თქვენი ბრაუზერი მეტისმეტად მოძველდა
ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
გირჩევთ შემდეგს:
Mozilla Firefox
უფასოდ ჩამოტვირთვა
Google Chrome
უფასოდ ჩამოტვირთვა

ინფორმაცია და სერვისები

განსაკუთრებული დახმარება შეფერხებული რეისებისა და შშმ მგზავრებისთვის

48h

თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ

Wizz Air-ს ამის შესახებ უნდა შეატყობინოთ დაგეგმილ გამგზავრებამდე

მინიმუმ 48 საათითადრე.

landline_phone

რეისის შეფერხების შემთხვევაში

მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე

აკორდეონის ელემენტები

თუ იარსებებს გონივრული ეჭვი იმისა, რომ უსაფრთხოდ ფრენას ვერ შეძლებთ და მისი მიმდინარეობისას შეიძლება დაგჭირდეთ დახმარება, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მოვითხოვოთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობაში ამის შესახებ მკაფიო მითითება უნდა იყოს.

რეგულაცია (EC) № 1107/2006-ის შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს აეროპორტებში მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებად ითვლებიან პირები, რომელთა ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარება მათი მომსახურების მიმართ (ჩასხდომისას/გადმოსხმისას, ფრენის მსვლელობისას, ავარიული ევაკუაციისას, სახმელეთო მომსახურებისას) ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ, სხვა მგზავრებზე არ ვრცელდება.

შშმ მგზავრებად ითვლებიან მგზავრები, რომლებიც:

  • იყენებენ ეტლებს
  • აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევები
  • მგზავრობენ გამძღოლ ძაღლებთან ერთად

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებად ითვლებიან ისინი, ვინც:

  • არიან ფეხმძიმედ
  • მგზავრობენ მოტეხილი ფეხით
  • მგზავრობენ ტრანსპორტირების მოწყობილობებით
  • ატარებენ ინფექციურ დაავადებას
  • იყენებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო მოწყობილობებს
  • სამედიცინო ჩვენების მიხედვით, საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს

იმ შემთხევაში, თუ განსაკუთრებულ დახმარებას საჭიროებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ განსაკუთრებული დახმარების ადგილობრივ საინფორმაციო ცენტრს:

გაითვალისწინეთ, რომ ეს ნომრები განკუთვნილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებისთვის და სხვა სახის ცნობები მათზე არ გაიცემა. ზარებზე მოქმედებს ადგილობრივი ტარიფები.


  • აზერბაიჯანი

    +36 167 775 02

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 02
  • ბელგია

    +32 258 870 35

    ენა French
    ტელეფონის ნომერი +32 258 870 35
  • ბულგარეთი

    +359 249 283 67

    ენა Bulgarian
    ტელეფონის ნომერი +359 249 283 67
  • ბოსნია — Telecom RS

    +387 552 339 81

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +387 552 339 81
  • ხორვატია

    +385 177 570 14

    ენა Croatian
    ტელეფონის ნომერი +385 177 570 14
  • კვიპროსი

    +357 220 071 44

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +357 220 071 44
  • ჩეხეთი

    +420 225 850 035

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +420 225 850 035
  • დანია

    +45 787 331 94

    ენა Danish
    ტელეფონის ნომერი +45 787 331 94
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები

    80 003 111 236

    ენა Arabic
    ტელეფონის ნომერი 80 003 111 236
  • ეგვიპტე

    +36 212 111 302

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +36 212 111 302
  • ფინეთი

    +358 931 585 800

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +358 931 585 800
  • საფრანგეთი

    +33 170 700 852

    ენა French
    ტელეფონის ნომერი +33 170 700 852
  • საქართველო

    +995 706 777 037

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +995 706 777 037
  • გერმანია — გერმანულენოვანი

    +49 691 200 669 54

    ენა German
    ტელეფონის ნომერი +49 691 200 669 54
  • საბერძნეთი

    +30 213 002 259 8

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +30 213 002 259 8
  • უნგრეთი

    +36 167 775 05

    ენა Hungarian
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 05
  • ისლანდია

    +354 539 064 0

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +354 539 064 0
  • ისრაელი

    +972 337 412 85

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +972 337 412 85
  • იტალია

    +39 020 068 976 8

    ენა Italian
    ტელეფონის ნომერი +39 020 068 976 8
  • ლატვია

    +371 676 604 34

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +371 676 604 34
  • ლიტვა

    +370 520 324 17

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +370 520 324 17
  • ჩრდილოეთი მაკედონია

    +389 232 076 42

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +389 232 076 42
  • მალტა

    +356 277 816 44

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +356 277 816 44
  • მოლდოვა

    +373 229 038 70

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +373 229 038 70
  • ნიდერლანდები

    +31 202 621 943 ****

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +31 202 621 943 ****
  • ნორვეგია

    +47 219 306 71

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +47 219 306 71
  • პოლონეთი

    +48 221 284 905

    ენა Polish
    ტელეფონის ნომერი +48 221 284 905
  • პორტუგალია

    +351 300 500 497

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +351 300 500 497
  • რუმინეთი

    +40 312 294 796

    ენა Romanian
    ტელეფონის ნომერი +40 312 294 796
  • რუსეთი

    +7 499 504 441 3

    ენა Russian
    ტელეფონის ნომერი +7 499 504 441 3
  • სერბეთი

    +381 113 216 842

    ენა Serbian
    ტელეფონის ნომერი +381 113 216 842
  • სლოვაკეთი

    +421 233 046 989

    ენა Czech
    ტელეფონის ნომერი +421 233 046 989
  • სლოვენია

    +386 177 743 91

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +386 177 743 91
  • ესპანეთი

    900 670 780

    ენა Spanish
    ტელეფონის ნომერი 900 670 780
  • მათთვის, ვინც ესპანეთის კატალონიის ტერიტორიიდან რეკავს

    +34 937 370 069

    ენა Catalan
    ტელეფონის ნომერი +34 937 370 069
  • შვედეთი

    +46 812 410 514

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +46 812 410 514
  • შვეიცარია

    +41 225 510 025

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +41 225 510 025
  • გაერთიანებული სამეფო

    +44 330 977 044 4

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +44 330 977 044 4
  • უკრაინა

    +380 893 202 532

    ენა Ukrainian
    ტელეფონის ნომერი +380 893 202 532
  • მონტენეგრო

    +36 167 775 11

    ენა
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 11
  • ავსტრია

    +43 720 775 243

    ენა DE
    ტელეფონის ნომერი +43 720 775 243
  • ალბანეთი

    045 300 999

    ენა English
    ტელეფონის ნომერი 045 300 999
  • ესტონეთი

    +372 609 415 1

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +372 609 415 1
  • ყაზახეთი

    +77 172 696 071

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +77 172 696 071
  • კოსოვო

    +36 167 775 18

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 18
  • მაროკო

    +36 167 775 20

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 20
  • სომხეთი

    +36 167 775 24

    ენა English
    ტელეფონის ნომერი +36 167 775 24
  • თურქეთი

    08 503 901 949

    ენა English
    ტელეფონის ნომერი 08 503 901 949

განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრები მუშაობს 24 საათის განმავლობაში და გთავაზობთ მხარდაჭერას ინგლისურ ენაზე.

თუ განსაკუთრებული დახმარების მოთხოვნა ელფოსტით გსურთ, მოგვმართეთ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: specialassistance@wizzair.com

შენიშვნა: ელფოსტის ეს მისამართი განკუთვნილია მხოლოდ შშმ მგზავრებისთვის, სხვა საკითხებზე მოგვმართეთ ვებგვერდის მეშვეობით

საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები

ყველა საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები მითითებულია შესაბამისი ქვეყნის სასაათო სარტყლის მიხედვით. მაგალითად, უნგრეთის საინფორმაციო ცენტრის სამუშაო საათები (09:00-18:00) გულისხმობს უნგრეთის მიმდინარე სასაათო სარტყელს.

ინგლისურენოვანი

ორშაბათი

00:00-24:00

სამშაბათი

00:00-24:00

ოთხშაბათი

00:00-24:00

ხუთშაბათი

00:00-24:00

პარასკევი

00:00-24:00

შაბათი

00:00-24:00

კვირა

00:00-24:00

უნგრულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

09:00-18:00

კვირა

09:00-18:00

ბულგარულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

ფრანგულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

გერმანულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

იტალიურენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

პოლონურენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

რუმინულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

რუსულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

ესპანურენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

უკრაინულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

09:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია

არაბულენოვანი

ორშაბათი

09:00-18:00

სამშაბათი

09:00-18:00

ოთხშაბათი

09:00-18:00

ხუთშაბათი

09:00-18:00

პარასკევი

დაკეტილია

შაბათი

დაკეტილია

კვირა

09:00-18:00

ჯგუფური ჯავშნები

ორშაბათი

10:00-18:00

სამშაბათი

10:00-18:00

ოთხშაბათი

10:00-18:00

ხუთშაბათი

10:00-18:00

პარასკევი

10:00-18:00

შაბათი

დაკეტილია

კვირა

დაკეტილია


თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ ადგილიდან ადგომას და საევაკუაციო გასასვლელამდე მისვლას; ან იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., უსაფრთხოების ინსტრუქციების გაგება და მათზე რეაგირება კოგნიტური ან სწავლასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე სიბრმავის ან სიყრუის გამო), უსაფრთხოების ღვედის მოხსნა, სამაშველო ჟილეტის ამოღება და ჩამოცმა, ან ჟანგბადის ნიღბის მორგება — ამ შემთხვევაში, თქვენ თან უნდა გახლდეთ ქმედითუნარიანი ზრდასრული.

თანხმლები პირი უნდა იყოს 16 წელზე უფროსი და სათანადო ფორმაში იმისთვის, რომ საგანგებო ვითარებისას თქვენი დახმარება შეძლოს.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ და თქვენი თანხმლები პირი გვერდიგვერდ მოგათავსოთ.

თქვენ უფასოდ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ან აიტანოთ ბორტზე შშმ პირების ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა.

ბატარეები

ტრანსპორტირებისთვის დაშვებულია მხოლოდ მექანიკური და მშრალ, ჰერმეტულ ბატარეებზე მომუშავე ეტლები. ბატარეების გადაზიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოკლე ჩართვების თავიდან აცილების მიზნით, მათი კლემები იზოლირებული იქნება. ბატარეა ეტლთან საგულდაგულოდ უნდა იყოს მიმაგრებული.

გაბარიტები

თუ თქვენი ეტლი არ იკეცება, გთხოვთ, დარეკოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრში და მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი გაბარიტების შესახებ.

დახმარება

თქვენი კომფორტისთვის მომსახურე აგენტი გაგიწევთ დახმარებას რეისზე რეგისტრაციისა და ბარგის ჩაბარების დროს. თქვენ ასევე მიგაცილებენ ჩასხდომის გასასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად და ბორტამდე. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგხვდებათ ადგილი ფანჯარასთან.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრები ვერ გაგიწევენ სასმელთან, საკვებთან თუ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ დახმარებას, თუმცა საჭიროებისამებრ, მათ თქვენი საპირფარეშომდე მიცილება შეუძლიათ.

დამხმარე საშუალებები

სამწუხაროდ, ჩვენს რეისებზე ბორტზე ეტლით გადაადგილების საშუალებას ვერ გთავაზობთ.

