Wizz Air Hungary Ltd. გთავაზობთ გადახდისუუნარობის შემთხვევებისგან დაცვას Colonnade Insurance S.A-სთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია გადახდისუუნარობის შემთხვევებისგან დაცვაზე. აღნიშნულ სუბიექტთან ან, შესაბამის შემთხვევაში, კომპეტენტურ ორგანოსთან (Budapest Főváros Kormányhivatala, მისამართი: 1056 Budapest, Váci utca 62-64.; ელფოსტა: budapest@bfkh.gov.hu; ტელ.: +36-1-328-5862) დაკავშირება მგზავრებს შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიიღებენ უარს ამა თუ იმ სერვისის შესრულებაზე იმ მოვაჭრის გადახდისუუნარობის გამო, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირებულ სამოგზაურო ღონისძიებას. შენიშვნა: გადახდისუუნარობის შემთხვევებისგან დაცვა არ მოიცავს Wizz Air Hungary Ltd.-ისგან განსხვავებულ მხარეებთან გაფორმებულ შეთანხმებებს, რომლებიც შეიძლება შესრულდეს იმ მოვაჭრის გადახდისუუნარობის მიუხედავად, რომელიც უზრუნველყოფს დაკავშირებულ სამოგზაურო ღონისძიებას. სახელმწიფო განკარგულება № 472/2017. (XII. 28.) „სამოგზაურო სერვისების თაობაზე გაფორმებული შეთანხმებების და კერძოდ, პაკეტურ შემოთავაზებებისა და დაკავშირებული სამოგზაურო ღონისძიებების თაობაზე გაფორმებული შეთანხმებების შესახებ“ (დამატებითი ინფორმაცია)