WIZZ
ვაუჩერი
ფულადი ნომინალის მქონე ვაუჩერების პირობები:
თუ
WIZZ ვაუჩერი გაქვთ, მისი გამოყენება შესაძლებელია ავიაბილეთის დასაჯავშანადაც.
დარჩენილი თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბანკო ბარათის მეშვეობით უნდა დაიფაროს. ვაუჩერების
გამოყენება შესაძლებელია wizzair.com-ზე. ვაუჩერით
სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დაგეგმილ ავიარეისზე, რომელსაც ახორციელებს Wizz Air Hungary Ltd. („Wizz
Air“).
მგზავრობა
უნდა შესრულდეს ვაუჩერში მითითებული მოქმედების ვადის განმავლობაში, რომლის
შემდეგაც ვაუჩერი ბათილდება. თუ
დაჯავშნისას ვაუჩერის ნომინალური ღირებულების მთლიანად გამოყენება არ მოხდება, დარჩენილი ბალანსი
უკან არ დაბრუნდება.
გამოუყენებელი ვაუჩერების ფულადი ნომინალი და გამოუყენებელ ავიაბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ
ექვემდებარება. ვაუჩერების მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
ვაუჩერების
გამოყენება შესაძლებელია Wizz Air-ის ავიაბილეთების ღირებულების დასაფარად (მათ შორის, გადასახადების, მოსაკრებლებისა და
საკომისიოების), ასევე იმ დამატებითი სერვისების შესაძენად, რომლებიც ხელმისაწვდომია ავიაბილეთთან ერთად
და მითითებულია დაჯავშნის პროცესისას (მაგ.: ჩვილის მოსაკრებელი, პრიორიტეტული
ჩასხდომა, ფეხებისთვის დამატებითი სივრცე, ბარგის მოსაკრებლები).
მათი გამოყენება ვერ მოხერხდება იმ სერვისების
შესაძენად, რომლებიც მიუწვდომელია დაჯავშნის სტანდარტული პროცესის დროს (მათ შორის, მაგრამ
ამით არ შემოიფარგლება, ავტომობილების დაქირავებაზე, პარკინგზე აეროპორტში,
სასტუმროებზე)
თუ
ვაუჩერის ფულადი ნომინალი ავიაბილეთის სრულ ღირებულებას ვერ ფარავს,
დარჩენილი თანხის გადახდა უნდა მოხდეს საბანკო ბარათის მეშვეობით. ვაუჩერების გამოყენება ვერ მოხერხდება საბანკო
გადარიცხვისა და WIZZ ანგარიშის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში.
ვაუჩერების
გამოყენება შესაძლებელია ისეთი ჯავშნებისთვის, რომელთა ღირებულებაც მითითებულია ვაუჩერისგან
განსხვავებულ ვალუტაში.
არჩეული სერვისების და/ან
ავიაბილეთ(ებ)ის ღირებულების გადაყვანა მოხდება იმ ვალუტაში, რომელიც დაჯავშნის
პროცესის დროს არჩეული იქნება გადახდისთვის და ვალუტის გადაცვლის იმ კურსის მიხედვით, რომელიც დაჯავშნის მომენტში Wizz Air-ის მიერ გამოიყენება.
ყოველი
ჯავშნისთვის შესაძლებელია ერთი ვაუჩერის გამოყენება. ვაუჩერების
გამოყენება ვერ მოხერხდება დაჯავშნის დასრულების
შემდეგ სერვისების დამატებისას ან ავიარეისის/სახელის ცვლილების შემთხვევაში.
ავიაბილეთების
გამოყენებასა და Wizz Air-ის მიერ განხორციელებული საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვაზე ვრცელდება
Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგადი პირობები.
ვაუჩერების
თქვენ ან მესამე მხარის მიერ კომერციული მიზნით შეთავაზება, განსაკუთრებით,
ინტერნეტ-აუქციონების ან ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სხვა პლატფორმების მეშვეობით, ჩვენ მიერ პირდაპირ იკრძალება.
ავიაბილეთების
ვაუჩერების პირობები:
ავიაბილეთის
ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ერთი მგზავრის ორმხრივი ავიაბილეთის შესაძენად. ვაუჩერი
ფარავს ტარიფს, გადასახადებს, მოსაკრებლებსა და გადახდის დამუშავების საკომისიოს. ვაუჩერი არ
ფარავს დამატებითი სერვისების მოსაკრებლებს (პრიორიტეტული ჩასხდომა, ადგილი
დამატებითი სივრცით ფეხებისთვის და ა.შ.) და არც დიდი ხელბარგის, რეგისტრირებული ბარგის და ზენორმატიული ბარგის მოსაკრებლებს.
ვაუჩერით არ
იფარება რეისზე აეროპორტში რეგისტრაცია.
მგზავრობა
უნდა შესრულდეს განხორციელდეს ვაუჩერში მითითებული მოქმედების ვადის ამოწურვამდე. განრიგის სანახავად
მოინახულეთ wizzair.com.
Wizz Air-ის
საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ავიაბილეთის დაჯავშნა უნდა მოხდეს გამგზავრების დაგეგმილ თარიღამდე
არა უგვიანეს 30 დღით ადრე. საინფორმაციო
ცენტრების ნომრები მითითებულია ვებსაიტზე wizzair.com. დაჯავშნისას
აუცილებელია ვაუჩერების კოდებისა და ნომრების მითითება.
ვაუჩერების
მეშვეობით დაჯავშნილი ავიაბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე. ხელმისაწვდომი
ადგილების რაოდენობა განსაკუთრებით შეზღუდულია დღესასწაულების, სასკოლო
არდადეგებისა და მნიშვნელოვანი სპორტული თუ კულტურული ღონისძიებების დროს. ვაუჩერებით დაჯავშნისთვის ხელმისაწვდომი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით Wizz
Air-ის საინფორმაციო ცენტრი.
ადგილების ხელმისაწვდომობის მიხედვით, Wizz Air-ს შეუძლია მოთხოვნილი ჯავშნის გაფორმება
ან მგზავრობის ალტერნატიული თარიღების შემოთავაზება. ავიაბილეთების
გამოყენებასა და Wizz Air-ის მიერ განხორციელებული საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვაზე ვრცელდება
Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგადი პირობები. გამოუყენებელი
ვაუჩერების ფულადი ნომინალი და გამოუყენებელ ავიაბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
მგზავრის
სახელის, გამგზავრების თარიღის ან მგზავრობის მიმართულების შეცვლის შემთხვევაში (შემდგომში
„ჯავშნის შეცვლა“), თქვენ მოგიწევთ მოქმედი ადმინისტრაციული მოსაკრებლის
გადახდა, თუმცა არ დაგჭირდებათ თავდაპირველ და ახალ ტარიფებს, გადასახადებსა და
მოსაკრებლებს შორის სხვაობის დაფარვა. ჯავშნის შეცვლა უნდა განხორციელდეს გამგზავრების დაგეგმილ თარიღამდე არა უგვიანეს
30 დღით ადრე. გამგზავრების
თარიღის შეცვლა უნდა განხორციელდეს გამგზავრების შეცვლილ თარიღამდე მინიმუმ 30
დღით ადრე.