აღმოაჩინეთ მოგზაურობის სხვადასხვა შესაძლებლობა

მარტივად დაგეგმეთ მთელი დასვენება

ინფორმაცია და სერვისები

განსაკუთრებული დახმარება

48h

თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ,

Wizz Air-ს ამის შესახებ დაგეგმილ გამგზავრებამდე

მინიმუმ 48საათით ადრე 

უნდა შეატყობინოთ.

აკორდეონის ელემენტები

რეგულაცია (EC) № 1107/2006-ის შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს აეროპორტებში მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებად ითვლებიან პირები, რომელთა ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარება მათი მომსახურების მიმართ (ჩასხდომისას/გადმოსხმისას, ფრენის მსვლელობისას, ავარიული ევაკუაციისას, სახმელეთო მომსახურებისას) ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ, სხვა მგზავრებზე არ ვრცელდება.

შშმ მგზავრებად ითვლებიან მგზავრები, რომლებიც:

  • იყენებენ ეტლებს;
  • აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევები;
  • მგზავრობენ გამძღოლ ძაღლებთან ერთად.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებად ითვლებიან ისინი, ვინც:

  • არიან ფეხმძიმედ;
  • მგზავრობენ მოტეხილი ფეხით;
  • მგზავრობენ ტრანსპორტირების მოწყობილობებით;
  • აქვთ ინფექციური დაავადება;
  • იყენებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო მოწყობილობებს;
  • სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ესაჭიროებათ დამატებითი ჟანგბადი.

იმ შემთხევაში, თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ განსაკუთრებული დახმარების ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრს.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ნომრები განკუთვნილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებისთვის და სხვა სახის ცნობები მათზე არ გაიცემა. ზარებზე მოქმედებს ადგილობრივი ტარიფები.


  • აზერბაიჯანი

    +3616777502

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +3616777502
  • ბელგია

    +3225887035

    ენა French
    ტელეფონის ნომერი +3225887035
  • ბულგარეთი

    +35924928367

    ენა Bulgarian
    ტელეფონის ნომერი +35924928367
  • ბოსნია — Telecom RS

    +38755233981

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +38755233981
  • ხორვატია

    +38517757014

    ენა Croatian
    ტელეფონის ნომერი +38517757014
  • კვიპროსი

    +35722007144

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +35722007144
  • ჩეხეთი

    +420225850035

    ენა Czech
    ტელეფონის ნომერი +420225850035
  • დანია

    +45 787 33 194

    ენა Danish
    ტელეფონის ნომერი +45 787 33 194
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები

    +3616777508

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +3616777508
  • ფინეთი

    +358931585800

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +358931585800
  • საფრანგეთი

    +33170700852

    ენა French
    ტელეფონის ნომერი +33170700852
  • საქართველო

    +995706777037

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +995706777037
  • გერმანია — გერმანულენოვანი

    +4969120066954

    ენა German
    ტელეფონის ნომერი +4969120066954
  • საბერძნეთი

    +302130022598

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +302130022598
  • უნგრეთი

    +3616777505

    ენა Hungarian
    ტელეფონის ნომერი +3616777505
  • ისლანდია

    +354 497 1283

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +354 497 1283
  • ისრაელი

    +97233741285

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +97233741285
  • იტალია

    +390200689768

    ენა Italian
    ტელეფონის ნომერი +390200689768
  • ლატვია

    +37167660434

    ენა Latvian
    ტელეფონის ნომერი +37167660434
  • ლიტვა

    +37052032417

    ენა Lithuanian
    ტელეფონის ნომერი +37052032417
  • მაკედონია

    +38923207642

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +38923207642
  • მალტა

    +35627781644

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +35627781644
  • მოლდოვა

    +3616777509

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +3616777509
  • ნიდერლანდები

    +31202621943 ****

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +31202621943 ****
  • ნორვეგია

    +4721930671

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +4721930671
  • პოლონეთი

    +48221284905

    ენა Polish
    ტელეფონის ნომერი +48221284905
  • პორტუგალია

    +351300500497

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +351300500497
  • რუმინეთი

    +40312294796

    ენა Romanian
    ტელეფონის ნომერი +40312294796
  • რუსეთი

    +74995044413

    ენა Russian
    ტელეფონის ნომერი +74995044413
  • სერბეთი

    +381113216842

    ენა Serbian
    ტელეფონის ნომერი +381113216842
  • სლოვაკეთი

    +421233046989

    ენა Czech
    ტელეფონის ნომერი +421233046989
  • სლოვენია

    +38617774391

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +38617774391
  • ესპანეთი

    +34910602892 ****

    ენა Spanish
    ტელეფონის ნომერი +34910602892 ****
  • მათთვის, ვინც ესპანეთის კატალონიის ტერიტორიიდან რეკავს

    +3493737006

    ენა Catalan
    ტელეფონის ნომერი +3493737006
  • შვედეთი

    +46812410514

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +46812410514
  • შვეიცარია

    +41225510025

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +41225510025
  • გაერთიანებული სამეფო

    +443309770444

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +443309770444
  • უკრაინა

    +380893202532

    ენა Ukrainian
    ტელეფონის ნომერი +380893202532
  • მონტენეგრო

    +3616777511

    ენა
    ტელეფონის ნომერი +3616777511

განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მხარდაჭერას ინგლისურ, უნგრულ, პოლონურ და რუმინულ ენებზე გთავაზობთ. 

