ბარგი
ხელბარგი
ბორტზე ნებადართულია:
მაქსიმუმ 10 კგ.
ბორბლები: დაშვებულია/არასავალდებულოა
40×30×20 სმ*
უფასოდ
საგორებელი ჩანთა
ბორტზე ნებადართულია:
მაქსიმუმ 10 კგ.
ბორბლები: დაშვებულია/არასავალდებულოა
55 x 40 x 23 სმ*
WIZZ Priority-ს შეძენის შემთხვევაში
რეგისტრირებული ბარგი
*რეგისტრირებული ბარგის მაქსიმუმ 6 ერთეული მგზავრზე
დაშვებული ბარგის ნორმა: რეგისტრირებული
მაქს. 10 კგ, 20 კგ, 26 კგ ან 32 კგ
ბორბლები: დაშვებულია/არასავალდებულოა
149x119x171 სმ*
შესაძენად
აკორდეონის ელემენტები
WIZZ-ით მოგზაურობისას თითოეულ პირს შეუძლია თან იქონიოს:
- ხელბარგის ერთი უფასო ერთეული (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ, 10 კგ), რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ.
- კიდევ ერთი, უფრო დიდი ზომის ხელბარგი, რომელსაც „საგორებელ ჩანთას“ ვუწოდებთ (ბორბლების ქონა აუცილებელი არ არის) და WIZZ პრიორიტეტის მეშვეობით დამატებისას მიიღეთ.
- რეგისტრირებული ბარგის ექვსამდე ერთეული (20 კგ, 26 კგ ან 32 კგ), რომელთა შეძენაც შესაძლებელია ონლაინ, wizzair.com-ზე, საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ან აეროპორტში. რეგისტრირებული ბარგის ექვსი ერთეულიდან ერთი შეიძლება იყოს 10 კგ, რომლის შეძენაც შესაძლებელია ონლაინ, wizzair.com-ზე, საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ან აეროპორტში.
- უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ უბაჟო ვაჭრობის პუნქტებში შეძენილი პროდუქცია.
WIZZ პრიორიტეტი
ბორტზე თან იქონიეთ ორი ჩანთა: ერთი ზედა თაროზე, ერთი კი სავარძლის ქვეშ შესანახად
WIZZ Priority-ს სერვისის შეძენის შემთხვევაში (ან თუ უკვე სარგებლობთ WIZZ Priority-თ WIZZ Privilege Pass-ისა თუ WIZZ GO ან WIZZ Plus პაკეტის ფარგლებში), უფლება გექნებათ, იმგზავროთ როგორც უფასო ხელბარგით (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ*), ისე დამატებითი „საგორებელი ჩანთით“ (მაქს. 55×40×23 სმ* ბორბლების ქონა აუცილებელი არ არის, თუმცა ჩანთა უნდა აკმაყოფილებდეს ზომის/წონის შეზღუდვებს). თქვენ გარანტირებულად შეიტანთ ორივე ჩანთას სალონში, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს შეუძლებელია ოპერაციული შეზღუდვებიდან გამომდინარე.
მგზავრები WIZZ Priority-ს გარეშე
ხელბარგის ერთი უფასო ერთეული
მგზავრებს შეუძლიათ უფასოდ იქონიონ ხელბარგის ერთი ერთეული (მაქს. ზომა: 40×30×20 სმ*). თუ WIZZ პრიორიტეტს არ შეიძენთ, ხოლო თქვენი ხელბარგის ზომა გადააჭარბებს მითითებულ შეზღუდვებს, აეროპორტში მოგიწევთ ზედმეტი ზომის მოსაკრებლის გადახდა.
ბორტზე დაშვებული დამატებითი ნივთები
ბორტზე უფასოდ შეგიძლიათ აიტანოთ შემდეგი ნივთები:
- პალტო ან პლედი
- მობილური ტელეფონი
- ფრენისას საკითხავი მასალა
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის: ფრენის დროს სამყოფი საკვები და დასაკეცი საბავშვო ეტლი ან მცირე პორტატული საწოლი (შეგიძლიათ მიიტანოთ თვითმფრინავის კარამდე ან ტრაპამდე).
- ყავარჯნები შშმ მგზავრებისთვის.
ბარგის ნორმის შეძენა
ბარგის დამატებითი ადგილების შეძენა შეგიძლიათ როგორც ავიაბილეთის დაჯავშნისას, ისე მოგვიანებით, თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდიდან!
