თუ ავიაბილეთის დაჯავშნისას გადახდის ვარიანტად აირჩევთ საბანკო გადარიცხვას, ელფოსტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას.
საბანკო გადარიცხვის კომენტარების/დანიშნულების ძირითად ველში საჭიროა თქვენი დასტურის კოდის მითითება. კომენტარების/დანიშნულების დამატებითი ველების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აკრიფეთ ჯავშანში მითითებული პირველი მგზავრის სრული სახელი.
დარწმუნდით, რომ რიცხავთ ჯავშნის ზუსტ ღირებულებას და იხდით არჩეულ ვალუტაში.
თუ გადახდას საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადაწყვეტთ, დაჯავშნა უნდა განხორციელდეს გამგზავრებამდე მინიმუმ 14 დღით ადრე.
მრავალი ჯავშანი
თუ რამდენიმე ჯავშნის (დასტურის ინდივიდუალური კოდებით) საფასურის გადახდას აპირებთ, გთხოვთ, საბანკო გადარიცხვა თითოეული მათგანისთვის ცალ-ცალკე შეასრულოთ.
ვალუტა
დაჯავშნისას ფასები ნაჩვენები იქნება გამგზავრების ქვეყნის ვალუტაში (მაგ., უნგრულ ფორინტში (HUF)) თუმცა, სურვილისამებრ, სხვა ვალუტის არჩევაც შეგიძლიათ.
საბანკო გადარიცხვა Wizz Air-ის შესაბამისი ვალუტის საბანკო ანგარიშზე უნდა განხორციელდეს.
თუ ევროზონის საბანკო ანგარიში გაქვთ, აირჩიეთ SEPA გადარიცხვაან საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვა (საერთაშორისო საბანკო გადარიცხვა) Wizz Air-ზე თანხის გადასახდელად.
შენიშვნა: ძირითადად, თუ SEPA გადარიცხვით ისარგებლებთ, ტრანსაქციის საკომისიოზე თანხა დაგეზოგებათ, თუმცა, 2021 წლის 1 იანვრიდან გაერთიანებული სამეფო აღარ არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ გაერთიანებულ სამეფოში თანხის გადარიცხვისას, ზოგიერთ ბანკში, შესაძლოა, მოგიწიოთ დამატებითი გადასახადის გადახადა.
აგრეთვე, გაერთიანებული სამეფოს ბანკებში SEPA გადახდებისას მითითებული უნდა იყოს ტრანსაქციის მომთხოვნის მისამართი. მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით გადახდის მომწოდებელს.
აირჩიეთ ვალუტა, რომელშიც გსურთ ანგარიშსწორება, რის შემდეგაც გამოჩნდება შესაბამისი საბანკო ანგარიშის ნომერი.
გადახდა უნდა შესრულდეს დაჯავშნიდან 1 საბანკო დღის განმავლობაში.
თითოეულ კლიენტს, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, ერთდროულად მხოლოდ ერთი ავიაბილეთის დაჯავშნა შეუძლია. შემდგომი ჯავშნების გაფორმება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც Wizz Air მიიღებს პირველი ჯავშნისთვის განკუთვნილ თანხას.
If you have a billing address in United Kingdom, Denmark, Norway, Sweden, Finland, Estonia, Latvia, or Lithuania you can pay your bookings with Trustly.
Instant Bank Payment
Good news! Wizz Air payments just got safer, quicker, and easier than ever before. Pay directly from your online bank account, backed by bank-level security. With Trustly you no longer need a registration, an app, or even a card. As long as you have a bank account and a device, you are ready to go. This way you can manage your flights in the smoothest way possible, not to mention this is the best option if something were to come up and you needed a refund. So, what are you waiting for?
Please follow these steps:
Please check the total price and click „PAY AND BOOK NOW”
You’ll be redirected to the Trustly-hosted payment page, where you see a list of available banks in your country. Please select your bank, then log in to your online bank account and follow the steps.
After the payment, you will be redirected back to Wizz Air's website.
უკრაინულ გრივნაში საბანკო გადარიცხვა უკრაინის ტერიტორიის გარეთ მდებარე ბანკიდან ვერ შესრულდება. თუ უკრაინის საბანკო ანგარიშს არ ფლობთ, გადასახდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი. თუ გადასახდელი თანხა მიღებული იქნება უკრაინის ტერიტორიის ფარგლებს გარედან, ის დაბრუნდება გამგზავნის საბანკო ანგარიშზე, ხოლო ჯავშანი არ დადასტურდება.
სერბეთის ტერიტორიიდან სერბულ დინარში (RSD) საბანკო გადარიცხვების ინიცირება მხოლოდ არარეზიდენტების ანგარიშებიდან არის შესაძლებელი.
