გადახდების კალენდარი დაჯავშნილი ავიარეისის თარიღის მიხედვით:
რეისის თარიღი: 0-30 დღე — გადახდა ერთი შენატანით
- 1 შენატანით
გადახდა — სრული ღირებულების 100%-ით გადახდა საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით
შესაძლებელია განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში.
რეისის თარიღი: 31-60 დღე — გადახდა 2 შენატანით
- პირველი გადახდა
წარმოადგენს დეპოზიტს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას და ის უნდა ფარავდეს ჯავშნის
სრული ღირებულების მინიმუმ 30%-ს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ საკრედიტო ბარათით
დაუყოვნებლივ გადახდა, ან განახორციელოთ საბანკო გადარიცხვა თავდაპირველი დაჯავშნიდან
24 საათის განმავლობაში.
- მეორე გადახდით
უნდა დაიფაროს თანხის დარჩენილი ნაწილი და მისი განხორციელება შესაძლებელია როგორც
საკრედიტო ბარათის, ისე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, გამგზავრების დაგეგმილ
თარიღამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯავშანი ავტომატურად
წაიშლება, ხოლო დეპოზიტი ვერ ანაზღაურდება.
რეისის თარიღი: 61 — განუსაზღვრელი — გადახდა 3 შენატანით
- პირველი გადახდა
წარმოადგენს დეპოზიტს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას და ის უნდა ფარავდეს
ჯავშნის სრული ღირებულების მინიმუმ 10%-ს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ საკრედიტო
ბარათით დაუყოვნებლივ გადახდა, ან განახორციელოთ საბანკო გადარიცხვა თავდაპირველი
დაჯავშნიდან 24 საათის განმავლობაში. თუ ჯავშანი გაფორმდება დაგეგმილ გამგზავრებამდე
90 დღეზე მეტი ხნით ადრე, საბანკო გადარიცხვით გადახდა შესაძლებელი იქნება
თავდაპირველი დაჯავშნიდან 7 დღის განმავლობაში.
- მეორე გადახდა
უნდა ფარავდეს ჯავშნის სრული ღირებულების მინიმუმ 30%-ს და ის უნდა შესრულდეს
გამგზავრების დაგეგმილ თარიღამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ჯავშანი ავტომატურად წაიშლება, ხოლო დეპოზიტი ვერ ანაზღაურდება.
- მესამე გადახდით
უნდა დაიფაროს თანხის დარჩენილი ნაწილი და მისი განხორციელება შესაძლებელია საკრედიტო
ბარათის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. მესამე ნაწილის გადახდა უნდა განხორციელდეს
სრულად, რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.
ჯავშნის საფასურის მესამე ნაწილის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში,
ჯავშანი გაუქმდება.
თუ მეორე ან მესამე ნაწილები არ იქნება გადახდილი პირველი რეისის გამგზავრების თარიღამდე 60 და 30 დღით ადრე, ჯავშანი ავტომატურად წაიშლება და პირველი შენატანი არ აგინაზღაურდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ ჯავშანში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ჯავშნის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
დაკავშირებული ბმულები
გადახდა