მხარდაჭერილი მობილური ტელეფონები
eSIM-ს მხარს უჭერს როგორც ყველა განბლოკილი iPhone, რომელიც XS (2018) ან უფრო მაღალი ვერსიისაა, ისე ახალი Android მოდელების უმეტესობა. eSIM მონაცემთა როუმინგი ცხოვრების გასამარტივებლად შეიქმნა. ის საშუალებას გაძლევთ, დარჩეთ კავშირზე უპრობლემო 5G მონაცემთა როუმინგის მეშვეობით 160-ზე მეტ ქვეყანაში.
eSIM-თან თავსებადი ტელეფონების სია ხელმისაწვდომია აქ.
ყიდვის წესი
საჭიროა მხოლოდ ის, რომ აირჩიოთ თქვენი დანიშნულების ადგილი და eSIM მონაცემთა როუმინგის სასურველი პაკეტი ანგარიშსწორებისას, დასრულების შემდეგ კი QR-კოდს მიიღებთ დასასკანირებლად.
შეძენილი eSIM რომ გამოიყენოთ, დარწმუნდით, რომ მონაცემთა როუმინგი ჩართულია თქვენი eSIM-ისთვის და მობილური მონაცემები კონფიგურირებულია ტელეფონის პარამეტრებში.
მონაცემების მოხმარება წამებში შეგიძლიათ დაიწყოთ eSIM-ის აქტივაციის ინსტრუქციის დახმარებით.
ანგარიშსწორების შემდეგ საჭიროა, მიუთითოთ ელფოსტის მისამართი, რომელზეც ჩვენგან QR-კოდებისა და ბმულის შემცველ ელწერილს მიიღებთ იმისთვის, რომ შექმნათ ანგარიში, სადაც თქვენს eSIM-ებს მართავთ.
eSIM პაკეტის მოქმედების პერიოდი იწყება მაშინ, როდესაც პირველად გამოიყენებთ მონაცემებს, რაც საშუალებას გაძლევთ, მგზავრობამდე არაუგვიანეს 12 თვით ადრე შეიძინოთ eSIM.
გამოიყენეთ განმეორებით და დაზოგეთ კიდევ უფრო მეტი!
eSIM მონაცემთა როუმინგი არა მხოლოდ ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და მარტივად გამოსაყენებელია, არამედ შესაძლებელია მისი ხელახლა გამოყენებაც! სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეავსოთ eSIM-ის ბალანსი და ხელახლა გამოიყენოთ ბოლო მგზავრობიდან მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში.
ყველა eSIM-ის ერთ ანგარიშში მართვის ეს უნიკალური ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, მარტივად შეიძინოთ მონაცემთა პაკეტები ახლობლებისთვის და გაუზიაროთ QR-კოდები ყველას, ვისთვისაც შეიძინეთ eSIM-ები — მნიშვნელობა არ აქვს, ისინი თქვენთან ერთად მგზავრობენ თუ არა.
თქვენ მიიღებთ SMS შეტყობინებას, როგორც კი პაკეტის გამოყენებას დაიწყებთ და მაშინაც, როდესაც მიაღწევთ შეძენილი მონაცემების 80%-სა და 100%-ს, ბალანსის შევსებას კი ნებისმიერ დროს შეძლებთ ანგარიშში შესვლის შემდეგ.