თქვენი მედიკამენტები ყოველთვის ხელბარგში უნდა გქონდეთ. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე თქვენი მედიკამენტების გაგრილებას ვერ უზრუნველვყოფთ.
ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორები,რომლებიც არ შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს, იმ პირობით, რომ ჩვენ მივიღებთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს აღჭურვილობის ტიპს,და სამედიცინო ფორმას „ფრენისთვის შესაფერისობის“ შესახებ(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).
თუ გსურთ, ბორტზე თან იქონიოთ, ან გამოიყენოთ ჟანგბადის გენერატორისგან განსხვავებული დამხმარე მოწყობილობა (პერსონალური რესპირატორული მოწყობილობა), როგორიცაა სასუნთქი აპარატი, საფრქვეველი, რესპირატორი, სასუნთქ გზებში დადებითი მუდმივი წნევისან ორფაზიანი ვენტილაციისაპარატები, უნდა წარმოადგინოთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).
თუ მგზავრობას აპირებთ აღნიშნულ მოწყობილობებთან ერთად, დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დოკუმენტების გადასამოწმებლად. გაითვალისწინეთ, რომ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.
მგზავრებმა აეროპორტში რეისზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ2 საათით ადრედა შესამოწმებლად წარმოადგინონ როგორც მოწყობილობა, ისე დოკუმენტები.
თუ საინფორმაციო ცენტრს წინასწარ არ დაუკავშირდებით ან/და აეროპორტში ვერ წარმოადგენთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმას, გადამყვანმა შეიძლება უარი გითხრათ ტრანსპორტირებაზე.
აღნიშნული მოწყობილობის გადატანა შეგიძლიათ უფასოდ, დამატებითი ნივთის სახით.
ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორების დამტკიცებული მოდელებია:
- AirSep FreeStyle
- AirSep LifeStyle
- AirSep Focus
- AirSep Freestyle 5
- (Caire) SeQual eQuinox / Oxywell (model 4000)
- Delphi RS-00400 / Oxus RS-00400
- DeVilbiss Healthcare iGo
- Inogen One
- Inogen One G2
- lnogen One G3
- lnova Labs LifeChoice Activox
- International Biophysics LifeChoice / lnova Labs LifeChoice
- Invacare XPO2 / XPO100
- Invacare Solo 2
- Oxylife Independence Oxygen Concentrator
- Precision Medical EasyPulse
- Respironics EverGo
- Respironics SimplyGo
- Sequal Eclipse
- SeQual SAROS
- VBox Trooper
მგზავრი ვალდებულია, ჰქონდეს სამედიცინო აღჭურვილობის სრულად დატენილი ბატარეების საკმარისი რაოდენობა, ფრენის ხანგრძლივობისა და შესაძლო დაგვიანების გათვალისწინებით. ხელბარგით დაშვებულია მაქსიმუმ 2 ბატარეის გადატანა, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს დაცული მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად. ბატარეების ტერმინალები უნდა იყოს ჩაღრმავებული ან შეფუთული ლითონის ობიექტებთან, მათ შორის, სხვა ტერმინალებთან (დამტენებთან) ან ბატარეებთან, კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.
გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ბორტზე სუნთქვის დამხმარე ისეთი მოწყობილობების ატანა, რომლებიც შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს.