ბარგი
ხელბარგი
მაქს. 10 კგ
უფასო
რეგისტრირებული ბარგი × 6
149×119×171 სმ
მაქს. 10 კგ, 20 კგ ან 32 კგ
ფასიანი
საგორებელი ჩანთა
მაქს. 10 კგ
WIZZ პრიორიტეტით
აკორდეონის ელემენტები
Wizz Air-ით მგზავრობისას ყოველ მგზავრს შეუძლია თან იქონიოს:
- ხელბარგის ერთი ერთეული (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ, 10 კგ), რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ.
- რეგისტრირებული ბარგის ექვსამდე ერთეული (მაქსიმუმ სამის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, wizzair.com-ზე, ან საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, ხოლო დანარჩენი ერთეულების შეძენა შესაძლებელია აეროპორტში).
- უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ უბაჟო ვაჭრობის პუნქტებში შეძენილი პროდუქცია.
WIZZ პრიორიტეტი
WIZZ პრიორიტეტის სერვისის შეძენის შემთხვევაში (ან თუ უკვე სარგებლობთ WIZZ პრიორიტეტით WIZZ Privilege Pass-ისა თუ WIZZ GO ან WIZZ Plus პაკეტის ფარგლებში), უფლება გექნებათ, იმგზავროთ როგორც უფასო ხელბარგით (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ), ისე დამატებითი საგორებელი ჩანთით (მაქს. 55×40×23 სმ). თქვენ გარანტირებულად შეიტანთ ორივე ჩანთას სალონში, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
მგზავრები WIZZ პრიორიტეტის გარეშე
მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ იქონიონ ხელბარგის ერთი ერთეული (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ). თუ WIZZ პრიორიტეტს არ შეიძენთ, ხოლო თქვენი ხელბარგის ზომა გადააჭარბებს მითითებულ შეზღუდვებს, აეროპორტში მოგიწევთ ზედმეტი ზომის მოსაკრებლის გადახდა.
ბორტზე დაშვებული დამატებითი ნივთები
ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ შემდეგი ნივთები:
- პალტო ან პლედი;
- მობილური ტელეფონი;
- ფრენისას საკითხავი მასალა.
- 2 წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის: ფრენის დროს სამყოფი საკვების დოზა და დასაკეცი საბავშვო ეტლი ან მცირე პორტატული საწოლი;
- ყავარჯნები შშმ მგზავრებისთვის.
ბარგის ნორმის შეძენა
ბარგის დამატებითი ადგილების შეძენა შეგიძლიათ როგორც ავიაბილეთის დაჯავშნისას, ისე მოგვიანებით, თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდიდან!
- გარდა ამისა, დამატებითი ადგილების ყიდვა შესაძლებელია რეისზე ონლაინ რეგისტრაციისას, გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე. ბარგის დამატებითი ადგილების საფასურის გადახდა აეროპორტშიც შეგიძლიათ, თუმცა მოსაკრებელი გაცილებით მაღალი იქნება. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად, საფასური ინტერნეტით გადაიხადოთ.
ზომა და წონა
თქვენი რეგისტრირებული ბარგის მაქსიმალური დაშვებული გაბარიტებია:
- სიგანე: 149 სმ
- სიმაღლე: 119 სმ
- სიგრძე: 171 სმ
რეგისტრირებული ბარგის ტიპები:
- 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
შეგიძლიათ ბარგის მაქსიმუმ 3 ერთეულის რეგისტრაცია. Wizz Air გთავაზობთ რეგისტრირებული ბარგის ახალ ტიპს 10 კგ-იანი ნორმით, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე არსებულ 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად. შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ 10 კგ-იანი ბარგის მაქსიმუმ 1 ერთეული, 20 კგ-იანი ბარგის 2 ერთეული ან 32 კგ-იანი ბარგის 3 ერთეული. რეგისტრირებული ბარგის სხვა კომბინაციების ინტერნეტით შეძენა ვერ მოხერხდება.
აქციეთ ხელბარგი რეგისტრირებულ ბარგად!
თუ თქვენი ნივთებისთვის მეტი სივრცე გჭირდებათ, გადაიხადეთ ბარგის მოსაკრებელი და დაამატეთ თქვენს ჯავშანს რეგისტრირებული ბარგი. რეგისტრირებული ბარგის სამი ერთეულის დამატება შეგიძლიათ ონლაინ, ხოლო კიდევ სამი ერთეულის დამატება შესაძლებელია აეროპორტში.
