ინფორმაცია და სერვისები

ჯავშნის შეცვლა

რეისის შეცვლა

თარიღის, დროის ან მარშრუტის შეცვლა

მგზავრის შეცვლა

ჯავშანში მითითებული მგზავრების ჩასწორება
 

სერვისების შეცვლა

არსებული სერვისების შეცვლა, ან დამატებითი სერვისების შეძენა ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგაც შეგიძლიათ!

აკორდეონის ელემენტები

ჯავშანში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ რეისის ცვლილება განხორციელებულად ჩაითვლება გადახდილი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიღების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო ბარათით გადახდა.

დაშვებულია შემდეგი სახის ცვლილებების შეტანა:

ა. ცალმხრივი ავიაბილეთების შემთხვევაში:

i. დაჯავშნილი რეისის თარიღის, დროისა და მიმართულების შეცვლა შესაძლებელია რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე მაქსიმუმ 3 საათით ადრე. ჯავშანში ცვლილებების შეტანა უნდა მოხდეს რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე.

ბ. ორმხრივი ავიაბილეთების შემთხვევაში:

i. თუ ჯავშანში მითითებულია ორმხრივი რეისი, დანიშნულების ადგილები უნდა შეიცვალოს ორივე შემთხვევაში, როგორც პირველი, ისე უკანა რეისებისთვის. პირველი რეისის საწყისი აეროპორტი არ უნდა განსხვავდებოდეს უკანა რეისის დანიშნულების პუნქტისგან. შესაბამისად, პირველი რეისის დანიშნულების პუნქტი არ უნდა განსხვავდებოდეს უკანა რეისის საწყისი აეროპორტისგან (მაგ.: ბუდაპეშტი — ლონდონი (ლუტონი) — ბუდაპეშტის ავიაბილეთი შეიძლება შეიცვალოს ვარშავა — ბარსელონა — ვარშავის ავიაბილეთით, მაგრამ არა ბუდაპეშტი — ლონდონი (ლუტონი) — ვარშავის ავიაბილეთით).

ii. თუ პირველი რეისი უკვე შესრულდა, შესაძლებელია უკანა რეისის მხოლოდ თარიღისა და დროის ჩასწორება.

გ. ცვლილებების შეტანის პროცესი ჯავშნებისთვის, რომლებიც შეიცავს ერთზე მეტ მგზავრს (2-10 ადამიანი; ჯგუფური ჯავშნების გარდა)

  1. რეისის შესაცვლელად შედით თქვენს WIZZ ანგარიშში
  2. აირჩიეთ ჯავშანი, რომელშიც გსურთ ცვლილებების შეტანა
  3. აირჩიეთ მგზავრები, რომლებზეც გავრცელდება ცვლილებები (თუ ცვლილებების განხორციელება ყველა მგზავრისთვის გსურთ, იმავე პროცესში ყველა მგზავრის არჩევა შეგიძლიათ)
  4. მიუთითეთ იმ ახალი რეის(ებ)ის დეტალები (თარიღი, დრო და მარშრუტი), რომელითაც გსურთ თავდაპირველი რეის(ებ)ის შეცვლა.
  5. დაადასტურეთ ცვლილება და გადაიხადეთ ტარიფებში სხვაობა/რეისის შეცვლის მოსაკრებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  6. გაითვალისწინეთ, რომ იმ ჯავშნების შემთხვევაში, რომლებიც თავდაპირველად გაფორმდა WIZZ ვაუჩერით მთლიანად ან ნაწილობრივად გადახდით, ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ყველა მგზავრისთვის და რეისისთვის.

რეისის შეცვლის შემთხვევაში მოქმედი გადასახადები

1. სხვაობა ტარიფებში:წარმოადგენს სხვაობას თავდაპირველ და ახლადარჩეულ რეისებზე ავიაბილეთების ფასებს შორის (მოიცავს ტარიფის ყველა ტიპს, როგორიცაა Basic, WIZZ GO და WIZZ Plus)

  • თუ ახალი ავიაბილეთის ფასი თავდაპირველზე მაღალი იქნება, უნდა გადაიხადოთ სხვაობა;
  • თუ ახალი ავიაბილეთის ფასი თავდაპირველზე დაბალი იქნება, მგზავრებს არ მოუწევთ დამატებითი მოსაკრებლების გადახდა, თუმცა სხვაობა არ დაუბრუნდებათ;
  • თუ თავდაპირველი და ახალი ავიაბილეთების ფასები ერთი და იგივე იქნება, მგზავრს არ მოუწევს სხვაობის გადახდა;

2. რეისის შეცვლის მოსაკრებელი

რეისის შეცვლის მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე, ხოლო მისი გადახდა ხორციელდება თითოეულ რეისსა და მგზავრზე, ტარიფებში ქვემოთ განმარტებულ სხვაობასთან ერთად.

  • გამგზავრებამდე 30 და მეტი დღით ადრე: 40€ ყოველ მგზავრსა და რეისზე
  • გამგზავრებამდე 7-30 დღით ადრე: 45€ ყოველ მგზავრსა და რეისზე
  • გამგზავრებამდე 7 დღით ადრე: 50€ ყოველ მგზავრსა და რეისზე

მგზავრებს, რომლებმაც თავდაპირველი ავიაბილეთის დაჯავშნისას შეიძინეს WIZZ Flex სერვისი, არ მოუწევთ რეისის შეცვლის მოსაკრებლის გადახდა.

3.WIZZ Discount Club-ის პრივილეგიების აღდგენის გადასახადი

გადასახდელი თანხა მოიცავს სხვაობას ავიაბილეთის/ბარგის ჩვეულებრივ და WIZZ Discount Club-ით გათვალისწინებულ ფასებს შორის. ეს გადასახადი ვრცელდება იმ მგზავრებზე, რომლებიც რეისის ცვლილების შემდეგ არ მგზავრობენ WIZZ Discount Club-ის წევრთან ერთად, შესაბამისად, ისინი დაკარგავენ WIZZ Discount Club-ის პრივილეგიებს.

  • რეისის შეცვლის შემდეგ მგზავრებმა ხელახლა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ახალ რეისზე და თან იქონიონ ჩასხდომის ახალი ბარათი.
  • თავდაპირველი ავიაბილეთის დაჯავშნისას მესამე მხარისგან შეძენილი სერვისები (მაგ., დაზღვევა, აეროპორტ(იდან/ში) ტრანსფერი) რეისის შეცვლისას ავტომატურად არ ჩასწორდება. აღნიშნული სერვისების შესაცვლელად დაუკავშირდით უშუალოდ ამა თუ იმ სერვისის მომწოდებელს.

გაითვალისწინეთ, თუ რეისში ცვლილებების შეტანას მოითხოვთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით,მოგიწევთ საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებლისგადახდა.

არსებულ ჯავშანში ზრდასრული მგზავრების დამატება ვერ მოხერხდება — საჭირო იქნება ახალი ჯავშნის გაფორმება.

არსებულ ჯავშანში ჩვილის ან ბავშვის დამატება შესაძლებელია მხოლოდ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით. ამ შემთხვევაში საინფორმაციო ცენტრის ტრანსაქციის მოსაკრებელი არ მოქმედებს.