(ბოლო განახლების თარიღი: 2021 წლის 12 მარტი — v1.0)
კონფიდენციალურობის შესახებ სრული შეტყობინების („შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ“) მიზანია, აღწეროს, თუ როგორ ხდება ჩვენი Chatbot-ის მონაცემების დამუშავება.
მონაცემთა ოპერატორი
WIZZ Air Hungary Ltd.(მისამართი: Laurus Offices, Kőér street 2/A, Building B, H-1103, Budapest, Hungary; “Wizz Air”, „ჩვენ”, „ჩვენი“ ან „ჩვენმა/ჩვენს...“).
რა მიზნით მუშავდება მონაცემები?
თქვენს მონაცემებს გამოვიყენებთ შემდეგი მიზნებისათვის:
1) თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად:თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა; ამ მიზნისთვის ვეყრდნობით კანონიერ უფლებებს.
2)Chatbot-ის გასაუმჯობესებლად: თქვენი თანხმობით შეგვიძლია, დავამუშავოთ მონაცემები Chatbot-თან თქვენი საუბრის ანალიზისთვის და გავაუმჯობესოთ ბუნებრივი ენის დამუშავების ალგორითმები. შესაბამისად, ამის დახმარებით ჩვენ უფრო ბუნებრივად შევძლებთ თქვენთან კომუნიკაციას.
3) Chatbot-ის მარკეტინგული შეტყობინებების დასაგზავნად:თუ თანახმა იქნებით, შესაძლოა, გამოგიგზავნოთ პირდაპირი ელექტრონული შეტყობინებები, მათ შორის, გამოკითხვები და ჩვენი სერვისის გასაუმჯობესებლად საჭირო, Chatbot-თან დაკავშირებული სხვა ელექტრონული მარკეტინგული კომუნიკაციები.
პერსონალური მონაცემების მოწოდება ნებაყოფლობითია. თუმცა, თუ მონაცემებს არ მოგვაწვდით, შესაძლოა, ჩვენი სერვისით ვერ ისარგებლოთ.
რა პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენ შესახებ?
ზემოაღნიშნული მიზნებისთვის მუშავდება შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
ა. საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, სქესი, ელფოსტის მისამართი, პროფილი სოციალური ქსელებში, ფოტო.
ბ. დიალოგის შინაარსი: მათ შორის თქვენი შეკითხვები, მომართვა ან ჩვენი კომუნიკაცია თქვენთან.
გ. გამოკითხვის მონაცემები:თქვენი გამოხმაურება ჩვენს გამოკითხვებსა თუ შეკითხვებზე და სხვა მარკეტინგული კომუნიკაციები თქვენთან.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები
თქვენს პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად გამოიყენება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:
- თქვენი თანხმობა ევროკავშირის 679/2016 აქტის (GDPR) 6 (1) a) მუხლის შესაბამისად („თანხმობა“).
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია ჩვენი კანონიერი ინტერესის საფუძველზე, GDPR-ის 6 (1) f) მუხლის ფარგლებში („კანონიერი ინტერესი“).
Wizz Air აქვს კანონიერი ინტერესი, დაამუშავოს მონაცემები თქვენს შეკითხვებსა და დაინტერესებებზე პასუხის გასაცემად, რადგან შეკითხვების მქონე მომხმარებლებთან კომუნიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მათ Wizz Air-ის ნდობა ჰქონდეთ. თუ მომხმარებლები შეკითხვით ან საჩივრით უშუალოდ Wizz Air-ს დაუკავშირდებიან, მათი მონაცემები დამუშავდება პასუხის გაცემის მიზნით.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ქვემოთ მოცემული მიზნებისთვის და სამართლებრივ საფუძვლებზე:
|
მონაცემთა დამუშავების მიზნები | დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორიები | სამართლებრივი საფუძველი |
თქვენს შეკითხვებსა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემა | - საიდენტიფიკაციო მონაცემები
- დიალოგის შინაარსი
| კანონიერი ინტერესი |
Chatbot-ის გაუმჯობესება | | თანხმობა |
Chatbot-ის მარკეტინგული შეტყობინებები | | თანხმობა |
რამდენ ხანს შევინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
პერსონალური მონაცემებს ვინახავთ, მაგრამ მხოლოდ ვალდებულებებისა და შესაბამისი მიზნების შესასრულებლად საჭირო დროის განმავლობაში. როდესაც პერსონალური მონაცემები საჭირო აღარ იქნება, წაიშლება ჩვენი ჩანაწერებიდან ან შეინახება სათანადო ანონიმურობის დაცვით.
ჩვენს Chatbot-თან ურთიერობისას შეგროვებული პერსონალური მონაცემები შეინახება მაქსიმუმ 1 წლით. თუ პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე შევაგროვებთ, მათი დამუშავება და შენახვა თქვენ მიერ თანხმობის გამოთხოვნამდე შეგვეძლება.
ვის შეიძლება ჰქონდეს წვდომა თქვენს მონაცემებზე?
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ Wizz Air-ის ავტორიზებულ თანამშრომლებს. შესაძლოა, ჩვენთვის მომსახურების გასაწევად მონაცემთა დამუშავებაში ჩავრთოთ სხვა პირები, მესამე მხარეები, ხოლო სასამართლოებმა, სამთავრობო უწყებებმა და სხვა ორგანოებმა, შესაძლოა, თქვენი მონაცემების მათთვის გაზიარება მოგვთხოვონ.
- სერვისის მომწოდებლები:შიდა პროცესების მხარდასაჭერად ჩვენ ვიყენებთ გარეშე IT-სისტემებს ან მესამე მხარის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებს.
|
მონაცემთა დამმუშავებლები | ადგილი | აქტივობა |
Destygo (Mindsay) | 131, avenue Parmentier, 75011 Paris, France | Chatbot-ის განვითარება და მუშაობა. |
Facebook Ireland Ltd. | 5 Hanover Quay 299136 Dublin, Ireland | Data storage and Messenger |
Amazon Web Services | 38 Avenue John F. Kennedy, L- 1855 Luxemburg | Data storage |
DeepL | DeepL GmbHMaarweg 16550825 Köln, Germany | Translation Services |
Google Ireland Ltd. | Google Building, Gordon House, Barrow Street, Dublin 4, Ireland | Translation Services |
salesforce.com EMEA Limited | Floor 26 Salesforce Tower, 110 Bishopsgate EC2N 4AY London, United Kingdom | CRM and LiveChat function |
- Wizz Air Group: თქვენი მონაცემები საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაზიარდეს Wizz Air Group-თან. Wizz Air Group-ის შესახებ დამატებითი ინფრომაციისთვის, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ბმულზეhttps://wizzair.com/en-gb/information-and-services/about-us/company-information.
- სახელმწიფო და აღმასრულებელი ორგანოები:თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო ან აღმასრულებელ ორგანოებს (როგორიცაა მარეგულირებელი ორგანოები), მათი მოთხოვნის საფუძველზე და მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან ჩვენი უფლებების თუ ჩვენი მომხმარებლების, თანამშრომლებისა და საკუთრების დასაცავად
პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, ასევე, გადაეცეს მხარეებს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) საზღვრებს გარეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება წესებს (როგორიცაა მონაცემთა გადაცემის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები), რომლებიც უთანაბრდება კონფიდენციალურობის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობით (მაგალითად, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტით, GDPR-ით) გათვალისწინებულ დაცვის დონეს.
მონაცემთა გადაცემის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების (2010/87/EU და/ან 2004/915/EC) საფუძველზე მონაცემთა გადაცემის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებით (რომელზეც საუბარია 46(5) GDPR ან სხვა სათანადო მნიშვნელობის მუხლში) ვადასტურებთ, რომ ყველა სხვა მიმღები, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) გარეთაა, შეინარჩუნებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამის დონეს და სათანადო ტექნიკურ-ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფილი იქნება პერსონალურ მონაცემთა სათანადო დაცვა შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, ასევე, შემთხვევითი დაკარგვისგან, შეცვლისგან, მისი უკანონო გამჟღავნებისგან ან მასზე უკანონო წვდომისგან, ასევე, ყველა სხვა ტიპის უკანონო დამუშავებისგან.
თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ ქვემოთ მოცემული უფლებები:
(i) უფლება წვდომაზე:უფლება გაქვთ, გვკითხოთ, გვაქვს თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და თუ გვაქვს, მოითხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალური მონაცემები გვაქვს.
ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია თქვენგან იდენტიფიკაციისათვის ან თქვენ მიერ მოთხოვნილი ასლებისათვის დაგაკისროთ გონივრული ოდენობის გადასახადი ადმინისტრაციულ ხარჯებზე დაყრდნობით.
(ii)შესწორების უფლება:მოთხოვნისამებრ, ჩვენ ვალდებული ვართ, გავასწოროთ არაზუსტი პერსონალური მონაცემები ან შევავსოთ არასრული პერსონალური მონაცემები.
(iii)წაშლის უფლება (მეხსიერებიდან წაშლის უფლება):გარკვეულ გარემოებებში ვალდებული ვიქნებით, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე წავშალოთ პერსონალური მონაცემები.
(iv)მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება:გარკვეულ გარემოებებში ვალდებული ვიქნებით, შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე, შევზღუდოთ პერსონალური მონაცემების გამოყენება. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მონაცემების გამოყენების უფლება მხოლოდ კანონში გაწერილი კონკრეტული შეზღუდული მიზნებისთვის გვექნება.
(v)მონაცემთა პორტაბელობის უფლება:გარკვეულ გარემოებებში შეიძლება უფლება გქონდეთ, მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც მანამდე მოგვაწოდეთ, გარკვეული სტრუქტურით, საზოგადო ფორმითა და მანქანით წაკითხვადი ფორმატით. ამას გარდა, შეიძლება უფლება გქონდეთ, მოითხოვოთ ამ მონაცემების გადაცემა სხვა პირისთვის ჩვენგან ხელის შეშლის გარეშე.
(vi) გაპროტესტების უფლება:
უფლება გაქვთ, გააპროტესტოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიზეზით, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძლოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. თუ გაპროტესტების უფლება გექნებათ და ამ უფლებით საფუძვლიანად ისარგებლებთ, თქვენი პერსონალური მონაცემები აღარ დამუშავდება იმ მიზნებისთვის, რომლებსაც გააპროტესტებთ. აღნიშნული უფლებით სარგებლობა უფასოდ შეგიძლიათ.
თუ ჩათვლით, რომ დაირღვა თქვენს კონფიდენციალურობასთან და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებები, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ უწყებას ევროკავშირის შესაბამის წევრ ქვეყანაში, სადაც არის თქვენი საცხოვრებელი ადგილი, სამსახური ან სადაც, სავარაუდოდ, მოხდა დარღვევა, ასევე, უნგრეთის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ეროვნული სამმართველოს სააგენტოს (Nemzeti Adatvédelmi és Információszabadság Hatóság – NAIH; seat: H-1055 Budapest, Falk Miksa str. 9-11.; ვებსაიტი: www.naih.hu; ტელეფონის ნომერი: +36-1-391-1400; ელფოსტის მისამართი: ugyfelszolgalat@naih.hu; ფაქსი: +36 1 391 1410.
Wizz Air-ის მონაცემთა დაცვის ოფიცერი
კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან იმის გასარკვევად, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, დაგვიკავშირდით ელფოსტის მეშვეობით ან მისწერეთ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ მისამართზე: Wizz Air Hungary Ltd., Laurus Offices, Kőér street 2/A, Building B, II-V., H-1103 Budapest (ან data.protection@wizzair.com).