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების სპეციალური ჯგუფის (TCFD) რეკომენდაციების შესაბამისად.
ადამიანები გარემო ეკონომიკა მმართველობა