იხილეთ ჩვენი პოპულარული მიმართულებები.
აბუ-დაბი — ქალაქი, რომლის სახელსაც მონატრების გარეშე ვერ წარმოთქვამთ. ზოგი მისი საოცარი ადგილების აღმოჩენაზე ოცნებობს, სხვებს კი სულ უფრო მეტად ენატრებათ იქ დაბრუნება. სპარსეთის ყურის მშვენება აბუ-დაბი 200-ზე მეტ ბუნებრივ და ხელოვნურ კუნძულზეა გადაშლილი, ხოლო მატერიკთან მას ხიდები მაქთა, მუსაფა და შეიხ ზაიედი აკავშირებს. ამ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქს, ნებისმიერი ჩვენგანის ყველა სურვილის ასრულება შეუძლია: ამინდი, ჰორიზონტი, სამზარეულო, დასვენება, თავგადასავალი, ლამაზი მაღაზიები და ქვიშის მბრწყინავი დიუნები რეალობად ქცეული ოცნებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. უფრო მეტიც, დუბაისთან ახლო მდებარეობის გამო ის შესანიშნავი ადგილია არაბეთის გაერთიანებული საამიროების დასათვალიერებლად და ნამდვილი ოაზისია ყველასთვის, ვისაც რეგიონის უფრო სიღრმისეულად გაცნობა სურს.
აბუ- დაბის გასაცნობად დაათვალიერეთ შეიხ ზაიედის მეჩეთი, ისლამური არქიტექტურული ნამუშევარი, რომელიც გათვლილია 40 000-ზე მეტი მომლოცველის მისაღებად და ყოველწლიურად მილიონობით სტუმარს იზიდავს. არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი და ყველაზე სანახაობრივი მეჩეთი ისლამური ტოლერანტობისა და პატივისცემის გზავნილის გადმოსაცემად აიგო. მისი ხახვისფორმიანი გუმბათები, 1000-ზე მეტი სვეტი, ოქროს შანდლები და მსოფლიოში ყველზე გრძელი, ხელით ნაქსოვი ხალიჩა კარგად წარმოაჩენს არაბულ სიმდიდრეს. აღმოაჩინეთ ქასრ ალ ვათანის თვალწარმტაცი საპრეზიდენტო სასახლე და მისი შთამბეჭდავი ბიბლიოთეკა, რომელიც გამოირჩევა უძველესი წიგნების უზარმაზარი კოლექციით. ემირატების სასახლეში სტუმრებს ასევე დახვდება შიდა ბაღები, კერძო ყურე და გურმანთა დელიკატესები, როგორიცაა სასახლის კაპუჩინო ან აქლემის ბურგერი.
ეწვიეთ აბუ-დაბის უზარმაზარ, სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან სავაჭრო ადგილს, სადაც ნახავთ პორტისპირა თევზის ბაზარს, ბრწყინვალე ბუტიკებს კერძო სავაჭრო განყოფილებებით და არამხოლოდ. The Galleria Al Maryah Island აერთიანებს 400-მდე საცალო ბრენდს, ასევე, ქალაქში საუკეთესო კვების ობიექტებს, მათ შორის, მიშლენის 4-ვარსკვლავიანი შეფ-მზარეულის, ენრიკო ბარტოლინის, თანამედროვე იტალიურ შემოქმედებას Roberto’s Abu Dhabi-ში. Medinat Zayed-ის მაღაზიები ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, გამონაკლისია ოქროს, ბრილიანტის და მარგალიტის სამკაულების Madinat Zayed Gold Centre-ის მიმდებარე მაღაზიები. ტრადიციული ბაზრობები, პირველ რიგში, მათთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი მოგხიბლავთ, თუმცა არც საცალო ვაჭრობის კუთხით დარჩებით იმედგაცრუებული. იპოვეთ დღის საუკეთესო თევზი Mina Zayed-ში, თევზის ბაზრობაზე, გადაუღეთ ფოტო Al Mina Fruit-ის ცისარტყელისფერ დახლებს და ბოსტნეულის ბაზარს ან შეარჩიეთ ყავის საუკეთესო მადუღარა Souk Al Zafarana-ში.
