ხშირად დასმული შეკითხვები
ხშირად დასმული შეკითხვები
Wizz Air არ ასრულებს გადასაჯდომ რეისებს, მაგრამ მომხმარებლებს ეხმარება, ისარგებლონ WIZZ-ის ფართო ქსელით. ჩვენ გიჩვენებთ მიმართულებებს და დაგეხმარებით დაჯავშნის პროცესში, თქვენ მხოლოდ შემდეგი თავგადასავალი უნდა დაგეგმოთ
რეკომენდაციები MIX & MATCH ავიარეისებთან დაკავშირებით ექსკლუზიურად არის მოცემული Wizz Air-ის ვებსაიტზე. MIX & MATCH ავიარეისის დასაჯავშნად უნდა შეხვიდეთwizzair.com-ზე, აირჩიოთ სასურველი მარშრუტი და თარიღები ჯავშნების საძიებო ველში (MIX & MATCH ავიარეისები მონიშნულია +1-ით, მაგ., ტალინი +1), და მიჰყვეთ დამატებით მითითებებს. გაითვალისწინეთ, რომ MIX & MATCH ავიარეისების რეკომენდაციების ფარგლებში მხოლოდ ორმხრივი მგზავრობა შეიძლება დაიჯავშნოს.
პირველ რიგში, უნდა დაჯავშნოთ პირველი ორმხრივი მგზავრობა თქვენი გამგზავრების აეროპორტიდან შუალედური აეროპორტის მიმართულებით და უკან. პირველი ჯავშნის გაფორმებისა და საფასურის გადახდის შემდეგ, გადამისამართდებით გვერდზე, სადაც მეორე ჯავშნის გაფორმებას შეძლებთ — ორმხრივი მგზავრობა შუალედური აეროპორტიდან საბოლოო დანიშნულების მიმართულებით და უკან.
MIX & MATCH-ის მეშვეობით გაფორმებულ თითოეულ ჯავშანზე ვრცელდება გაუქმების ჩვეულებრივი წესები. ორმხრივი მგზავრობის დაჯავშნის/საფასურის გადახდის შემდეგ მისი უფასოდ გაუქმება ვეღარ მოხდება, იმ შემთხვევაშიც, თუ მომდევნო ორმხრივი მგზავრობა არ შესრულებულა. თითოეული ჯავშანი დამოუკიდებელია.
მაგალითად, თუ გსურთ განახორციელოთ ორმხრივი მგზავრობა გრან-კანარიიდან რომის გავლით პრაღის მიმართულებით, პირველ რიგში უნდა გააფორმოთ ჯავშანი გრან-კანარია—რომი—გრან-კანარია. შემდეგ შეძლებთ ჯავშნის გაფორმებას და საფასურის გადახდას რომი—პრაღა—რომის მიმართულებებზე.
გაითვალისწინეთ, რომ გენერირდება ორი ორმხრივი ჯავშანი და მიიღებთ ორ ინდივიდუალურ დასტურის კოდსა და ელწერილს.
არა, MIX & MATCH-ის მეშვეობით შემოთავაზებულია მხოლოდ შერჩეული მარშრუტები. ამჟამად ხელმისაწვდომი ყველა MIX & MATCH ავიარეისი გადაამოწმეთ wizzair.com-ზე საძიებო ველში (MIX & MATCH რეკომენდაციები მონიშნულია, როგორც „[მიმართულების სახელი] +1“).
ამჟამად, MIX & MATCH ავიარეისების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო ბარათის მეშვეობით. ჯავშნის გაფორმებისას უნდა განახორციელოთ ორი ინდივიდუალური გადახადა, თითოეული მგზავრობისთვის ცალ-ცალკე.
MIX & MATCH ავიარეისები ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როდესაც აეროპორტში რეგისტრაციისათვის და უსაფრთხოების პროცედურების გასავლელად საკმარისი დრო არის. ტრანსფერისთვის გათვლილია მინიმუმ 3 საათი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას თქვენ მიერ მომდევნო რეისზე რეგისტრაციაზე/ჩასხდომაზე დაგვიანების შემთხვევაში.
თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურად ავიარეისის თითოეული სეგმენტისთვის და ჯავშნისთვის დროის ჩვეულებრივ განსაზღვრულ პერიოდში. ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ გამგზავრების დაგეგმილ დრომდე 30 დღით / 24 საათით ადრე და გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 3 საათით ადრე. ამას გარდა, რეგისტრაცია აეროპორტშიც არის შესაძლებელი დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აეროპორტში რეგისტრაციის სერვისი შეძენილი იყო წინასწარ. გაითვალისწინეთ, რომ ონლაინ რეგისტრაციის სერვისი თითოეული ავიარეისისთვის სხვადასხვა დროს იხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: რეგისტრაცია და ჩასხდომა.
ონლაინ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ ორივე ავიარეისისა და ჯავშნისთვის, რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების შესაბამის დროს. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ აეროპორტში შესაძლებელი არ არის რეისზე ონლაინ რეგისტრაცია და არ გასცემენ ჩასხდომის ელექტრონულ ბარათებს. ამ შემთხვევაში, უფასო რეგისტრაციისთვის უნდა მიხვიდეთ შესაბამისი (გამგზავრების ან შუალედური) აეროპორტის სარეგისტრაციო დახლთან. დამატებითი ინფორმაციისთვის და უფასო რეგისტრაციის მქონე აეროპორტის სიების სანახავად იხილეთ: რეგისტრაცია და ჩასხდომა.