შეზღუდვა

ერთი რეისით შესაძლებელია 28-მდე შშმ მგზავრის გადაყვანა, იმის გათვალისწინებით, რომ სარეგისტრაციო დახლიდან ადგილის დაკავებამდე ეტლით სარგებლობა მაქსიმუმ 10 მათგანს სჭირდება. ჩვენს Airbus A321 ტიპის ხომალდზე შშმ მგზავრებისთვის 36 ადგილია და მისი მეშვეობით შესაძლებელია მაქსიმუმ 12 ისეთი მგზავრის გადაყვანა, რომლებსაც ესაჭიროებათ ეტლით სარგებლობა სარეგისტრაციო დახლიდან კუთვნილ ადგილამდე.

მგზავრებს, რომლებსაც მხედველობის ან სმენის დარღვევები აქვთ, დახვედრისა და დახმარების სერვისებს ვთავაზობთ. ჩვენ დაგეხმარებით რეგისტრაციისას, მიგაცილებთ უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად, ხოლო შემდეგ, ჩასხდომის გასასვლელთან. ბორტზე თქვენ ყველაზე ადრე ახვალთ, სადაც ჩვენი ეკიპაჟის წევრები ბარგის შენახვაში და ადგილზე მოთავსებაში დაგეხმარებიან.

მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს არ სჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ნებადართულია. აღნიშნული არ გულისხმობს მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს, რომლებისთვისაც აკრძალულია თვითმფრინავით მგზავრობა (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, ახალი ოპერაციის, გულის მოქმედების დარღვევისა და სხვა მიზეზთა გამო), რა შემთხვევაშიც მათზე გავრცელდება სამედიცინო ცნობასთან დაკავშირებით ზემოთ განმარტებული წესები.

გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე შეატყობინოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს იმის შესახებ, რომ დახვედრისა და დახმარების სერვისის მოთხოვნა გსურთ.

სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს ბრძანება №27/2009-ის მიხედვით, გამძღოლი და დამხმარე ძაღლები ბორტზე დაიშვებიან უსასყიდლოდ შშმ იმ პირებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ რეისზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ძაღლის ამოყვანა, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილ ადგილს არ უნდა იკავებდეს.

გთხოვთ, დაჯავშნისას შეგვატყობინოთ, რომ მგზავრობას დამხმარე ძაღლთან ერთად აპირებთ. გარდა ამისა, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს, ან გააგზავნოთ ელწერილი განსაკუთრებული დახმარების ელფოსტის მისამართზე. გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 48 საათით ადრე თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ძაღლი სერტიფიცირებული დამხმარე ძაღლია
  • ყველა დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს იმ ქვეყნების რეგულაციები, რომელშიც/რომლიდანაც მგზავრობთ

ბორტზე სხვა ცხოველებთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია. ცხოველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, არ დაიშვებიან Wizz Air-ის რეისებზე.

გამძღოლ და დამხმარე ძაღლებთან მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგძლიათ ამ ვებგვერდზე.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტრანსპორტირების მოწყობილობა დაზიანდება, დაიკარგება ან დაიგვიანებს, ამის შესახებ განაცხადი ჩამოფრენების დარბაზის დატოვებამდე უნდა გააკეთოთ, რის შემდეგაც ჩვენი მომსახურე აგენტი ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტს გადმოგცემთ.

პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ფოსტით. ამას გარდა, პრეტენზიისგადმოგზავნა შეგიძლიათ ინტერნეტითაც.

მონრეალის კონვენციის მიხედვით, თქვენი ტრანსპორტირების დამხმარე საშუალების დაზიანებისთვის, დაკარგვისთვის ან დაგვიანებისთვის, ჩვენი პასუხისმგებლობა შემოიფარგლება 1131 სპეციალური სასესხო უფლებით (SDR) მგზავრზე.

დაკავშირებული ინფორმაცია

საჩივრის ფორმა

თქვენ უფასოდ შეგიძლიათ გადაიტანოთ ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა, მათ შორის, ყავარჯნები და სასიარულო ჩარჩოები. 
ყავარჯნების ატანა შესაძლებელია ბორტზე, ხოლო სასიარულო ჩარჩო ბარგში უნდა ჩააბაროთ. 

