პარტნიორთა სერვისები

აღმოაჩინეთ მოგზაურობის სხვადასხვა შესაძლებლობა

მარტივად დაგეგმეთ მთელი დასვენება

ინფორმაცია და სერვისები

პარტნიორთა სერვისები

WIZZ Parking

მნიშვნელოვანია: ზოგიერთ სერვისს არ უზრუნველყოფს Wizz Air

WIZZ Parking

თუ ჩვენი პარტნიორი კომპანიის რომელიმე სერვისის შეცვლა ან გაუქმება გსურთ, უნდა მიმართოთ უშუალოდ სერვისის მომწოდებელს.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

დამატებითი სერვისები არის პროდუქტები ან/და სერვისები, რომლებსაც შეიძენთ ავიატრანსპორტირებასთან ერთად და რომლებსაც უზრუნველყოფს მესამე მხარის მომწოდებლები (მაგალითად, ავტომობილის დაქირავება, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი აეროპორტ(იდან/ში), პარკირება აეროპორტში, უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლა, ლაუნჯზე წვდომა და ა.შ.).

დაჯავშნილი დამატებითი სერვისების თარიღის/დროის შესაცვლელად (ფრენას რომ დაემთხვეს) მიმართეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელს, ვინაიდან სწორედ ის შეძლებს თქვენ დახმარებას.

ჯავშნის ნებაყოფლობით გასაუქმებლად დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს, ან გადმოგვიგზავნეთ საჩივარი ჩვენი ვებგვერდიდან. გაითვალისწინეთ, რომ იმოქმედებს სტანდარტული წესები და პირობები.

სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეთ უშუალოდ სამოგზაურო დაზღვევის მომწოდებელს.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გავცემთ ინვოისებს დამატებითი სერვისებისთვის. ინვოისებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელს.

ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში იმოქმედებს სტანდარტული წესები და პირობები. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს ტრანსპორტირების ზოგად პირობებს. თქვენ მიერ შეძენილ დამატებით სერვისებში გადახდილი თანხის დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე მიმართეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელს.

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვაბრუნებთ დამატებით სერვისებში გადახდილ თანხას, ვინაიდან მათ უშუალოდ არ უზრუნველყოფს Wizz Air. თანხის დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე მიმართეთ შესაბამისი სერვისის მომწოდებელს.

თქვენს WIZZ ანგარიშზე კრედიტი აისახება ავტომატურად. თუ თქვენს WIZZ ანგარიშზე კრედიტი არ ჩარიცხულა, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ საჩივარი ჩვენი ვებგვერდიდან, აქ გადასვლის მეშვეობით, რის შემდეგაც ჩვენ დაგეხმარებით აღნიშნულ საკითხში.

WIZZ ანგარიშზე ქულების ჩარიცხვის თაობაზე მიმართეთ ერთობლივი საკრედიტო ბარათის გამცემს.

ჯავშნის უშუალოდ Wizz Tours-ის მეშვეობით გაფორმების შემთხვევაში, თქვენს ჯავშანში ცვლილებების შეტანა შეუძლია მხოლოდ Wizz Tours-ს. Wizz Tours-თან დაკავშირება შესაძლებელია აქედან.

თქვენი განაცხადის გადასაგზავნად დაუკავშირდით უშუალოდ ამა თუ იმ სერვისის მომწოდებელს.