არ მოგატყუოთ მათმა ზომამ, ნამდვილი შთაბეჭდილების მისაღებად დაათვალიერეთ აბუ-დაბის მომცრო კუნძულები. მოინახულეთ სერ-ბანი-იასის კუნძული და დაათვალიერეთ არაბეთის ველური ბუნების პარკი, განიტვირთეთ ბედნიერების კუნძულის უკიდეგანო აუზში, აღიდგინეთ ენერგია კუნძულ ზაია-ნურაის 5-ვასრკვლავიან ეკოკურორტებზე ან მიირთვით კოქტეილი კუნძულ ალ-მაიას კაბანას სანაპიროზე. განსხვავებული მღელვარების განსაცდელად დარეგისტრირდით გამთენიისას დიუნებზე აქლემით გასასეირნებლად ან მოიწყვეთ საფარის ტური მთელი ღამით 4x4 ტიპის ავტომანქანით და დაათვალიერეთ ალ-დჰაფრის რეგიონის დრამატული დიუნები. ასევე, შეგიძლიათ დატოვოთ უდაბნო, შეხვიდეთ წყალში და ქალაქის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაათვალიეროთ მანგროს ხეების ეროვნული პარკი: გაისეირნეთ კაიაკით რამდენიმემეტრიან მანგროს ხეებს შორის, მისი საოცარი ბინადრების, ფლამინგოებისა თუ დასავლური რიფის ყანჩების, გარემოცვაში.
აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს აბუ-დაბის აღმოსავლეთით 30,6 კმ-ში, მაგრამ მისი მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გასვლა. დუბაი აეროპორტიდან 120 კმ-ში და დაახლოებით 80 წუთის სავალზე მდებარეობს, მისვლა შესაძლებელია ტაქსით, WIZZ Ride-ის მეშვეობით ან უფრო მოსახერხებელი ვარიანტით, მანქანის დაქირავებით დღეში სულ 8 ევროდ. დაჯავშნეთ rentalcars.com-ზეახლავე!
ჩვენი პარტნიორის, Booking.com-ის მეშვეობით 5%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასურველი საცხოვრებელი, იქნება ეს უბრალო ბინა თუ საუკეთესო სასტუმრო. დაჯავშნეთ სასტუმრო ახლავე.
შეამოწმეთ, მოქმედი მარშრუტებიდან რომელზე შეგიძლიათ ჩვენთან ერთად ფრენა და გაეცანით სამგზავრო წესებს ქვემოთ მოცემული რუკის მეშვეობით.
ტრანსპორტირების ვარიანტების ერთმანეთთან დაკავშირებით WIZZ Ride კიდევ უფრო ამარტივებს მოგზაურობას. ის გთავაზობთ საჭიროებების მიხედვით ყველა მომსახურებას, სახლის დატოვების მომენტიდან თქვენი საოცნებო დანიშნულების ადგილამდე. გადმოწერეთ Wizz Air-ის მობილური აპიახლავე და ნახეთ, რამდენად მარტივია.
თუ WIZZ Flex-ს ავიაბილეთზე დაამატებთ, რეისის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდა არ მოგიწევთ. დაიბრუნეთ WIZZ კრედიტი თქვენს WIZZ ანგარიშზე, თუ გაუქმებას გადაწყვეტთ.
ოჯახთან ერთად მოგზაურობთ? ვიცით, რომ ეს შეიძლება რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ერთად თავმოყრილ რამდენიმე სასარგებლო რჩევასა და ოჯახებზე ორიენტირებულ სხვადასხვა სერვისს გთავაზობთ. ისარგებლეთ სპეციალური შემოთავაზებებითა და სერვისებით!