თქვენი ბრაუზერი მეტისმეტად მოძველდა
ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
გირჩევთ შემდეგს:
Mozilla Firefox
უფასოდ ჩამოტვირთვა
Google Chrome
უფასოდ ჩამოტვირთვა
სამგზავრო ინფორმაცია/Wizz Air-ის სერვისები WIZZ Discount Club WIZZ DISCOUNT CLUB — იფრინეთ მეტი! იცხოვრეთ მეტი!

პრივილეგიები

WIZZ Discount Club-ში წევრობის პერიოდში ისარგებლებთ შემდეგი პრემიუმ-ფასდაკლებებით:
Wizz_WDC_Benefits_flight_ticket

10 € ავიაბილეთების ტარიფებზე


(ვრცელდება ყველა ტარიფზე 19,99€-დან)
Wizz_WDC_Benefits_20kg_bag

5 € რეგისტრირებულ ბარგზე

 

(ვრცელდება 20 და 32 კგ-იან ბარგზე)

წევრობის ტიპები

შეგიძლიათ აირჩიოთ წევრობის შემდეგი ტიპებიდან ერთ-ერთი:

 

Wizz_WDC_Standard_membership
სტანდარტული წევრობა

უპირატესობები წევრისა და ერთი თანამგზავრისთვის

 

29,99 €/წელიწადი
Wizz_WDC_Group_membership
ჯგუფური წევრობა

უპირატესობები წევრისა და 5-მდე თანამგზავრისთვის

 

69,99 €/წელიწადი
გაითვალისწინეთ

წევრობის უპირატესობები თანმხლები მგზავრ(ებ)ისთვისაც რომ ხელმისაწვდომი იყოს, იმავე ჯავშანში მითითებული უნდა იყოს WIZZ Discount Club-ის ერთ-ერთი წევრი.

გამოთვალეთ დანაზოგი!

გაწყობთ? აი, როგორ გაწევრიანდეთ WIZZ Discount Club-ში.

ახალი წევრობა

აირჩიეთ რეის(ებ)ი თქვენი ჯავშნისთვის.

დაამატეთ WIZZ Discount Club-ის ყოველწლიური წევრობა თქვენს ჯავშანს (დააწკაპუნეთ „წევრობის შეძენის“ ღილაკზე).

შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია.

დაასრულეთ დაჯავშნა — ამისთვის გადაიხადეთ ჯავშნისა და წევრობის ღირებულება.

WIZZ Discount Club-ში თქვენი წევრობა ძალაში იქნება შეძენის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

მომავალ ჯავშნებზე WIZZ Discount Club-ის ფასდაკლებებით რომ ისარგებლოთ, არ დაგავიწყდეთ, შეხვიდეთ თქვენს პროფილში თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

გადასვლა

თუ უკვე ხართ წევრი, წევრობის პერიოდში შეგიძლიათ გადახვიდეთ ჯგუფურ წევრობაზე, რისთვისაც წევრობის მოსაკრებლებს შორის სხვაობა უნდა გადაიხადოთ.

მიუხედავად ამისა, წევრობის გაუმჯობესებულ ვარიანტზე გადასვლა არ გაზრდის თქვენი წევრობის მოქმედების ვადას.

უარის თქმა შეგიძლიათ პირველი თვის განმავლობაში

წევრობაზე უარის თქმა შეგიძლიათ შეძენიდან ერთი თვის განმავლობაში, თუ აღნიშნულ პერიოდში არაფერი გექნებათ დაჯავშნილი. ამ შემთხვევაში 50%წევრობის ღირებულებიდან დაგიბრუნდებათ WIZZ კრედიტის სახით, რომელიც ჩაირიცხება თქვენს WIZZ ანგარიშზე და ძალაში იქნება 90 დღე. მის გამოყენებას შეძლებთ wizzair.com და მობილურ აპლიკაციაში.

ყველაზე მნიშნველოვანი ინფორმაცია WIZZ Discount Club-თან დაკავშირებით.

  • ჩვენ მიერ შემოთავაზებული პრომო-ტარიფები ვრცელდება კონკრეტულ მარშრუტებზე და ადგილების შეზღუდულ რაოდენობაზე. უახლესი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენს მთავარ გვერდზე. სპეციალური შემოთავაზებებისა და პრომო-აქციების მაქსიმალურად გამოსაყენებლად გამოიწერეთ Wizz Air-ის საინფორმაციო ბიულეტენი და გაწევრიანდით WIZZ Discount Club-ში.
  • თუ ავიაბილეთს დაჯავშნით განსხვავებულ ვალუტაში, თქვენი დანაზოგი შეიძლება განსხვავებოდეს გაცვლით კურსის მიხედვით.
  • WIZZ Discount Club-ის ტარიფები ავიაბილეთებსა და ბარგის ონლაინ შესაძენ ნორმაზე თანამგზავრებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ WIZZ Discount Club-ის წევრის სახელიც იმავე ჯავშანშია მითითებული.
  • ტარიფის ფაქტობრივი ოდენობა დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე, WIZZ Discount Club-ის ფასდაკლება ყოველთვის გამოაკლდება ავიაბილეთის ფაქტობრივ (ჩვეულებრივ) ტარიფს.
  • ფასდაკლება ავიაბილეთსა და ბარგის მოსაკრებელზე არ ვრცელდება წევრობის შეძენამდე გაფორმებულ ჯავშნებზე.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით WIZZ Discount Club-ის წესებსა და პირობებს