წესები და პირობები
გვერდიგვერდ ჯდომის დაჯავშნით თქვენადასტურებთ და ეთანხმებით, რომ თქვენზე და თქვენს ჯავშანში მითითებულ მგზავრზე გავრცელდება წინამდებარე წესები და პირობები.
1. ინტერპრეტაცია
1.1. Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგად პირობებში განსაზღვრულ ტერმინებსა და გამოთქმებს იგივე მნიშვნელობა აქვთ წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებისას, თუ ქვემოთ არ არის მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.
1.2. Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგადი პირობების განსაზღვრებები ნიშნავს Wizz Air Hungary Ltd-ის ან/და Wizz Air UK Ltd-ის ტრანსპორტირების ზოგად პირობებს (დამოკიდებულია რეისზე, რომლისთვისაც ხდება გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენა), რომლებიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე და პერიოდულად რედაქტირდება Wizz Air-ის მიერ.
1.3. თქვენ ან ჯავშნის გამფორმებელი პირი ნიშნავს თანხმობის ასაკს მიღწეულ, სრულად ქმედუნარიან პირს, რომელიც დაჯავშნას ახორციელებს თავის სახელზე და თავისი სახელით ან/და სხვა მგზავრის სახელზე და მისი სახელით, და კისრულობს ვალდებულებებს, რომლებიც გაწერილია ტრანსპორტირების ზოგად პირობებში.
1.4. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი ან გვერდიგვერდ ჯდომა ნიშნავს ჩვენს სერვისს, რომელიც უზრუნველყოფილია წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენ და თქვენს ჯავშანში მითითებულ მგზავრს, რეისზე რეგისტრაციისას მიიღოთ გვერდიგვერდ მდებარე ადგილები.
2. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი
2.1. გვერდიგვერდ ჯდომა შეიძლება შეძენილი იყოს ვებსაიტზე ან Wizz Air-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით თქვენი რეისის დაჯავშნის დროს და მის შემდეგ.
2.2. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენა შესაძლებელია შემდეგნაირად:
- გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი ხელმისაწვდომია, როცა ჯავშანში მითითებულია 2 ზრდასრული მგზავრი.
- გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ Basic ტარიფით დაჯავშნისას.
- გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენა შესაძლებელია დაჯავშნის დროს და მის შემდეგ.
2.3. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი ექვემდებარება მოსაკრებლის გადახდას თითოეულ რეისზე.
2.4. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის უკანა რეისისთვის შეძენის შემთხვევაში საჭირო იქნება მისი შეძენა ორივე რეისისთვის.
2.5. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი არ მოიცავს ნებისმიერი ადგილის არჩევის შესაძლებლობას. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის შეძენისას კონკრეტული ადგილების არჩევა ვერ მოხერხდება. ერთმანეთის გვერდით ადგილები გამოიყოფა ჯავშნის დასრულების შემდეგ.
2.6. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის ფარგლებში მონიჭებული ადგილები არ არის პრემიუმ-ადგილები. სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი არ ითვალისწინებს ადგილები ფეხებისთვის დამატებითი სივრცით, ასევე, წინა და მომდევნო რამდენიმე რიგში მდებარე ადგილებს.
2.7. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტის მქონე ჯავშნების შემთხვევაში რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 30 საათით ადრე.
2.8. თუ თქვენ ჯავშანში ცვლილებებს შეიტანთ, მოქმედებს შემდეგი წესები:
- რეისის შეცვლის შემთხვევაში, თავდაპირველი ჯავშნის დროს თქვენ მიერ გვერდიგვერდ ჯდომისათვის გადახდილი საფასური შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალ რეისზე ადგილების შესაძენად. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გვერდიგვერდ ჯდომის დაჯავშნას ვერ შეძლებთ ავიარეისის ცვილებისას და გარანტირებული არ არის, რომ ახალ რეისზე ადგილები ერთმანეთის გვერდიგვერდ ხელმისაწვდომი იქნება.
- თუ გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტში თავდაპირველი ჯავშნისას თქვენ მიერ გადახდილ საფასურს არ გამოიყენებთ ახალ რეისზე ადგილების შეძენისას, თანხა არ ანაზღაურდება.
- მომხმარებლის (სახელის, სქესის ან მგზავრის ტიპის) შეცვლა არ აისახება გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტზე. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ზრდასრული მგზავრი, რომლისთვისაც შეძენილი იყო გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი, შეიცვლება ბავშვი მგზავრით, გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტში გადახდილი თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.
2.9. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი შემოთავაზებულია ხელმისაწვდომობის მიხედვით.
2.10. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ჯავშნებისთვის, რომლებიც გაფორმდება wizzair.com-ის ან Wizz Air-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
2.11. გვერდიგვერდ ჯდომის პროდუქტი მიუწვდომელია სააგენტოს მეშვეობით გაფორმებული ჯავშნებისთვის.
2.12. თუ სხვაგვარად არ არის მითითებული რომელიმე შესაბამისი კანონის რომელიმე სავალდებულო დებულებაში, წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი თქვენ და ჩვენ შორის წარმოშობილი დავა, რომელიც რაიმე გზით ეხება აღნიშნულ სერვისს, დაექვემდებარება უნგრეთის სასამართლოების არაექსკლუზიურ იურისდიქციას. „არაექსკლუზიური იურისდიქცია“ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩვენ წინააღმდეგ მოთხოვნის წარდგენა უნგრეთის სასამართლოებისგან განსხვავებულ იურისდიქციაშიც.