სხვა ენებზე გასასაუბრებლად, შეგიძლიათ დარეკოთ 07:00-დან 22:00 სთ-მდე (ცენტრალური ევროპის დროით).

იმ შემთხვევაში, თუ განსაკუთრებული დახმარების მოთხოვნის ელფოსტის მეშვეობით გაგზავნა გსურთ, გთხოვთ, გააგზავნოთ თქვენი მიმართვა მისამართზე: specialassistance@wizzair.com

თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების გარეშე, ადგილიდან ადგომას და საევაკუაციო გასასვლელამდე მისვლას ვერ მოახერხებთ; ან იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., უსაფრთხოების ინსტრუქციების გაგება და მათზე რეაგირება კოგნიტური ან სწავლასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე სიბრმავის ან სიყრუის გამო), უსაფრთხოების ღვედის მოხსნა, სამაშველო ჟილეტის ამოღება და ჩამოცმა, ან ჟანგბადის ნიღბის მორგება — ამ შემთხვევაში, თქვენ უნარიანი ზრდასრული უნდა გახლდეთ თან.

თქვენი თანხმლები პირი უნდა იყოს 16 წელზე უფროსი და სათანადო ფორმაში იმისთვის, რომ საგანგებო ვითარების შემთხვევაში, თქვენი დახმარება შეძლოს.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ და თქვენი თანხმლები პირი გვერდიგვერდ მოგათავსოთ.

თქვენ უფასოდ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ან აიტანოთ ბორტზე შშმ პირების ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა.

ბატარეები

ტრანსპორტირებისთვის დაშვებულია მხოლოდ მექანიკური და მშრალ, ჰერმეტულ ბატარეებზე მომუშავე ეტლები. ბატარეების გადაზიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოკლე ჩართვების თავიდან აცილების მიზნით, მათი კლემები იზოლირებული იქნება. ბატარეა ეტლთან საგულდაგულოდ უნდა იყოს მიმაგრებული.

გაბარიტები

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ეტლი არ იკეცება, გთხოვთ, განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრში

დახმარება

თქვენი კომფორტის უზრუნველსაყოფად, ჩვენი მომსახურების აგენტი რეისზე რეგისტრაციის და ბარგის ჩაბარების დროს გაგიწევთ დახმარებას. თქვენ ასევე მიგაცილებენ ჩასხდომის გასასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად და ბორტამდე. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგხვდებათ ადგილი ფანჯარასთან.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრები სასმელთან, საკვებთან თუ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ დახმარებას ვერ გაგიწევენ, თუმცა საჭიროებისამებრ, მათ თქვენი საპირფარეშომდე მიცილება შეუძლიათ.

დამხმარე საშუალებები

სამწუხაროდ, ჩვენს რეისებზე ბორტზე ეტლით გადაადგილების საშუალებას ვერ გთავაზობთ.

შეზღუდვა

ერთი რეისით 28-მდე შშმ მგზავრის გადაყვანა შეგვიძლია, იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო დახლიდან ადგილის დაკავებამდე ეტლით სარგებლობა მაქსიმუმ 10 მათგანს სჭირდება. ჩვენს Airbus A321 ტიპის ხომალდზე შშმ მგზავრებისთვის 36 ადგილია და მასზე შესაძლებელია მაქსიმუმ 12 ისეთი მგზავრის მიღება, რომლებსაც ეტლით სარგებლობა რეგისტრაციიდან ადგილის დაკავებამდე დროის განმავლობაში ესაჭიროებათ.

მგზავრებს, რომლებსაც მხედველობის ან სმენის დარღვევები აქვთ, დახვედრისა და დახმარების სერვისებს ვთავაზობთ. ჩვენ დაგეხმარებით რეგისტრაციისას, მიგაცილებთ უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად, ხოლო შემდეგ, ჩასხდომის გასასვლელთან. ბორტზე თქვენ ყველაზე ადრე ახვალთ, სადაც ჩვენი ეკიპაჟის წევრები ბარგის შენახვაში და ადგილზე მოთავსებაში დაგეხმარებიან.

გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე შეატყობინოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს იმის შესახებ, რომ დახვედრისა და დახმარების სერვისის მოთხოვნა გსურთ.

სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს ბრძანება №27/2009-ის მიხედვით, გამძღოლი და დამხმარე ძაღლები ბორტზე დაიშვებიან უსასყიდლოდ შშმ იმ პირებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ რეისზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ძაღლის ამოყვანა, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილ ადგილს არ უნდა იკავებდეს.

გთხოვთ, დაჯავშნისას შეგვატყობინოთ, რომ მგზავრობას დამხმარე ძაღლთან ერთად აპირებთ. გარდა ამისა, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს, ან გააგზავნოთ ელწერილი განსაკუთრებული დახმარების ელფოსტის მისამართზე. გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ძაღლი სერტიფიცირებული დამხმარე ძაღლია;
  • ყველა დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს იმ ქვეყნების რეგულაციები, რომელშიც/რომლიდანაც მგზავრობთ.