თუ თაბაშირის სახვევში მოთავსებული მოტეხილი ფეხით მგზავრობთ, რომელსაც მუხლში ვერ ხრით, თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის შეძენა. 

ავიაბილეთის დაჯავშნისას მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება თქვენი რეალური გვარის შეყვანა.  

თუ ავიაბილეთი უკვე დაჯავშნილი გაქვთ, მაგრამ მასში დამატებითი ადგილი არ მიგითითებიათ, დაუკავშირდით ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ფეხმძიმე ქალებს მგზავრობა მხოლოდ ფეხმძიმობის 34-ე კვირამდე შეუძლიათ. თუ მგზავრი ტყუპებზეა ფეხმძიმედ, მგზავრობა მხოლოდ 32-ე კვირამდეა დაშვებული.

ფეხმძიმობის 28-ე კვირის შემდეგ, გთხოვთ, წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს თქვენი რეისის გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.

თუ ავიაგადაყვანისას ფეხმძიმე ქალების და/ან მათი დაუბადებელი შვილების ჯანმრთელობას ზიანი მიადგება, Wizz Air-ის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ „ტრანსპორტირების ზოგადი პირობების“შესაბამისად.

თუ გაქვთ ინფექციური დაავადება ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს, თქვენ დაგჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს არა უადრეს ფრენამდე 6 დღისა.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მგზავრისთვის მიყენებულ ტრავმებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ან სიკვდილზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს მგზავრის ავიაგადაყვანა იქნება. 

გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დაუკავშირდეთ ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.

თქვენი მედიკამენტები ყოველთვის ხელბარგში უნდა გქონდეთ. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე თქვენი მედიკამენტების გაგრილებას ვერ უზრუნველვყოფთ.

ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორები,რომლებიც არ შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს, იმ პირობით, რომ ჩვენ მივიღებთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს აღჭურვილობის ტიპს,და სამედიცინო ფორმას „ფრენისთვის შესაფერისობის“ შესახებ(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).

თუ გსურთ, ბორტზე თან იქონიოთ, ან გამოიყენოთ ჟანგბადის გენერატორისგან განსხვავებული დამხმარე მოწყობილობა (პერსონალური რესპირატორული მოწყობილობა), როგორიცაა სასუნთქი აპარატი, საფრქვეველი, რესპირატორი, სასუნთქ გზებში დადებითი მუდმივი წნევისან ორფაზიანი ვენტილაციისაპარატები, უნდა წარმოადგინოთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა(გთხოვთ, ჩამოტვირთოთ).

თუ მგზავრობას აპირებთ აღნიშნულ მოწყობილობებთან ერთად, დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დოკუმენტების გადასამოწმებლად. გაითვალისწინეთ, რომ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.

მგზავრებმა აეროპორტში რეისზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ2 საათით ადრედა შესამოწმებლად წარმოადგინონ როგორც მოწყობილობა, ისე დოკუმენტები.

თუ საინფორმაციო ცენტრს წინასწარ არ დაუკავშირდებით ან/და აეროპორტში ვერ წარმოადგენთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმას, გადამყვანმა შეიძლება უარი გითხრათ ტრანსპორტირებაზე.

აღნიშნული მოწყობილობის გადატანა შეგიძლიათ უფასოდ, დამატებითი ნივთის სახით.

ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორების დამტკიცებული მოდელებია:

  • AirSep FreeStyle
  • AirSep LifeStyle
  • AirSep Focus
  • AirSep Freestyle 5
  • (Caire) SeQual eQuinox / Oxywell (model 4000)
  • Delphi RS-00400 / Oxus RS-00400
  • DeVilbiss Healthcare iGo
  • Inogen One
  • Inogen One G2
  • lnogen One G3
  • lnova Labs LifeChoice Activox
  • International Biophysics LifeChoice / lnova Labs LifeChoice
  • Invacare XPO2 / XPO100
  • Invacare Solo 2
  • Oxylife Independence Oxygen Concentrator
  • Precision Medical EasyPulse
  • Respironics EverGo
  • Respironics SimplyGo
  • Sequal Eclipse
  • SeQual SAROS
  • VBox Trooper

მგზავრი ვალდებულია, ჰქონდეს სამედიცინო აღჭურვილობის სრულად დატენილი ბატარეების საკმარისი რაოდენობა, ფრენის ხანგრძლივობისა და შესაძლო დაგვიანების გათვალისწინებით. ხელბარგით დაშვებულია მაქსიმუმ 2 ბატარეის გადატანა, რომლებიც ინდივიდუალურად უნდა იყოს დაცული მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლად. ბატარეების ტერმინალები უნდა იყოს ჩაღრმავებული ან შეფუთული ლითონის ობიექტებთან, მათ შორის, სხვა ტერმინალებთან (დამტენებთან) ან ბატარეებთან, კონტაქტის თავიდან ასაცილებლად.

გაითვალისწინეთ, რომ დაუშვებელია ბორტზე სუნთქვის დამხმარე ისეთი მოწყობილობების ატანა, რომლებიც შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს.

ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით ჟანგბადს მგზავრებისთვის, რომლებიც მას სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე ჟანგბადის საკუთარ კონტეინერს ვერ აიტანთ.

დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე და გააგზავნეთ „ფრენისათვის შესაფერისობის“ ფორმა (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ), რათა დაადასტუროთ შემდეგი:

  • მოწყობილობებით სარგებლობა აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა მგზავრს შეუძლია ფრენა;
  • მგზავრს არ სჭირდება ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება 250 წუთზეხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ნაკადის ინტენსივობა: 2 ლ/წთ);
  • უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჟანგბადის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება აფრენისას და დაფრენისას, რაც მისაღებია მგზავრისთვის;
  • Wizz Air-ის მიერ უზრუნველყოფილი ჟანგბადი მგზავრისთვის შესაფერისია.

გთხოვთ, თან იქონიოთ აღნიშნული დოკუმენტები და წარმოადგინოთ ისინი სარეგისტრაციო დახლთან. თუ საჭირო დოკუმენტაციას არ წარმოადგენთ, მგზავრობას ვერ მოახერხებთ.

გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ავიახომალდში არ იქნება მიწის თხილის კვალი, ვინაიდან მგზავრებს შეუძლიათ ბორტზე მიწის თხილის პროდუქციის დამოუკიდებლად ამოტანა. გირჩევთ, ბორტზე თან იქონიოთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (როგორიცაა „ეპიპენი“, ანტიჰისტამინური საშუალებები და ა.შ.) და სურვილისამებრ, საკუთარი საჭმელი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ჩვენს საინფორმაციო ცენტრს.

ბორტზე ასვლის შემდეგ აცნობეთ ეკიპაჟის წევრებს თქვენი ალერგიის შესახებ.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის თქვენ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე უნდა შეატყობინოთ Wizz Air-ს თქვენი შეზღუდული შესაძლებლობის ან რაიმე სხვა მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიძლება სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს.

ამ ტიპის მოთხოვნით მომართვა შესაძლებელია როგორც ინტერნეტით, ავიაბილეთის დაჯავშნისას, ისე განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირების მეშვეობით. გირჩევთ, დაგვირეკოთ ჯავშნის გაფორმების დღესვე.

არა, თქვენი საკუთარი ეტლით თვითმფრინავამდე მისვლა დაუშვებელია. ჩვენ თავად შემოგთავაზებთ ეტლს, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ თვითმფრინავამდე მისასვლელად, ფრენისას და ფრენის შემდეგ გამოსასვლელად. თქვენს ეტლს უფასოდ გადავიტანთ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში.

არა, ბორტზე ჟანგბადის საკუთარ კონტეინერს ვერ აიტანთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ დამატებით ჟანგბადს მგზავრებისთვის, რომლებიც მას სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროებენ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა იქონიოთ „ფრენისათვის შესაფერისობის“ ცნობა, რომლითაც დასტურდება შემდეგი:

  • მოწყობილობებით სარგებლობა აუცილებელია სამედიცინო თვალსაზრისით, თუმცა მგზავრს შეუძლია ფრენა;
  • მგზავრს არ სჭირდება ჟანგბადის უწყვეტი მიწოდება 250 წუთზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ნაკადის ინტენსივობა: 2 ლ/წთ);
  • უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჟანგბადის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება აფრენისას და დაფრენისას, რაც მისაღებია მგზავრისთვის;
  • Wizz Air-ის მიერ უზრუნველყოფილი ჟანგბადი მგზავრისთვის შესაფერისია.

დიახ, საკუთარი ინჰალატორის თან ქონა და ბორტზე გამოყენება დაშვებულია.

თუ გაქვთ კორონარული, გულის, მკერდის ან თავის ტვინის დაავადება, ან აღნიშნულ დაავადებებთან დაკავშირებული ოპერაცია ჩაიტარეთ, უნდა წარმოადგინოთ „ფრენისათვის შესაფერისობის“ ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ფრენის აკრძალვის რაიმე მიზეზი არ არსებობს. გაითვალისწინეთ, რომ ის გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე არა უადრეს 6 დღისა.

თუ ფიქრობთ, რომ ავადმყოფობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მგზავრობაში, გირჩევთ, გამგზავრებამდე გაესაუბროთ ექიმს. თუ თვითმფრინავის ბორტზე ყოფნისას, თქვენი მდგომარეობის გამო, სპეციალური საჭიროები გექნებათ, აღნიშნულის შესახებ ფრენამდე უნდა შეგვატყობინოთ და მოგვაწოდოთ „ფრენისათვის შესაფერისობის“ ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ არ გეკრძალებათ ფრენა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გაითვალისწინეთ, რომ ის გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე არა უადრეს 6 დღისა.

გაითვალისწინეთ, რომ ინფექციური დაავადების შემთხვევაში ფრენაზე უარი გეთქმევათ.

დიახ, ბორტზე შეგიძლიათ თან იქონიოთ ინსულინი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჩანთა-მაცივარს ვერ უზრუნველვყოფთ. შეგიძლიათ უფასოდ იქონიოთ საკუთარი.

გარდა ამისა, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.

დიახ, გამძღოლი ძაღლის თან წამოყვანა უფასოდ შეგიძლიათ.

გთხოვთ, დაჯავშნისას შეგვატყობინოთ, რომ მგზავრობას დამხმარე ძაღლთან ერთად აპირებთ. გარდა ამისა, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს, ან გააგზავნოთ ელწერილი განსაკუთრებული დახმარების ელფოსტის მისამართზე. გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 48 საათით ადრე თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ძაღლი სერტიფიცირებული დამხმარე ძაღლია
  • ყველა დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს იმ ქვეყნების რეგულაციები, რომელშიც/რომლიდანაც მგზავრობთ.

თუ ვებგვერდზე მოცემული ფორმის მეშვეობით პრეტენზიის წარმოდგენას ვერ ახერხებთ, საჩივრის ტექსტის გადმოგზავნა შეგიძლიათ ელფოსტის მისამართზე specialassistance@wizzair.comხმის ტექსტად გარდაქმნის ფუნქციის მეშვეობით.

თუ ხმის ტექსტად გარდაქმნის ფუნქციას არ იყენებთ, თქვენ დაგეხმარებათ ჩვენი საინფორმაციო ცენტრის აგენტი, რომელთანაც შეგიძლიათ განიხილოთ, როგორ გირჩევნიათ პასუხის მიღება.

თუ დაჯდომას დაუბრკოლებლად ახერხებთ, დიახ, ფრენა შეგიძლიათ. თუ თაბაშირში მოთავსებულ ფეხს მუხლში ვერ ხრით, მაშინ დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის შეძენა.