ცვლადი თანამგზავრი
ცვლადი
დაამატეთ თქვენ ჯავშანს 9 მგზავრამდე სახელების გარეშე.
გამგზავრებამდე 3 საათამდე ადრე
დაამატეთ თქვენ ჯავშანს 9 მგზავრამდე სახელების გარეშე.
ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ჯგუფური ჯავშნებისთვის, ჩვილებისთვის და მგზავრებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ დახმარებას. თუ ჩვილთან ერთად მგზავრობთ, ჩვილის სახელი უნდა მიუთითოთ ჯავშნის გაფორმებისას.
ეს სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ჯავშნის გაფორმებამდე. თუ თანამგზავრ(ებ)ის სახელ(ებ)ის შეცვლას მოისურვებთ ჯავშნის გაფორმების შემდეგ, ცვლადი თანამგზავრის სერვისი მიუწვდომელი იქნება, თუმცა შეგეძლებათ ახალი თანამგზავრ(ებ)ის სახელ(ებ)ის მითითება და სახელის შეცვლის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა.
არა, ჯავშანში საჭიროა მინიმუმ ერთი სახელის მითითება.
არა. რეისზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ყველა მგზავრის სახელის მითითება.
რეისზე რეგისტრაცია უნდა შესრულდეს რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.
თუ რეისზე ონლაინ რეგისტრაციამდე ყველა ცვლადი თანამგზავრის სახელს არ მიუთითებთ, ეს ჩაითვლება თქვენ მიერ ჯავშნის გაუქმებად ყველა იმ ცვლადი თანამგზავრისთვის, რომლის სახელიც არ იქნება მითითებული და ამ შემთხვევაში იმოქმედებს ტრანსპორტირების ზოგადი პირობები.
თუ Plus ტარიფი აირჩიეთ და რეისზე რეგისტრაციის გავლა გსურთ აეროპორტში, ცვლადი თანამგზავრების სახელების მითითება უნდა მოხდეს ონლაინ, ჯავშნის გახსნით, რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს სამი საათით ადრე. თუ დროულად არ შეავსებთ ყველა ნაკლულ სახელს, ეს ჩაითვლება თქვენ მიერ ჯავშნის გაუქმებად.
მაგალითად, თუ ჯავშანი გააფორმეთ ხუთი ადამიანისთვის და დაჯავშნისას მიუთითეთ ორი მგზავრის სახელი, დანარჩენი სამი კი დაამატეთ ცვლადი თანამგზავრების სახით, ხოლო მოცემულ ვადაში არ მიუთითებთ ერთ-ერთი ცვლადი თანამგზავრის სახელს, ეს ჩაითვლება ჯავშნის გაუქმებადერთი მგზავრისთვის და ჩვენ ვიმოქმედებთ ტრანსპორტირების ზოგადი პირობების შესაბამისად.
ჯავშნის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საკრედიტო ბარათის ან თქვენს WIZZ ანგარიშზე არსებული ბალანსის მეშვეობით. იმ ჯავშნების საფასურის გადახდა, რომლებშიც მითითებულია ცვლადი თანამგზავრები, საბანკო გადარიცხვით ვერ მოხერხდება.
ცვლადი თანამგზავრების სახელების მითითების შემდეგ მათ შეცვლას შეძლებთ სახელის შეცვლის მოსაკრებლის გადახდით.
დიახ, თქვენ შეგიძლიათ რეისზე რეგისტრაციის გავლა აეროპორტში, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიუთითებთ ცვლადი თანამგზავრების სახელებს ონლაინ, რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ცვლადი თანამგზავრების ჯავშნები, რომელთა სახელებსაც არ მიუთითებთ, ჩაითვლება თქვენ მიერ გაუქმებულად.
თუ სახელს მოცემულ ვადაში არ მიუთითებთ, ეს ჩაითვლება თქვენ მიერ ამ თანამგზავრისთვის ჯავშნის გაუქმებად და ჩვენ ვიმოქმედებთ ტრანსპორტირების ზოგადი პირობების შესაბამისად. თუ აეროპორტში გამოცხადდებით ისეთ თანამგზავრთან ერთად, რომლის სახელიც არ მიგითითებიათ, ის ვერ იმგზავრებს.
რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის სერვისი მიუწვდომელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ჯავშანი შეიცავს ცვლადი თანამგზავრის სერვის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ Plus ტარიფი აირჩიეთ).
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აირჩიეთ Plus ტარიფი და რეისზე რეგისტრაცია აეროპორტში გსურთ, ცვლადი თანამგზავრების სახელების მითითება უნდა მოხდეს ონლაინ, რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.