დიახ, თითოეული რეისისთვის და ჯავშნისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაციისა და გასვლის სტანდარტული პროცედურები. სხვა სიტყვებით, უნდა დარეგისტრირდეთ, ჩააბაროთ რეგისტრირებული ბარგი, გაიაროთ უსაფრთხოების შემოწმება და პასპორტის კონტროლი გამგზავრების აეროპორტში, შემდეგ გახვიდეთ და აიღოთ რეგისტრირებული ბარგი შუალედურ აეროპორტში. ამის შემდეგ, უნდა გაიაროთ იგივე პროცედურა შუალედურ და დანიშნულების აეროპორტებში.
თუ რეგისტრირებული ბარგით მგზავრობთ, ბარგი უნდა დაარეგისტრიროთ თითოეულ აეროპორტში (გამგზავრების და შუალედურ პუნქტებში). შუალედურ აეროპორტში ჩასვლისას გადაინაცვლეთ ბარგის მიღების სივრცეში, შეაგროვეთ ბარგი, დატოვეთ სატრანზიტო ზონა, დაარეგისტრირეთ ბარგი მომდევნო აეროპორტისთვის Wizz Air-ის სარეგისტრაციო დახლთან, შემდეგ გადაინაცვლეთ მომდევნო ავიარეისზე ჩასაჯდომად საჭირო უსაფრთხოების შესამოწმებლად და პასპორტის კონტროლის ხელახლა გასავლელად.
დიახ, შუალედურ აეროპორტში მოგიწევთ სრულად გახვიდეთ სატრანზიტო ზონიდან და კვლავ გაიაროთ უსაფრთხოებისა თუ პასპორტის კონტროლის შემოწმება შემდეგი ავიარეისისთვის. გაითვალისწინეთ, რომ თუ უსაფრთხოების ან პასპორტის შემოწმების და დაგვიანების გამო ვერ შეძელით რომელიმე რეისზე ასვლა, Wizz Air არ დაგიბრუნებთ და არ აგინაზღაურებთ თანხას, არც გამოტოვებული ავიარეისის ხელახლა დაჯავშნის შესაძლებლობას მოგცემთ, მათ შორის, არც შემდგომ ავიარეისებზე.
შუამავალ აეროპორტში უნდა გაიაროთ გასვლისა და რეგისტრაციის ჩვეულებრივი პროცედურები, უსაფრთხოებისა და პასპორტის კონტროლის ჩათვლით. მგზავრების პასუხისმგებლობაა, თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, COVID-19-თან დაკავშირებული, რომლებიც მოითხოვება როგორც შუალედური,ისედანიშნულების ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური დოკუმენტები ან ვიზები, რომლებიც შუამავალ ქვეყანაში (შეიძლება განსხვავდებოდეს ტრანსფერის ან ტრანზიტის დოკუმენტებისგან) შესვლის უფლებას მოგცემთ. გამგზავრებამდე მიმართეთ სახელმწიფო უწყებებს ან ნებისმიერ ოფიციალურ წყაროს. ჩასხდომის წინ მზად გქონდეთ დოკუმენტები, რადგან ისინი, შესაძლოა, აეროპორტში შეამოწმონ.
გაითვალისწინეთ, რომ Wizz Air არ ატარებს სპეციალურ პროცედურებს MIX & MATCH ავიარეისის მგზავრებისთვის და ითხოვს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტსა თუ ჩასხდომის ბარათს ყველა მგზავრისგან, მათ შორის, ბავშვებისა და ახალშობილებისთვის, როგორც შუალედური, ისედანიშნულებისქვეყნისთვის.
არა, Wizz Air არ იძლევა ცვლად ავიაბილეთებს. MIX & MATCH ავიარეისები თქვენთვის შემოთავაზებულია აეროპორტში შემოწმებისა და უსაფრთხოების პროცედურების შესასრულებლად საჭირო ოპტიმალური დროის გათვალისწინებით (მინიმუმ 3 საათი). გაითვალისწინეთ, რომ თუ უსაფრთხოების ან პასპორტის შემოწმების და დაგვიანების გამო ვერ შეძლებთ რომელიმე რეისზე ჩასხდომას, Wizz Air არ დაგიბრუნებთ და არ აგინაზღაურებთ თანხას, არც გამოტოვებული ავიარეისის ხელახლა დაჯავშნის შესაძლებლობას მოგცემთ, მათ შორის, არც შემდგომ ავიარეისებზე.
დიახ, Wizz Discount Club-ის უპირატესობები ხელმისაწვდომია MIX & MATCH ავიარეისების შემთხვევაში.
დიახ, შეგიძლიათ ორივე ავიარეისისთვის მოითხოვოთ განსაკუთრებული დახმარება დაჯავშნის პროცესის განმავლობაში ან მოგვიანებით თქვენს WIZZ ანგარიშში, გამგზავრების დრომდე მინიმუმ 48 საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებული დახმარების მოთხოვნა თითოეული ავიარეისისთვის ინდივიდუალურად არის საჭირო. დახმარების მოთხოვნის შემდეგ დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: განსაკუთრებული დახმარება შეფერხებული რეისებისა და შშმ მგზავრებისთვის.
დიახ, ორივე ჯავშანი დამოუკიდებელია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახერხებთ ჩასხდომას რეისზე გამგზავრების აეროპორტიდან შუამავალ აეროპორტამდე, მაინც შეგიძლიათ ჩასხდეთ იმ ავიარეისზე, რომელიც მიემგზავრება შუალედური აეროპორტიდან დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით.