1. განმარტებები
ავტომობილების დაქირავების სერვისის მომწოდებელი
შემდგომში გულისხმობს Wizz Air-ის საქმიან პარტნიორს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ
გასაქირავებელი ავტომობილები. ანგარიშის ნომერი გულისხმობს 10-ციფრიან
ნომერს, რომლის მინიჭებაც ხდება wizzair.com-ზე რეგისტრაციისას. ანგარიშის ნომერი
მითითებულია პროფილის სექციაში, რომელიც ხელმისაწვდომია myWizz-ში შესვლის შემდეგ. Wizz ანგარიში გულისხმობს საკრედიტო
ანგარიშს, რომელიც იქმნება რეგისტრაციისას, wizzair.com-ის myWizz პროფილში. Wizz Air გულისხმობს Wizz Air Hungary
Ltd.-ს, რომლის იურიდიული მისამართია: Laurus offices, Koer Street 2/a, Building B,
H-1103 Budapest, უნგრეთი.
2. პრომო-აქცია
თუ დასაქირავებელი ავტომობილის დაჯავშნისას ანგარიშის 10-ნიშნა ნომერს შეიყვანთ, Wizz Air 2021 წლის 14 ოქტომბრამდე გაფორმებული ჯავშნებისთვის ანგარიშზე დაგირიცხავთ კრედიტს ავტომობილის დაქირავების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით („კრედიტი”). 2021 წლის 15 ოქტომბრიდან გაფორმებული ჯავშნებისთვის Wizz Air ანგარიშზე დაგირიცხავთ კრედიტს ავტომობილის დაქირავების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით („კრედიტი“).
2.1. ჯავშნის სრული ღირებულება
გულისხმობს დასაქირავებელი ავტომობილის დაჯავშნის იმ ღირებულებას, რომელიც მითითებულია ავტომობილების დაქირავების სერვისის
მომწოდებლის გვერდზე (დღგ-ის, ქალაქის გადასახადების, კომპლექსური დაზღვევის ღირებულების
ან ადგილზე შეძენილი სხვა პროდუქტების ღირებულების გამოკლებით).
2.2. თუ ავტომობილების დაქირავების მიკროვებგვერდზე ან Wizz Air-ის ავიაბილეთების დაჯავშნის
გვერდიდან შეიყვანთ ანგარიშის არასწორ ნომერს (ან დაგავიწყდებათ მისი
შეყვანა), თქვენ არ გექნებათ კრედიტის
მოთხოვნის უფლება.
2.3. კრედიტის გაიცემა
ავტომობილის დაქირავების პერიოდის გასვლის შემდეგ.
2.4. ჩვენ მივმართავთ გონივრულ
ზომებს იმისთვის, რომ კრედიტი გავცეთ ავტომობილის დაქირავების პერიოდის დასრულებიდან მომდევნო თვის პირველი 7
დღის განმავლობაში.
2.5. კრედიტით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 6
თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მისი მოქმედების ვადა ავტომატურად ამოიწურება.
2.6. კრედიტის ოდენობის გამოთვლა
და გაცემა ხორციელდება ევროში. თუ თქვენი Wizz ანგარიში სხვა ვალუტაშია, ჩვენ ვისარგებლებთ
ავტომობილების დაქირავების სერვისის მომწოდებლისგან განსხვავებული გადაცვლის კურსით, რათა შესაბამისი თანხა გადავიყვანოთ თქვენ
მიერ გამოყენებულ ვალუტაში. ვალუტის გადაცვლისთვის გამოიყენება Bloomberg.
გამოთვლა ხორციელდება ჯავშნის გაფორმებისა და დადასტურების დროს.
3. მონაცემთა დაცვა
დასაქირავებელი ავტომობილის დაჯავშნისას თქვენი ანგარიშის
ნომრის გადაგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ Wizz Air მიიღებს ავტომობილის დაქირავების
ინფორმაციას და თქვენს ანგარიშის ნომერს. აღნიშნული ნებართვა
საჭიროაWizz Air-ის მხრიდანშემდგომი კომუნიკაციისთვის, აღნიშნული პრომო-აქციით გათვალისწინებული პირობების სისრულეში
მოსაყვანად, მათ შორის, მოთხოვნების დაკმაყოფილების შესამოწმებლად დამოთხოვნების დაკმაყოფილების
შემთხვევაში,კრედიტის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე
წესებისა და პირობების შესაბამისად. Wizz Air-ის მიერ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე
ვრცელდება Wizz Air-ის კონფიდენციალურობის დებულება:
https://wizzair.com/ka-ge/privacy_policy.
4. ზოგადი წესები
4.1. Wizz Air-ის კრედიტის სხვა
პირისთვის გადაცემა დაუშვებელია, ხოლო Wizz Air-ის საკრედიტო ბარათის მფლობელები მას ვერ გაანაღდებენ.
4.2. Wizz Air არ აგებს პასუხის აუცილებელი
მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის დაგვიანებით მოწოდების შემთხვევაში, ან მის დაკარგვაზე ინტერნეტ-კავშირთან დაკავშირებული ტექნიკური
პრობლემების გამო. გადმოგზავნილი დოკუმენტები
და ქვითრები არ მიიღება.
4.3. Wizz Air იტოვებს უფლებას, ნებისმიერ
დროს უარი თქვას, შეამოკლოს, გაახანგრძლივოს, გადაიტანოს, შეცვალოს ან გააუქმოს ეს პრომო-აქცია, წინასწარი
შეტყობინების გარეშე და საკუთარი შეხედულებისამებრ.
4.4. ამ პრომო-აქციაში მონაწილეობა
ნიშნავს მოცემული რეგულაციების სრულად, შეუზღუდავად და უპირობოდ
მიღებას.
4.5. მცდარი მონაცემების გამოყენება
გამოიწვევს გადმოგზავნილი ინფორმაციის უარყოფას.
4.6. აღნიშნული პრომო-აქცია სრულდება
2022 წლის 31 დეკემბერს (თუ უფრო ადრე არ გაუქმდება).