ჯგუფური ჯავშნები
ფიქსირებული ფასი
ერთი ფასი ყველა მგზავრისთვის
მოქნილობა
შეცვალეთ სახელები და დაამატეთ მგზავრები
აკორდეონის ელემენტები
- მოიძიეთ სასურველი რეისები. თუ 16 ან მეტი მგზავრისთვის ჯგუფური ჯავშნის გაფორმება გსურთ, მოგიწევთ Wizz Air-ის ანგარიშის შექმნა ან მასში შესვლა. თუ სისტემაში უკვე შესული ხართ და სასურველი რეისები მოიძიეთ, მაგრამ ჯგუფური დაჯავშნის ფასებს მაინც ვერ ხედავთ, დააწკაპუნეთ „მოთხოვნის“ ღილაკზე და გადადით ჯგუფური ტარიფების გახსნის მოთხოვნის გვერდზე. როგორც კი ტარიფები ხელმისაწვდომი გახდება და შესაძლებელი იქნება დაჯავშნა, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას. როგორც წესი, ამას სჭირდება მაქსიმუმ 2 სამუშაო დღე.
- გააფორმეთ ჯავშანი. ჯგუფური ტარიფების გამოჩენის შემდეგ ჯავშნის გასაფორმებლად უნდა აირჩიოთ რეისები, დაამატოთ არასავალდებულო დამატებითი სერვისები და მიუთითოთ გადახდის სასურველი ვარიანტი. ჯავშნის დადასტურების შემდეგ ელფოსტის მეშვეობით მიიღებთ მგზავრობის მარშრუტის გეგმის შემცველ წერილს, რომელშიც მითითებული იქნება დასტურის კოდი.
- ატვირთეთ მგზავრების სახელები. ჯავშნისთვის მგზავრების სახელების დამატება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიაბილეთების ღირებულება სრულად დაიფარება. სახელების ატვირთვა და შეცვლა შესაძლებელია უფასოდ, რეისის გამგზავრების თარიღამდე არა უგვიანეს 72 საათით ადრე. ჯავშანში დამატებული მგზავრების სახელების დადასტურება მოხდება ელფოსტის გამოგზავნილი წერილის მეშვეობით, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება ჯგუფში შემავალი ყველა მგზავრის სახელი. თუ აღნიშნულ წერილს არ მიიღებთ რეისის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, მის გამოსაგზავნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჯგუფური ჯავშნების სამსახურს.
ჯგუფურ ჯავშნებთან დაკავშირებული შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ჯგუფური ჯავშნების სამსახურს.
გადახდების კალენდარი დაჯავშნილი ავიარეისის თარიღის მიხედვით:
რეისის თარიღი: 0-30 დღე — გადახდა ერთი შენატანით
- 1 შენატანით გადახდა — სრული ღირებულების 100%-ით გადახდა საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვით შესაძლებელია განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში.
რეისის თარიღი: 31-60 დღე — გადახდა 2 შენატანით
- პირველი გადახდა წარმოადგენს დეპოზიტს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას და ის უნდა ფარავდეს ჯავშნის სრული ღირებულების მინიმუმ 30%-ს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ საკრედიტო ბარათით დაუყოვნებლივ გადახდა, ან განახორციელოთ საბანკო გადარიცხვა თავდაპირველი დაჯავშნიდან 24 საათის განმავლობაში.
- მეორე გადახდით უნდა დაიფაროს თანხის დარჩენილი ნაწილი და მისი განხორციელება შესაძლებელია როგორც საკრედიტო ბარათის, ისე საბანკო გადარიცხვის მეშვეობით, გამგზავრების დაგეგმილ თარიღამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯავშანი ავტომატურად წაიშლება, ხოლო დეპოზიტი ვერ ანაზღაურდება.
რეისის თარიღი: 61 — განუსაზღვრელი — გადახდა 3 შენატანით
- პირველი გადახდა წარმოადგენს დეპოზიტს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას და ის უნდა ფარავდეს ჯავშნის სრული ღირებულების მინიმუმ 10%-ს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ აირჩიოთ საკრედიტო ბარათით დაუყოვნებლივ გადახდა, ან განახორციელოთ საბანკო გადარიცხვა თავდაპირველი დაჯავშნიდან 24 საათის განმავლობაში. თუ ჯავშანი გაფორმდება დაგეგმილ გამგზავრებამდე 90 დღეზე მეტი ხნით ადრე, საბანკო გადარიცხვით გადახდა შესაძლებელი იქნება თავდაპირველი დაჯავშნიდან 7 დღის განმავლობაში.
- მეორე გადახდა უნდა ფარავდეს ჯავშნის სრული ღირებულების მინიმუმ 30%-ს და ის უნდა შესრულდეს გამგზავრების დაგეგმილ თარიღამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯავშანი ავტომატურად წაიშლება, ხოლო დეპოზიტი ვერ ანაზღაურდება.
- მესამე გადახდით უნდა დაიფაროს თანხის დარჩენილი ნაწილი და მისი განხორციელება შესაძლებელია საკრედიტო ბარათის ან საბანკო გადარიცხვის მეშვეობით. მესამე ნაწილის გადახდა უნდა განხორციელდეს სრულად, რეისის გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე. ჯავშნის საფასურის მესამე ნაწილის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯავშანი გაუქმდება.
გაითვალისწინეთ, რომ ჯავშანში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ ჯავშნის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
დაკავშირებული ბმულები
ჯავშანში მითითებული თარიღის შეცვლა შესაძლებელია შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით თითოეული მგზავრსა და რეისზე. თუ ახალი რეისის ტარიფი იქნება თავდაპირველზე მაღალი, მოგიწევთ მათ შორის სხვაობის დაფარვა.
თანხის დაბრუნება
თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს „ტრანსპორტირების ზოგად პირობებს“. დეპოზიტი დაბრუნებას არ ექვემდებარება.