ინფორმაცია და სერვისები

რეგისტრაცია და ჩასხდომა

ონლაინ

უფასო

ამობეჭდეთ საკუთარი ჩასხდომის ბარათი, რომელიც
ხელმისაწვდომი იქნება ადგილების არჩევანის მიხედვით,
გამგზავრებამდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე

აპის ჩამოტვირთვა

მობილური აპი

უფასო

გამოიყენეთ ჩასხდომის მობილური ბარათი
ამობეჭდილის ნაცვლად

აეროპორტში

ფასიანი*

მიიღეთ ჩასხდომის ბარათი აეროპორტში

(უფრო იაფად, თუ შეიძენთ წინასწარ)

აკორდეონის ელემენტები

ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაბალი ტარიფების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ გთავაზობთ რეისზე ონლაინ რეგისტრაციის უფასო ვარიანტებს. რეისზე ონლაინ რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე30 დღით ადრე და სრულდება 3 საათით ადრე (თუ ადგილი შეიძინეთდაჯავშნისას).

თუ ადგილები არ შეგიძენიათ, რეისზე რეგისტრაცია თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება თითოეული რეისის გამგზავრებამდემხოლოდ 24 საათით ადრე.

  • გაიარეთ რეისზე ონლაინ რეგისტრაცია;
  • ამობეჭდეთ ჩასხდომის ბარათი;
  • წარმოადგინეთ ამობეჭდილი ჩასხდომის ბარათი და სამგზავრო დოკუმენტები აეროპორტის გასასვლელთან, დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს 30 წუთით ადრე;
  • თუ თქვენი სამგზავრო დოკუმენტები გაცემულია არა-ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ, თქვენ უნდა გამოცხადდეთ სარეგისტრაციო დახლთან, რათა გაიაროთ დოკუმენტაციის შემოწმება და მიიღოთ ჩასხდომის ბეჭედდარტყმული ბარათი;
  • თუ ბარგის ჩაბარებას აპირებთ, გაემართეთ ბარგის ჩაბარების დახლთან გამგზავრებამდე არა უგვიანეს 40 წუთით ადრე ან იმოქმედეთ ადგილობრივი წესების შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ სექციაში „რეგისტრაციის დაწყების დრო“.

თუ შენგენის ზონის ფარგლებში მგზავრობთ, ონლაინ რეგისტრაციის დროს არ არის აუცილებელი, მიუთითოთ სამგზავრო დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია, რადგან ამის მოთხოვნა არ არსებობს.

ზოგიერთი მარშრუტის შემთხვევაში, რეისზე ონლაინ რეგისტრაციისას შეიძლება მოგიწიოთ ვიზის შესახებ ინფორმაციის შეყვანა. თუ დანიშნულების ადგილზე მგზავრობისთვის ვიზა არ გჭირდებათ, შესაბამის ველში, უბრალოდ, მიუთითეთ სიმბოლოები „xxxxx“.

14 წლამდე ასაკის ბავშვები რეისზე ონლაინ უნდა დაარეგისტრიროს 16 წელზე უფროსმა ზრდასრულმა, რომელიც მგზავრობისას თან უნდა ახლდეს ბავშვს.

თქვენს ჯავშანში ცვლილებების შეტანა(რეისის და სახელის გარდა) ან დამატებითი სერვისების შეძენა შესაძლებელი იქნება რეისზე ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგაც.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

არა, თუ უკვე გავლილი გაქვთ ონლაინ რეგისტრაცია, მხოლოდ ჩასხდომის ბარათის ამობეჭდვა და წარდგენა დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ იმ აეროპორტისთვის, რომლიდანაც მიემგზავრებით, რეისზე ონლაინ რეგისტრაცია მიუწვდომელია, თქვენ უნდა მიაკითხოთ აეროპორტის სარეგისტრაციო დახლს და წარადგინოთ მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა).