ინფორმაცია და სერვისები

რეისზე ავტომატური რეგისტრაცია

Auto check-in 50 h

რეისზე ავტომატური რეგისტრაცია

ამ სერვისის მეშვეობით თქვენ და თქვენი თანამგზავრები ავტომატურად დარეგისტრირდებით რესზე გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 50 საათით ადრე. რეისზე ავტომატური რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა ჯავშნისთვის. უბრალოდ, საჭირო იქნება აღნიშნული სერვისის დამატება თითოეული მგზავრისთვის და თითოეულ სეგმენტზე.

icons_0002_Layer-7

თქვენი ჩასხდომის ბარათ(ებ)ის საკითხი მოგვარებულია

რეისზე ავტომატური რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩასხდომის ბარათებს ავტომატურად მიიღებთ (ჯავშნებისთვის 10 მგზავრამდე). თუ თქვენს ჯავშანში მითითებულია 10 მგზავრზე მეტი, რეისზე რეგისტრაციას ყველა გაივლის, თუმცა ჩასხდომის ბარათები ელფოსტით არ გამოგეგზავნებათ. თითოეულ მგზავრს დასჭირდება თავისი ჩასხდომის ბარათის მიღება wizzair.com-იდან.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

რეისზე რეგისტრაცია ხორციელდება ავტომატურად, გამგზავრებამდე 50 საათით ადრე.
მისი დამატება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, რეისის გამგზავრებამდე არა უგვიანეს 4 საათით ადრე.
რეისზე ავტომატური რეგისტრაცია უნდა დაემატოს ინდივიდუალურად, რეისის თითოეულ სეგმენტს და ყოველ მგზავრს.
თუ თქვენი აეროპორტისთვის რეისზე რეგისტრაციის გავლა ონლაინ შეგიძლიათ, რეისზე ავტომატური რეგისტრაციის დამატებაც შესაძლებელია.
ჯავშნის მფლობელი ელფოსტით მიიღებს როგორც საკუთარ, ისე იმავე ჯავშანში მითითებული სხვა ადამიანების ჩასხდომის ბარათებს. ჩასხდომის ბარათები იგზავნება რეისზე რეგისტრაციის გავლისთანავე. გარდა ამისა, ისინი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ, მგზავრობის გეგმიდან.
ზოგიერთ აეროპორტში ნებადართულია ჩასხდომის ციფრული ბარათების გამოყენება. თუ აღნიშნული თქვენს აეროპორტზე არ ვრცელდება, გთხოვთ, ამობეჭდოთ ჩასხდომის ბარათები.
დიახ. რეისზე ავტომატური რეგისტრაცია შედის WIZZ Plus პაკეტში, თუმცა მისი დამატება შეგიძლიათ, თუ სარგებლობთ WIZZ Flex-ის, რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის, ცვლადი თანამგზავრისა თუ WIZZ Priority სერვისებით.
რეისზე ავტომატური რეგისტრაციით სარგებლობისთვის საჭიროა თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომრის გადახედვა შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის, ხოლო შენგენის ზონის მიღმა მოგზაურობისთვის საჭიროა თქვენი სამგზავრო დოკუმენტის გადახედვა.
არა, აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა გჭირდებათ მხოლოდ ერთხელ.
სერვისის დამატება შესაძლებელია ავიაბილეთის დაჯავშნისას, ტარიფის გაყინვის გამოყენებისას და მგზავრობის გეგმის გვერდიდან — ჩვენი ვებგვერდის სხვა სექციებში ის არ შეგხვდებათ.
აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეიყვანოთ მგზავრობის გეგმის გვერდიდან, ხოლო მისი დამატება შეგიძლიათ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 4 საათით ადრე. აღნიშნული ვადის შემდეგ სერვისი არ იმუშავებს.

დიახ, აღნიშნულ თანხას დაგიბრუნებთ როგორც რეისის გაუქმებისას, ისე იმ შემთხვევაში, თუ WIZZ Flex-ით გათვალისწინებული გაუქმებით ისარგებლებთ გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 14 ან მეტი დღით ადრე.

რეისზე ავტომატური რეგისტრაციაში გადახდილი თანხა არ დაგიბრუნდებათ, თუ რეისში ცვლილებებს WIZZ Flex-ის გარეშე შეიტანთ, ან რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისს შეიძენთ აეროპორტისთვის, სადაც მექანიკურად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ანდაც თუ უკვე გაიარეთ რეისზე რეგისტრაცია მექანიკურად.

არა, ვინაიდან რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისის პირობების მიხედვით აღნიშნული ინფორმაციის მითითებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებოდათ თქვენ.
არა, რეისზე ავტომატური რეგისტრაციის სერვისი ავტომატურად დაგარეგისტრირებთ რეისზე, თუმცა უფრო ადრე მექანიკურად რეგისტრაცია დაუშვებელია. ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ გეკუთვნით.
სამწუხაროდ, აღნიშნულ შემთხვევაში თანხის დაბრუნება არ გეკუთვნით.