ქალაქები სტუმრობისთვის
არაბთა გაერთიანებული საამიროები
რატომ უნდა მოინახულოთ არაბთა გაერთიანებული საამიროები?
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა — არაბთა გაერთიანებული საამიროები, სასიამოვნო არდადეგების გასატარებლად, სტუმრებს ბრწყინვალე თანამედროვე სანახაობებს სთავაზობს. მსოფლიოს ყველაზე ძვირფასი სასტუმროებით დაწყებული, სავაჭრო ცენტრებით დამთავრებული, რომლებიც საყიდლების მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს, დუბაი და აბუ დაბი ქალაქში გასასეირნებლად საუკეთესო არჩევანია. აქ სტუმრების თანამგზავრი იქნება მზე და მათ პლაჟზე ნებივრობის საშუალებაც მიეცემათ.არაბთა გაერთიანებული საამიროების ღირშესანიშნაობები
არაბთა გაერთიანებული საამიროების სწრაფმა განვითარებამ ეს ქვეყანა თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებით გაამდიდრა. ბურჯ-ხალიფას ცათამბჯენი 160-სართულიანია, რომლის თავზეც განთავსებულია სათვალთვალო პუნქტი, ხოლო ბურჯ-ალი-არაბი მართლაც საკულტო ნაგებობაა. ბუნებრივ სანახაობათა შორისაა ლივას ოაზისის ქვიშის დიუნები და ჰაჯარის მთები.შოპინგი არაბთა გაერთიანებული საამიროებში
არაბთა გაერთიანებული საამიროები მართლაც მსოფლიო შოპინგის ერთ-ერთი დედაქალაქია, რომლის სავაჭრო ცენტრების დათვალიერებასაც დღეები სჭირდება. აქ — ძვირადღირებული მოდის, ძვირფასი სამკაულების თუ ადგილობრივ ბაზრობაზე გამოფენილი სანელებლების მოყვარულები — ყველა იპოვის თავისას. მაღაზიებში სიარული აქ ეროვნული ჰობის რანგშია აყვანილი.ტარიფების ძიება
სამგზავრო შეზღუდვები
COVID-თან დაკავშირებით ამჟამინდელი შეზღუდვების გასაცნობად გაეცანით Wizz Air-ის მგზავრობის დაგეგმვის რუკას.