- შეიძინეთ რეგისტრირებული ბარგი ავიაბილეთის დაჯავშნისას;
- სურვილისამებრ, რეგისტრირებული ბარგის დამატება შეგიძლიათ თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდიდან, გამგზავრებამდე არა უგვიანეს სამი საათით ადრე.
საჭიროებისამებრ, მგზავრობა შესაძლებელია ბევრი ბარგითაც.
- თითოეულ რეისზე შეგიძლიათ ბარგის ექვსამდე ერთეულის რეგისტრაცია. ყოველი ერთეულისთვის მოგიწევთ ბარგის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა;
- ბარგის პირველი სამი ერთეულისთვის ადგილის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით. თუ უფრო მეტი ადგილი გჭირდებათ, დანარჩენი ერთეულებისთვის ადგილის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში;
ზოგიერთ აეროპორტში ბარგის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო ან სადებეტო ბარათით. ასეთი აეროპორტებია:
- ბრნოს აეროპორტი (BRQ)
- პარიზის ბოვეს აეროპორტი (BVA)
- კელნის აეროპორტი (CGN)
- დონეცკის აეროპორტი (DOK)
- დორტმუნდის აეროპორტი (DTM)
- გრენობლის აეროპორტი (GNB)
- ჰეუგესუნის აეროპორტი (HAU)
- ხარკოვის აეროპორტი (HRK)
- კიევის ჟულიანის აეროპორტი (IEV)
- კრისტიანსანის აეროპორტი (KRS)
- მალმეს აეროპორტი (MMX)
- მილანის მალპენსის აეროპორტი (MXP)
- პიზის აეროპორტი (PSA)
- სტავანგერის აეროპორტი (SVG)
- ტრონჰეიმის აეროპორტი (TRD)
- ოსლოს სანეფიორ ტორპის აეროპორტი (TRF)
- მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი (VKO)
დარწმუნდით, რომ თქვენს რეგისტრირებულ ბარგში არ არის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთი:
- ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები;
- საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები;
- კომპიუტერი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი ან სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები და მათი აქსესუარები;
- ოფიციალური, საქმიანი ან პირადი დოკუმენტები;
- სამოგზაურო ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
- გასაღებები;
- სითხეები;
- სამედიცინო პრეპარატები;
- ხელოვნების ნიმუშები;
- მალფუჭებადი პროდუქტები.
თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი შეიცავს რომელიმე ზემოჩამოთვლილ ნივთს, Wizz Air არ აგებს პასუხს მის დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან დაგვიანებით მოწოდებაზე.
ზოგიერთ აეროპორტში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები ნივთებზე, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ხელბარგით და/ან რეგისტრირებული ბარგით. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება აეროპორტის რეგულაციებს.
აკრძალული ნივთები
საყოველთაო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბორტზე დაუშვებელია შემდეგი ნივთების ატანა:
- თვითმფრინავისთვის, ადამიანებისთვის ან საკუთრებისთვის საფრთხის შემცველი ნივთები;
- ნივთები, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისას;
- არასათანადოდ შეფუთული ნივთები;
- ნებისმიერი ნივთი, რომლებიც აკრძალულია ერთ-ერთი იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილებებით ან ბრძანებებით, რომლიდანაც, რომელშიც ან რომლის გავლითაც განხორციელდება ფრენა;
- წონის, ზომის ან სხვა არასტანდარტული მახასიათებლების გამო ტრანსპორტირებისთვის შეუფერებელი ნივთები;
- ნივთები, რომლებიც ბორტზე მყოფ სხვა მგზავრებს შეუქმნის უხერხულობას ან უსიამოვნებას;
- ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები ან ფეთქებადი ნივთიერებები, მათ შორის, სანადირო ან სპორტული იარაღი;
- ნივთები ან ნივთიერებები, რომლებიც ჰგავს ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას ან ფეთქებად ნივთიერებას;
- აალებადი ნივთიერებები (შემდეგის გარდა: ალკოჰოლური სასმელები, თმის ლაქი, სუნამო და ოდეკოლონი);
- რადიოაქტიური ნივთიერებები;
- გათხევადებული აირი (შემდეგის გარდა: CO2 , რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური კიდურების მოძრაობას და აალებადი აირის კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება თვითგაბერვადი სამაშველო ჟილეტებისთვის);
- მომწამვლელი ან ინფექციური ნივთიერებები;
- ამომჭმელი ნივთიერებები (შემდეგის გარდა: თერმომეტრებში, ბარომეტრებსა და შშმ პირების ეტლების ბატარეებში არსებული ვერცხლისწყალი);
- პორტფელები, დიპლომატები და კეისები, რომლებიც აღჭურვილია ჩაშენებული სასიგნალიზაციო მოწყობილობებით, ლითიუმის ბატარეებით ან პიროტექნიკური მასალებით;
- ნივთები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბორტზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას, საკუთრებას, სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობას;
- ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც აკრძალულია იმ ქვეყნების წესებითა და დადგენილებებით, რომელთა გავლითაც ხორციელდება ტრანსპორტირება;
- წონის, ზომის ან სხვა მახასიათებლების გამო გადატანისთვის შეუფერებელი ნებისმიერი ნივთი;
- ადამიანის ნეშტი;
- ნებისმიერი სახის წებო ან საღებავი;
- ნებისმიერი ნივთი, რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის ტექნიკურ ინსტრუქციებსა“ და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესებში“.
თუ თქვენს ბარგში მოთავსებულია რომელიმე ზემოაღნიშნული ნივთი, მისი რეგისტრაცია შეიძლება ვერ მოხერხდეს. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით, სანამ ბარგის ჩალაგებას შეუდგებით!
მგზავრი ვალდებულია, დაემორჩილოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ყველა მოთხოვნას აუცილებლობის შემთხვევაში. თუ ბარგის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება მგზავრის მხრიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დაუმორჩილებლობის გამო, Wizz Air არ აგებს პასუხს ამით მიყენებულ ზარალზე.
საყოველთაო უსაფრთხოებისთვის, ხელბარგში არსებულ სითხეებთან დაკავშირებით ყველა რეისზე მოქმედებს მთავრობის მიერ დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:
- სითხეების ბორტზე ატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 100 მლ მოცულობის კონტეინერებით;
- სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი უნდა იყოს მაქსიმუმ 100 მლ და თავისუფლად ეტეოდეს 1 ლიტრი მოცულობის, გამჭვირვალე და ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში, რომლის ზომაც 20×20 სმ-ია;
- უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული პოლიეთილენის პარკი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე;
- სითხეები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გადაიყრება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. გთხოვთ, ყურადღებით ჩაალაგოთ თქვენი ხელბარგი.
Wizz Air-ის მეშვეობით სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეგიძლიათსპორტული აღჭურვილობის დამატებითი მოსაკრებლის გადახდით. დაშვებულია შემდეგი ერთეულების ტრანსპორტირება:
- თხილამურები, სნოუბორდი, სერფინგის აღჭურვილობა, გოლფის ჯოხებიანი ჩანთები;
- ხტომისთვის განკუთვნილი ჭოკები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეფუთულია ნაჭრის ტომრებში);
- ველოსიპედები, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურ სამოგზაურო შალითაში, მოხსნილი აქვს ბორბლები და პედლები, ხოლო საჭე გასწორებულია პარალელურ მდგომარეობაში. თუ ბორბლები დაშვებულია, ველოსიპედის ტრანსპორტირება შესაძლებელია მუყაოს შეფუთვაშიც;
- დაივინგის აღჭურვილობა ჟანგბადის ცარიელი ბალონებით, მოხსნილი ელკვების წყაროებით ან ნათურების გამორთული ჩამრთველებით;
- ირმის რქები და სხვა ტიპის სანადირო ნადავლი (თუ არსებობს შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა).
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ შესაფუთ მასალას. არ დაგავიწყდეთ სპორტული აღჭურვილობის შეფუთვა ზემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. არასათანადოდ შეფუთვის შემთხვევაში, სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება.
შინაური ცხოველები (გამძღოლი ძაღლების გარდა) ბორტზე არ დაიშვებიან. თუ მგზავრობას გამძღოლ ძაღლთან ერთად აპირებთ, არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ მისი სამგზავრო დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ ქვეყნის მოთხოვნებს, რომელთა სტუმრობასაც გეგმავთ.
დაკავშირებული ინფორმაცია
ცხოველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, არ დაიშვებიან Wizz Air-ის რეისებზე.
მგზავრს შეუძლია თვითმფრინავის სალონში აიტანოს მუსიკალური ინსტრუმენტის ჩასადები, რომლის მაქსიმალური სიგრძეც უნდა იყოს 80 სმ. ჩასადების დანარჩენი პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს 40×23 სმ-ს.
- მუსიკალური ინსტრუმენტების ბორტზე ატანა შესაძლებელია, თუ ჯავშანში დამატებული გაქვთ
WIZZ პრიორიტეტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საგორებელი ჩანთის ნაცვლად
იქონიოთ მუსიკალური ინსტრუმენტი;
- მსგავსი მუსიკალური ინსტრუმენტებია ვიოლინოები, ალტები, ფლეიტები, კლარნეტები, საყვირები ან უკულელეები
- მუსიკალური ინსტრუმენტის ჩასადები უნდა მოთავსდეს ხელბარგისთვის განკუთვნილ საზომში: სიგანე და სიღრმე თავისუფლად უნდა ჩაეტიოს, ხოლო სიმაღლე დასაშვებს აღემატებოდეს მაქსიმუმ 1,5-ჯერ;
- მცირე ზომის მუსიკალური ინსტრუმენტი თქვენს ხელბარგად ჩაითვლება და ბორტზე სხვა ერთეულის ატანას ვეღარ მოახერხებთ;
- მუსიკალური ინსტრუმენტი ზედა თაროზე უნდა შეინახოთ;
- მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც ზემოთ მითითებულ ზომებს არ აკმაყოფილებს და რომელთა ტრანსპორტირებაც რეგისტრირებული ბარგის სახით ვერ მოხერხდება, შეგიძლიათ გადაიტანოთ თვითმფრინავის სავარძელზე (დამატებითი ადგილის შეძენის შემდეგ);
- ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია ინტერნეტითაც: მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება მგზავრის რეალური გვარის შეყვანა;
- უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტების სალონში ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება საევაკუაციო გასასვლელების და პირველ რიგებში მდებარე ადგილებზე. ისინი უნდა მოთავსდეს ილუმინატორებთან მდებარე ადგილებზე;
- ვიოლონჩელოზე დიდი ზომის ინსტრუმენტები (მაგ., კონტრაბასი, არფა და ა.შ.) უნდა დარეგისტრირდეს „პირობითად დაშვებული ბარგის“ იარლიყით.
პირობითად დაშვებული ბარგის იარლიყები
დაზიანებული, მყიფე, მსხვილგაბარიტიანი, არასათანადოდ შეფუთული, დაგვიანებით რეგისტრირებული და არაგაბარიტული ბარგის ტრასპორტირება განხორციელდება მხოლოდ „პირობითად დაშვებული ბარგის“ იარლიყის მეშვეობით. Wizz Air პასუხს არ აგებს ამ ტიპის ნივთებზე.
დიპლომატიური ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბარგი, რომელიც აღჭურვილია დალუქული საკეტით, დეკლარირებული უნდა იყოს დიპლომატიური ბარგის სახით და მას მთელი მგზავრობის განმავლობაში თან უნდა ახლდეს დიპლომატიური კურიერი. ზომის, სპეციფიკური თავისებურებებისა და საგანგებო მოპყრობის საჭიროების მიუხედავად, დიპლომატიური ბარგის ტრანსპორტირება ყოველთვის განხორციელდება არარეგისტრირებული ბარგის სახით.
თუ დიპლომატიური ბარგის ზომების ან თავისებურებების გამო, მისი ბორტზე ატანა ვერ მოხერხდება, მისი ტრანსპორტირება განხორციელდება საბარგო განყოფილებით, თუმცა ის მაინც არარეგისტრირებულ ბარგად ჩაითვლება, ვინაიდან მასზე პასუხიმგებლობას ვერ ავიღებთ. ამ შემთხვევაში, კურიერი უნდა ესწრებოდეს დიპლომატიური ბარგის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მთელ პროცესს, ვინაიდან მასზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ის.