- გარდა ამისა, დამატებითი ადგილების ყიდვა შესაძლებელია რეისზე ონლაინ რეგისტრაციისას, გამგზავრებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე. ბარგის დამატებითი ადგილების საფასურის გადახდა აეროპორტშიც შეგიძლიათ, თუმცა მოსაკრებელი გაცილებით მაღალი იქნება. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად, საფასური გადაიხადოთ ინტერნეტით.
ზომა და წონა
რეგისტრირებული ბარგის მაქსიმალური დასაშვები გაბარიტებია:
- სიგანე: 149 სმ
- სიმაღლე: 119 სმ
- სიგრძე: 171 სმ
რეგისტრირებული ბარგის ტიპები:
- 10 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 26 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
- 32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგი
შეგიძლიათ რეგისტრირებული ბარგის 6-მდე ერთეულის რეგისტრაცია. Wizz Air გთავაზობთ რეგისტრირებული ბარგის ახალ ტიპს 26 კგ-იანი ნორმით, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე არსებულ 10, 20 და 32 კგ-იან ვარიანტებთან ერთად. შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ 10 კგ-იანი ბარგის მაქსიმუმ 1 ერთეული, 20 კგ-იანი ბარგის 6 ერთეული, 26 კგ-იანი ბარგის 6 ერთეული, ან 32 კგ-იანი ბარგის 6 ერთეული. რეგისტრირებული ბარგის სხვა კომბინაციების ინტერნეტით შეძენა ვერ მოხერხდება.
აქციეთ ხელბარგი რეგისტრირებულ ბარგად!
თუ თქვენი ნივთებისთვის მეტი სივრცე გჭირდებათ, გადაიხადეთ ბარგის მოსაკრებელი და დაამატეთ თქვენს ჯავშანს რეგისტრირებული ბარგი. რეგისტრირებული ბარგის მაქსიმუმ სამი ერთეულის დამატება შეგიძლიათ ონლაინ, ხოლო კიდევ სამის დამატება შესაძლებელია აეროპორტში.
- შეიძინეთ რეგისტრირებული ბარგი ავიაბილეთის დაჯავშნისას
- სურვილისამებრ, რეგისტრირებული ბარგის დამატება შეგიძლიათ თქვენი რეისის მიმოხილვის გვერდიდან, გამგზავრებამდე არაუგვიანეს სამი საათით ადრე
საჭიროებისამებრ, მგზავრობა შესაძლებელია ბევრი ბარგითაც.
- თითოეულ რეისზე შეგიძლიათ ბარგის ექვსამდე ერთეულის რეგისტრაცია. ყოველი ერთეულისთვის მოგიწევთ ბარგის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა.
- ბარგის პირველი სამი ერთეულისთვის ადგილის შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით. თუ უფრო მეტი ადგილი გჭირდებათ, დანარჩენი ერთეულებისთვის ადგილის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში.
ზოგიერთ აეროპორტში, ბარგის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა მხოლოდ საკრედიტო ან სადებეტო ბარათით არის შესაძლებელი. მათ შორისაა:
- ბრნოს აეროპორტი (BRQ)
- პარიზის ბოვეს აეროპორტი (BVA)
- კელნის აეროპორტი (CGN)
- დონეცკის აეროპორტი (DOK)
- დორტმუნდის აეროპორტი (DTM)
- გრენობლის აეროპორტი (GNB)
- ჰეუგესუნის აეროპორტი (HAU)
- ხარკოვის აეროპორტი(HRK)
- კიევის ჟულიანის აეროპორტი (IEV)
- კრისტიანსანის აეროპორტი (KRS)
- მალმეს აეროპორტი (MMX)
- მილანის მალპენსას აეროპორტი (MXP)
- პიზის აეროპორტი (PSA)
- სტავანგერის აეროპორტი (SVG)
- ტრონჰეიმის აეროპორტი (TRD)
- ოსლოს სანეფიორ ტორპის აეროპორტი (TRF)
- მოსკოვის აეროპორტი (VKO)
დარწმუნდით, რომ თქვენს რეგისტრირებულ ბარგში არ არის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთი:
- ნაღდი ფული, ფასიანი ქაღალდები
- საიუველირო ნაკეთობები, ძვირფასი ლითონები, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები
- კომპიუტერი, ფოტოკამერა, ვიდეოკამერა, მობილური ტელეფონი ან სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები და მათი აქსესუარები;
- ოფიციალური, საქმიანი ან პირადი დოკუმენტები;
- სამოგზაურო ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები;
- გასაღებები;
- სითხეები;
- სამედიცინო პრეპარატები;
- ხელოვნების ნიმუშები;
- მალფუჭებადი პროდუქტები.