საკრედიტო/სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, დასტურის გვერდი ჩაიტვირთება დაჯავშნის პროცედურის დასრულებისთანავე. თქვენი სამგზავრო მარშრუტის გეგმის ასლი ელფოსტის მეშვეობით გამოგეგზავნებათ.
თუ დამადასტურებელი ელფოსტა (გეგმა) არ მიგიღიათ, გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი ელფოსტის ფილტრების პარამეტრები და საფოსტო ყუთები, რომლებშიც გაფილტრული ფოსტა ინახება. თქვენი რეისის მიმოხილვაში მითითებული იქნება დასტურის კოდი, თარიღები, სრული ღირებულება და სხვა აუცილებელი დეტალები. ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია თქვენი Wizz Air პროფილის „ყველა მომავალი მგზავრობის“ სექციიდან.
ჩვენ ვიღებთ Visa, Visa Electron, MasterCard, Maestro, Bancontact და UATP სადებეტო და საკრედიტო ბარათებს. გადახდა შესაძლებელიაWIZZ-ის ერთობლივი ბარათებითაც.
გაითვალისწინეთ, რომ Visa Electron და Maestro ბარათები მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებულია 3D უსაფრთხოების შესაბამის პროგრამაში ინტერნეტით ანგარიშსწორებისთვის (Verified by Visa ან MasterCard SecureCode).
თუ საკრედიტო ან სადებეტო ბარათს არ ფლობთ, ან იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარათის მიღება ვერ მოხერხდება, თქვენი ავიაბილეთის ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის ან WIZZ კრედიტის მეშვეობით არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, შეგიძლიათ WIZZ ვაუჩერის გამოყენებაც. დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბარათის მეშვეობით უნდა დაიფაროს.
საბანკო გადარიცხვის მეშვეობით გადახდა უნდა განხორციელდეს დაჯავშნიდან 24 საათის განმავლობაში. ჯავშნის დადასტურებას შეიძლება 4-5 სამუშაო დღე დასჭირდეს.
თუ საბანკო გადარიცხვის შესრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში თქვენი ჯავშნის დასტურს არ მიიღებთ, ან, თუ თქვენს Wizz Air პროფილში ჯავშნის სტატუსი ნაჩვენებია, როგორც „დაყოვნებული“, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Wizz Air-ისსაინფორმაციო ცენტრსდა დაადასტუროთ, რომ თქვენ მიერ გადახდილი თანხა მიღებულია.
გთხოვთ, არ გამოგვიგზავნოთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სანამ ამას თავად არ გთხოვთ.
გთხოვთ, პირველ რიგში, დაუკავშირდეთ თქვენი საკრედიტო ბარათის გამცემს და გაარკვიოთ, რაში მდგომარეობს პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემა ბანკის დამატებითი საკომისიოს ან ვალუტის გადაცვლის კურსში სხვაობით გამოწვეული არ არის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ცენტრს, ან გადმოგვიგზავნოთ განაცხადიკატეგორიაში „გადახდის შეცდომის“ მითითებით.
საკრედიტო ან სადებეტო ბარათით ანგარიშსწორების შემთხვევაში, თქვენი გადახდა გატარდება საერთაშორისო საბარათე გადახდების დამუშავების სისტემაში. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ფასი ევროს ან გირვანქა სტერლინგისგან განსხვავებულ ვალუტაშია მითითებული, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენი სადებეტო ან საკრედიტო ბარათიდან ჩამოჭრილი თანხა განსხვავდება (და შესაძლოა, აჭარბებს) იმ საბოლოო ფასისგან, რომელიც თქვენი ჯავშნის დასტურშია მითითებული. ეს საერთაშორისო საბარათე გადახდების დამუშავების სისტემაში ვალუტის გადაცვლის კურსში არსებული სხვაობით არის გამოწვეული.
როგორც წესი, რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უფრო დაბალი იქნება ტარიფი. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ, ჩვენ შეიძლება შემოგთავაზოთ სპეციალური პრომო-ფასები თქვენი ავიაბილეთის დაჯავშნისა და მგზავრობის თარიღებს შორის პერიოდში. სამწუხაროდ, ამგვარი პრომო-აქციები არ განიჭებთ უფლებას, მოითხოვოთ დაჯავშნისას არსებულ საბოლოო ტარიფსა და პრომო-აქციის ფარგლებში მოქმედ საბოლოო ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურება.
პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ბარათზე არსებული თანხა საკმარისია სრული ღირებულების დასაფარად. თუ პრობლემა გამეორდება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ბანკს და გაარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა თქვენი ბარათით ინტერნეტში გადახდა, ან ხომ არ არის დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვები ანგარიშსწორებაზე.
საკრედიტო ბარათით გადასახდელად, თქვენ ახალი ჯავშნის გაფორმება მოგიწევთ, რა დროსაც ახალი ტარიფები იმოქმედებს.