ლითიუმის ბატარეის ავიაგადაზიდვის შესაძლებლობა დამოკიდებულია მის ვატ-საათის (ვტ⋅სთ) მაჩვენებელზე (ლითიუმ-იონის, დამუხტვადი ბატარეებისთვის) ან ლითიუმის შემცველობაზე გრამებში (მეტალის ლითიუმის, არადამუხტვადი ბატარეებისთვის).
თუ ისეთი სამომხმარებლო ელექტრომოწყობილობების (საათების, გამომთვლელი მანქანების, ფოტოკამერების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, ვიდეოკამერების და ა.შ.) ტრანსპორტირებას აპირებთ, რომლებიც შეიცავს ლითიუმის ან ლითიუმ-იონის ელემენტებს ან ბატარეებს, მოკლე ჩართვების თავიდან ასაცილებლად, მათი სათადარიგო ბატარეები დაცული უნდა იყოს (მაგალითად, ორიგინალ შეფუთვაში ჩადებით ან კლემების სხვაგვარად იზოლირებით — საიზოლაციო ლენტის მიკვრით ან თითოეული ბატარეის პოლიეთილენის პარკში/დამცავ ქისაში ინდივიდუალურად მოთავსებით). ამასთანავე, სათადარიგო ბატარეების გადატანა დაშვებულია მხოლოდ ხელბარგით.
ნუ ჩადებთ სათადარიგო ბატარეებს რეგისტრირებულ ბარგში!
გარდა ამისა, ყოველი დამონტაჟებული ან სათადარიგო ბატარეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მეტალის ლითიუმისგან ან მისი შენადნობებისგან დამზადებული ბატარეები არ უნდა შეიცავდეს ლითიუმის 2 გრამზე მეტს;
- ლითიუმ-იონის ბატარეების ვატ-საათის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ⋅სთ-ს.
ლითიუმ-იონის ბატარეები, რომელთა ვატ-საათის მაჩვენებელი აღემატება 100 ვტ⋅სთ-ს, მაგრამ არ აჭარბებს 160 ვტ⋅სთ-ს, დაიშვება სათადარიგო ან მოწყობილობაში ჩადებული ბატარეების სახით ტრანსპორტირებისთვის, თუმცა მხოლოდ ხელბარგით და Wizz Air-ის ნებართვით.
ერთ პიროვნებას შეუძლია თან იქონიოს მაქსიმუმ ორი (2) ინდივიდუალურად დაცული სათადარიგო ბატარეა, რომელთა ვატ-საათის მაჩვენებელი მერყეობს 100-სა და 160 ვტ⋅სთ-ს შორის.
ერთეულები | ხელბარგი | რეგისტრირებული (ჩასაბარებელი) ბარგი | თან ქონა | საჭიროა ავიაკომპანიის თანხმობა |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, რომლებიც შეიცავს ლითიუმ-იონის ბატარეებს ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ხელბარგის სახით. საჭიროა სათანადო ზომების მიღება მსხვილი პორტატული ელექტრომოწყობილობები, როგორიცაა ლეპტოპები და ტაბლეტები, | დიახ | არა | დიახ | დიახ |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, რომლებიც
მუშაობს სათბობ ელემენტებზე, როგორიცაა კამერები, სათბობის შემცველი სათბობი ელემენტები დაშვებულია მხოლოდ ხელბარგში. სათბობი
ელემენტების კარტრიჯები შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ აალებად სითხეებს, | დიახ | არა | დიახ | არა |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, როგორიცაა
საათები, გამომთვლელი ყოველი დამონტაჟებული ან სათადარიგო ბატარეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ტრანსპორტირება უნდა მოხდეს
ხელბარგში. თუ მოწყობილობის ტრანსპორტირება ხორციელდება პორტატული
ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, სამედიცინო მოწყობილობები), რომლებიც შეიცავს | დიახ | დიახ | დიახ | არა |
პორტატული
ელექტოაღჭურვილობა, რომელიც შეიცავს ჰერმეტულ ბატარეას ბატარეის ძაბვა არ
უნდა აღემატებოდეს 12 ვოლტს, ხოლო აღჭურვილობა უნდა
იყოს დაცული უნებლიე გააქტიურებისგან, | დიახ | დიახ | არა | არა |
ბატარეებზე მომუშავე ელექტრონული
მოსაწევი მოწყობილობები გადატანაც ხდება მგზავრების ან ეკიპაჟის წევრების მიერ პერსონალური მოხმარებისთვის. მეტალის ლითიუმის ბატარეებში
ლითიუმის შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს მოწყობილობების
ან/და ბატარეების დატენა თვითმფრინავის ბორტზე | დიახ | არა | დიახ | არა |
ადამიანის ფერფლის ბორტზე ატანა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ის მოთავსებულია საიმედოდ შეფუთულ სპეციალურ კონტეინერში. ამ შემთხვევაში, აეროპორტში აუცილებელია გარდაცვალებისა და კრემაციის მოწმობების წარმოდგენა. ფერფლის ურნის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ ხელბარგის სახით.
იმ ნაკლებსავარაუდო შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი დაიკარგა, დაზიანდა ან იგვიანებს, ამის შესახებ შეგიძლიათ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე განაცხადოთ.
- ეწვიეთ ტრანზიტულ ზონაში მდებარე „ბარგის მიღების“ ან „დაკარგული ბარგის“ დახლს, სადაც ჩვენ დაგეხმარებით „ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტის“ (PIR) დაუყოვნებლივ შევსებაში;
- დანიშნულების აეროპორტში განუცხადებლობის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავიღებთ შესაბამის პასუხისმგებლობას;
- Wizz Air დაკარგვაზე პასუხისმგებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი დანიშნულების აეროპორტში განცხადებიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მოიძებნება;
- ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი სხვა მგზავრს საკუთარში შეეშლება — ნებისმიერ დაკავშირებულ ხარჯზე პასუხისმგებლობა ინციდენტში მონაწილე მგზავრს ეკისრება.
იმისთვის, რომ არასწორად გაგზავნილი ბარგი მფლობელს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, ბარგის რეგისტრაციამდე ყოველ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს მგზავრის სახელი, ინიციალები და მისამართი.
რეგისტრირებული ბარგის ტრანსპორტირება, შეძლებისდაგვარად, განხორციელდება იმავე თვითმფრინავით, რომლითაც მისი მფლობელი მგზავრობს. უსაფრთხოების ან საექსპლუატაციო მოსაზრებებიდან გამომდინარე, რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვა შეიძლება სხვა რეისით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, Wizz Air არ აგებს პასუხს ბარგის დაგვიანებაზე.
ბარგის დაზიანება
ბარგის დაზიანებაზე ჩვენი პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თუ თქვენი ბარგის დაზიანების ან წვრილმანი ქურდობის ჩამოფრენისთანავე შემჩნევა შეუძლებელი იყო, აეროპორტში ამის შესახებ განცხადება შეგიძლიათ ჩაფრენიდან 7 დღის ვადაში;
- თუ ბარგი თქვენი რეისით არ ჩამოფრინდება, ხოლო თქვენთვის დაბრუნებისას ის აღმოჩნდება დაზიანებული ან ნაკლული, წერილობითი განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ ბარგის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში;
- თუ ბარგი არასათანადოდ იყო შეფუთული, პასუხისმგებლობა შემცირდება;
- დაზიანებული ხელბარგის (მათ შორის, ტანსაცმლის) შესახებ განცხადება შეგიძლიათ ბორტზე ან ტრანზიტული ზონის დატოვებამდე.
პრეტენზიებისა და საჩივრების გადმოგზავნა
გთხოვთ, თქვენი წერილობითი პრეტენზია გაუგზავნოთ Wizz Air-ის პრეტენზიების განყოფილებას ან თქვენს სადაზღვევო კომპანიას, თუ პრეტენზიას პირდაპირ აყენებთ.
თქვენი პრეტენზიის უფრო სწრაფად განხილვის ხელშესაწყობად, გთხოვთ, დაურთოთ მას საბორტო ანგარიში ან ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტი, რომელიც დაგვიანების, დაზიანების ან წვრილმანი ქურდობის შესახებ განაცხადის გაკეთებისას, ბორტზე ან აეროპორტში გადმოგცეს. გთხოვთ, ასევე, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და იმ საბანკო ანგარიშის დეტალები, რომელზეც კომპენსაცია (თუ გეკუთვნით) უნდა ჩაირიცხოს.
Wizz Air-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურისთვის საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია საჩივრის ფორმის გადაგზავნის მეშვეობით.