მუშაობის პრინციპი
ისარგებლეთ WIZZ Priority უპირატესობებით!
- მხოლოდ WIZZ Priority მქონე მგზავრებს შეუძლიათ უფასო ხელბარგთან (მაქს. 40x30x20 სმ) ერთად ბორტზე აიტანონ დამატებითი საგორებელი ჩანთა (55x40x23 სმ).
- პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისის მეშვეობით თქვენ პირველს გამოგიძახებენ ჩასხდომისთვის, რაც მოგანიჭებთ პრიორიტეტს თვითმფრინავში ჩასხდომის დაწყებისას. როცა ჩასხდომა ავტობუსის მეშვეობით ხორციელდება, თქვენ ისარგებლებთ წინა ნაწილში მდებარე სპეციალური სექციით. ავტობუსის კარი პირველად თქვენს სექციაში გაიღება, რაც თვითმფრინავზე ასვლისას პრიორიტეტს მოგანიჭებთ.
- პრიორიტეტული რეგისტრაციის სერვისი გთავაზობთ სპეციალურ სარეგისტრაციო დახლით სარგებლობის შესაძლებლობას, რის მეშვეობითაც სწრაფად და მარტივად შეძლებთ ბარგის ჩაბარებას.
გაითვალისწინეთ: WIZZ Priority არ გთავაზობთ შეღავათებს უსაფრთხოების შემოწმების გავლისას თუ უსაფრთხოების შემოწმების გავლა რიგში დგომის გარეშე გსურთ, შეიძინეთ უსაფრთხოების შემოწმების სწრაფად გავლის სერვისი!
გაითვალისწინეთ, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა იმყოფებოდეთ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე.
WIZZ Priority შეძენის წესი?
- დაამატეთ WIZZ Priority სერვისი ავიაბილეთის დაჯავშნისას;
- დაამატეთ ის მოგვიანებით თქვენი ჯავშნის რეისის მიმოხილვის გვერდიდან;
- დაუკავშირდით Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს;
- იყიდეთ პირდაპირ აეროპორტში უფრო მაღალ ფასად.
WIZZ Priority მოსაკრებელი არის
- [priority-boarding location=WizzairComCallCentre], ინტერნეტით ან Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით შეძენის შემთხვევაში;
- [priority-boarding location=Airport],სერვისის პირდაპირ აეროპორტში ყიდვის შემთხვევაში;
- გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება.
WIZZ Priority სერვისის შეძენის შემდეგ ის აისახება თქვენს ჩასხდომის ბარათზე:
- რეისზე ონლაინ რეგისტრაციის შემთხვევაში, სახლში ამობეჭდილ ჩასხდომის ბარათზე გამოჩნდება სიტყვა „PRIORITY“;
- რეისზე მობილური რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩასხდომის მობილურ ბარათზე იქნება აბრევიატურა „PRB“ ან „PASS“;
- ან რეისზე რეგისტრაციის აეროპორტში გავლისას თქვენს ჩასხდომის ბარათს მიაკრავენ შესაბამის სტიკერს.
Wizz Air იტოვებს უფლებას, უფასოდ შესთავაზოს WIZZ Priority სერვისი ზოგიერთ მომხმარებელს სერვისის საცდელი გამოყენების ან პოპულარიზაციის მიზნით, რაზეც გავრცელდება ზემოაღნიშნული პირობები.