ბორტზე სხვა ცხოველებთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია.

გამძღოლ და დამხმარე ძაღლებთან მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტრანსპორტირების მოწყობილობა დაზიანდება, დაიკარგება ან დაიგვიანებს, ამის შესახებ განაცხადი ჩამოფრენების დარბაზის დატოვებამდე უნდა გააკეთოთ, რის შემდეგაც ჩვენი მომსახურე აგენტი ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტს გადმოგცემთ.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი პრეტენზია ფოსტით; ასევე, პრეტენზიის გადმოგზავნა ინტერნეტითაც არის შესაძლებელი.

მონრეალის კონვენციის მიხედვით, თქვენი ტრანსპორტირების დამხმარე საშუალების დაზიანებისთვის, დაკარგვისთვის ან დაგვიანებისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობა მგზავრზე 1131 სპეციალური სასესხო უფლებით (SDR) შემოიფარგლება.

დაკავშირებული ინფორმაცია

საჩივრის ფორმა

თქვენ უფასოდ შეგიძლიათ გადაიტანოთ ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა, მათ შორის, ყავარჯნები და სასიარულო ჩარჩოები. 
ყავარჯნების ატანა შესაძლებელია ბორტზე, ხოლო სასიარულო ჩარჩო ბარგში უნდა ჩააბაროთ. 

იმ შემთხვევაში, თუ თაბაშირის სახვევში მოთავსებული მოტეხილი ფეხით მგზავრობთ, რომელსაც მუხლში ვერ ხრით, თქვენ დამატებითი ადგილის შეძენა დაგჭირდებათ. 

ავიაბილეთის დაჯავშნისას, მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება თქვენი რეალური გვარის შეყვანა.  

იმ შემთხვევაში თუ ავიაბილეთი უკვე დაჯავშნილი გაქვთ, მაგრამ მასში დამატებითი ადგილი არ მიგითითებიათ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფეხმძიმე ქალებს მგზავრობა მხოლოდ ფეხმძიმობის 34-ე კვირამდე შეუძლიათ. თუ მგზავრი ტყუპებზეა ფეხმძიმედ, მგზავრობა მხოლოდ 32-ე კვირამდეა დაშვებული.

ფეხმძიმობის 28-ე კვირის შემდეგ, გთხოვთ, წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს თქვენი რეისის გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.

იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანისას, ფეხმძიმე ქალების და/ან მათი დაუბადებელი შვილების ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, Wizz Air-ის პასუხისმგებლობა მხოლოდ „გადაყვანის ზოგადი პირობების“ შესაბამისად განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ ინფექციური დაავადება გაქვთ ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს, თქვენ დაგჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს თქვენი რეისის გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მგზავრისთვის მიყენებულ ტრავმებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ან სიკვდილზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს მგზავრის საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანა იქნება. 

გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დაუკავშირდეთ ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.

თქვენი მედიკამენტები ყოველთვის ხელბარგში უნდა გქონდეთ. იმ შემთხვევაში, თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა გქონეთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.

ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორები, რომლებიც შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს არ შეიცავს. ასევე შეგიძლიათ თან იქონიოთ უწყვეტი დადებითი წნევის მიწოდების აპარატი იმ შემთხვევაში, თუ მისი წარმომავლობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენთ. ამ მოწყობილობის გადატანა დამატებითი ნივთის სახით შეგიძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობას აღნიშნული მოწყობილობით აპირებთ, გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დაუკავშირდეთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.

გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ბორტზე სუნთქვის დამხმარე ისეთი მოწყობილობების ატანა, რომლებიც შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს შეიცავს.

ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენი მედიკამენტების გაგრილებას ვერ უზრუნველვყოფთ.

ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით ჟანგბადს მგზავრებისთვის, რომლებიც მას სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე ჟანგბადის საკუთარ კონტეინერს ვერ აიტანთ.

დაუკავშირდით ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე და გამოგვიგზავნეთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება ის, რომ:

  • მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • არ გჭირდებათ ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება 250 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, როცა ნაკადი არის 2 ლიტრი წუთში;
  • Wizz Air-ის მიერ უზრუნველყოფილი ჟანგბადი თქვენთვის შესაფერისია

გთხოვთ, თან იქონიოთ ეს დოკუმენტები და წარმოადგინოთ ისინი სარეგისტრაციო დახლთან. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო დოკუმენტაციას არ წარმოადგენთ, მგზავრობას ვერ მოახერხებთ.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

თუ განსაკუთრებული დახმარების საჭიროება ავიაბილეთის დაჯავშნის დროს მიუთითეთ, სახმელეთო მომსახურე პერსონალს ამის შესახებ წინასწარ ეცოდინება და სათანადო დახმარებას გაგიწევთ აეროპორტში. სახმელეთო მომსახურე პერსონალთან დროულად დასაკავშირებლად, გთხოვთ, რაც შეიძლება ადრე გამოცხადდეთ სარეგისტრაციო დახლთან. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით საინფორმაციო გვერდს.