თუ თქვენი რეგისტრირებული ბარგი შეიცავს რომელიმე ზემოჩამოთვლილ ნივთს, Wizz Air არ აგებს პასუხს მის დაკარგვაზე, დაზიანებაზე ან დაგვიანებით მოწოდებაზე.
ზოგიერთ აეროპორტში მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები ნივთებზე, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელია ხელბარგით და/ან რეგისტრირებული ბარგით. აღნიშნულ შემთხვევაში, უპირატესი ძალა ექნება აეროპორტის წესებს.
აკრძალული ნივთები
საყოველთაო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ბორტზე დაუშვებელია შემდეგი ნივთების ატანა:
- თვითმფრინავისთვის, ადამიანებისთვის ან საკუთრებისთვის საფრთხის შემცველი ნივთები;
- ნივთები, რომლებიც საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვისას შეიძლება დაზიანდეს;
- არასათანადოდ შეფუთული ნივთები;
- ნებისმიერი ნივთი, რომელიც აკრძალულია ერთ-ერთი იმ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით, დადგენილებებით ან ბრძანებებით, რომლიდანაც, რომელშიც ან რომლის გავლითაც განხორციელდება ფრენა;
- წონის, ზომის ან სხვა არასტანდარტული მახასიათებლების გამო ტრანსპორტირებისთვის შეუფერებელი ნივთები;
- ნივთები, რომლებიც ბორტზე მყოფ სხვა მგზავრებს უხერხულობას ან უსიამოვნებას შეუქმნის;
- ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები ან ფეთქებადი ნივთიერებები, მათ შორის, სანადირო ან სპორტული იარაღი;
- ნივთები ან ნივთიერებები, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას ან ფეთქებად ნივთიერებას ჰგავს;
- აალებადი ნივთიერებები (გამონაკლისები: ალკოჰოლური სასმელები, თმის ლაქი, სუნამო, ოდეკოლონი);
- რადიოაქტიური ნივთიერებები;
- აალებადი ნივთიერებები (გამონაკლისია: CO2, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური კიდურების მოძრაობას და აალებადი აირის კონტეინერები, რომლებიც გამოიყენება თვითგაბერვადი სამაშველო ჟილეტებისთვის);
- მომწამვლელი ან ინფექციური ნივთიერებები;
- ამომჭმელი ნივთიერებები (გამონაკლისია: თერმომეტრებში, ბარომეტრებსა და შშმ პირების ეტლების ბატარეებში არსებული ვერცხლისწყალი);
- დამცავი ტიპის პორტფელები, დიპლომატები ჩამონტაჟებული განგაშის მოწყობილობით, ლითიუმის ბატარეებით ან პიროტექნიკური მასალით.
- ნივთები და მასალები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბორტზე მყოფთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ფიზიკურ ხელშეუხებლობას ან საკუთრებას;
- ნებისმიერი მასალა, რომელიც აკრძალულია ტრანსპორტირებაში მონაწილე ქვეყნების წესებითა და ნორმებით;
- ნებისმიერი ნივთი, რომელიც შეუფერებელია ტრანსპორტირებისთვის მისი წონის, ზომის ან სხვა მახასიათებლების გამო;
- ადამიანის სხეულის ნაწილები;
- ნებისმიერი სახის წებო ან საღებავი;
- ნებისმიერი ნივთი, რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საშიში ტვირთის უსაფრთხო საჰაერო ტრანსპორტირების ტექნიკურ ინსტრუქციებში და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეგულაციებში საშიში ტვირთის შესახებ
თუ ბარგში რომელიმე ეს ნივთი გაქვთ, შესაძლოა, მისი რეგისტრაცია ვერ შევძლოთ. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, უბრალოდ, გვკითხეთ, სანამ ბარგის ჩალაგებას შეუდგებით!
მგზავრი ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, დაემორჩილოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის ყველა მოთხოვნას. თუ ბარგის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება მგზავრის მხრიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის დაუმორჩილებლობის გამო, Wizz Air არ აგებს პასუხს ამით მიყენებულ ზარალზე.
საყოველთაო უსაფრთხოებისთვის, ხელბარგში არსებულ სითხეებთან დაკავშირებით ყველა რეისზე მოქმედებს მთავრობის მიერ დადგენილი შემდეგი შეზღუდვები:
- სითხეების ბორტზე ატანა შესაძლებელია მაქსიმუმ 10 მლ მოცულობის კონტეინერებით;
- სითხეების შემცველი ყველა კონტეინერი უნდა იყოს მაქსიმუმ 100 მლ და თავისუფლად ეტეოდეს 1 ლიტრი მოცულობის, გამჭვირვალე და ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკში, რომლის ზომაც 20×20 სმ-ია;
- უსაფრთხოების შემოწმებისას აღნიშნული პოლიეთილენის პარკი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე;
- სითხეები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გადაიყრება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ. გთხოვთ, ყურადღებით ჩაალაგოთ თქვენი ხელბარგი.
Wizz Air-ის მეშვეობით სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება შეგიძლიათ სპორტული აღჭურვილობის დამატებითი მოსაკრებლის გადახდით.დაშვებულია შემდეგი ერთეულების ტრანსპორტირება:
- თხილამურები, სნოუბორდი, სერფინგის აღჭურვილობა, გოლფის ჯოხებიანი ჩანთები;
- ხტომისთვის განკუთვნილი ჭოკები (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეფუთულია ნაჭრის ტომრებში);
- ველოსიპედები, რომლებიც მოთავსებულია სპეციალურ სამოგზაურო შალითაში, მოხსნილი აქვს ბორბლები და პედლები, ხოლო საჭე გასწორებულია პარალელურ მდგომარეობაში. თუ ბორბლები დაშვებულია, ველოსიპედის ტრანსპორტირება შესაძლებელია მუყაოს შეფუთვაშიც;
- დაივინგის აღჭურვილობა ჟანგბადის ცარიელი ბალონებით, მოხსნილი ელკვების წყაროებით ან ნათურების გამორთული ჩამრთველებით;
- ირმის რქები და სხვა ტიპის სანადირო ნადავლი (თუ არსებობს შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა).
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ შესაფუთ მასალას. არ დაგავიწყდეთ სპორტული აღჭურვილობის შეფუთვა ზემოთ მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. არასათანადოდ შეფუთვის შემთხვევაში, სპორტული აღჭურვილობის ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება.
საგანგებო დეკლარაცია
1. Wizz Air საშუალებას გაძლევთ, დააწესოთ პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ზღვარი თქვენი რეგისტრირებული ბარგისთვის (შემდგომში იგულისხმება ბარგი და არა მასში შემავალი ნივთები).
2. უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ზღვრის საგანგებო დეკლარირებისთვის საჭიროა მაღალი ღირებულების დეკლარაციის შევსება და შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა, რაც გაზრდის გადამყვანის პასუხისმგებლობის ზღვარს დეკლარირებული ღირებულების ფარგლებში, მაგრამ არ აღემატება 2500 ევროს (დაახლ. 2010 SDR) რეგისტრირებული ბარგის ყოველ ერთეულზე. შესაბამისი მოსაკრებლებისოდენობის გაცნობა შესაძლებელია wizzair.com-ზე
3. მაღალი ღირებულების დეკლარაცია შევსების შემდეგ უნდა გადაეცეს სარეგისტრაციო დახლთან მომუშავე აგენტს, ხოლო შესაბამისი მოსაკრებლების გადახდა ხორციელდება აეროპორტში. მაღალი ღირებულების დეკლარაცია ხელმისაწვდომია აქ . შესაძლებელია ფორმის სახლში ამობეჭდვა და შევსება აეროპორტში მისვლამდე. ფორმა ხელმისაწვდომია სარეგისტრაციო დახლთანაც.
4. მაღალი ღირებულების დეკლარირება ვერ მოხერხდება ბარგის დამოუკიდებლად რეგისტრაციის ჯიხურებთან.
5. მაღალი ღირებულების დეკლარაციას მივიღებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აეროპორტში მომუშავე აგენტი გადაამოწმებს მას ადგილზე. Wizz Air იტოვებს უფლებას, გამგზავრებამდე შეამოწმოს დეკლარირებული ნივთი.
6. ბარგის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში საჭიროა იმ პროცედურების შესრულება, რომლებიც ბარგთან დაკავშირებით განმარტებულია ტრანსპორტირების ზოგად პირობებში. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ბარგის დაკარგვისა და დაზიანების სექციას.
7. Wizz Air-ის ტრანსპორტირების ზოგადი პირობები დეკლარირებული მაღალი ღირებულების მქონე ბარგზე ვრცელდება იმ პირობით, რომ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება დეკლარირებული ღირებულებით და არ გადააჭარბებს 2500 ევროს (დაახლ. 2010 SDR-ს) რეგისტრირებული ბარგის ყოველ ერთეულზე.
8. თუ მაღალი ღირებულების დეკლარირება ხდება რეგისტრირებული ბარგის 1-ზე მეტი ერთეულისთვის, დეკლარაცია უნდა შეივსოს რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეულისთვის ცალ-ცალკე.
9. დაზიანების/პრეტენზიის შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი ნივთის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის (შეძენის ქვითრის) წარმოდგენა.
10. მაღალი ღირებულების დეკლარაცია მოქმედებს ერთ უწყვეტ რეისზე ერთი მიმართულებით. ორმხრივი ავიაბილეთების შემთხვევაში მაღალი ღირებულების დეკლარაცია უნდა შეივსოს თითოეული რეისისთვის ცალ-ცალკე.
11. დაზიანების შემთხვევაში Wizz Air აანაზღაურებს შესაბამისი ბარგის შეკეთების ღირებულებას. თუ ბარგი შეკეთებას არ დაექვემდებარება, Wizz Air აგინაზღაურებთ რეალურ საბაზრო ღირებულებას მაღალი ღირებულების დეკლარაციაში გაცხადებულ ფარგლებში. რეალური საბაზრო ღირებულება წარმოადგენს ნივთის ჩანაცვლების საფასურს მისი ასაკისა და ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.
შინაური ცხოველები, გარდა გამძღოლი ძაღლებისა, ბორტზე არ დაიშვებიან. არ დაგავიწყდეთ, თან იქონიოთ გამძღოლი ძაღლის სამგზავრო დოკუმენტები: აღნიშნული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა იმ ქვეყნის მოთხოვნებს, რომლის სტუმრობასაც გეგმავთ.
დაკავშირებული ინფორმაცია
ცხოველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, არ დაიშვებიან Wizz Air-ის რეისებზე.
მგზავრს შეუძლია თვითმფრინავის სალონში აიტანოს მუსიკალური ინსტრუმენტის ჩასადები, რომლის მაქსიმალური სიგრძეც უნდა იყოს 80 სმ. ჩასადების დანარჩენი პარამეტრები არ უნდა აღემატებოდეს 40×23 სმ-ს.
- მუსიკალური ინსტრუმენტის ბორტზე ატანა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ შეძენილი გაქვთ WIZZ პრიორიტეტი, რომელიც საგორებელი ჩანთის ნაცვლად მუსიკალური ინსტრუმენტის ატანის უფლებას მოგანიჭებთ;
- ასეთი ინსტრუმენტებია, მაგალითად, ვიოლინოები, ალტები, ფლეიტები, კლარნეტები, საყვირები ან უკულელეები;
- მუსიკალური ინსტრუმენტის ჩასადები უნდა მოთავსდეს ხელბარგისთვის განკუთვნილ საზომში: სიგანე და სიღრმე თავისუფლად უნდა ჩაეტიოს, ხოლო სიმაღლე დასაშვებს აღემატებოდეს მაქსიმუმ 1,5-ჯერ;
- მცირე ზომის მუსიკალური ინსტრუმენტი თქვენს ხელბარგად ჩაითვლება და ბორტზე სხვა ერთეულის ატანას ვეღარ მოახერხებთ;
- მუსიკალური ინსტრუმენტი ზედა თაროზე უნდა შეინახოთ;
- მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც ზემოთ მითითებულ ზომებს არ აკმაყოფილებს და რომელთა ტრანსპორტირებაც რეგისტრირებული ბარგის სახით ვერ მოხერხდება, შეგიძლიათ გადაიტანოთ თვითმფრინავის სავარძელზე (დამატებითი ადგილის შეძენის შემდეგ);
- ადგილის დაჯავშნა შესაძლებელია ინტერნეტითაც: მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება მგზავრის რეალური გვარის შეყვანა;
- უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ინსტრუმენტების სალონში ტრანსპორტირება ვერ მოხერხდება საევაკუაციო გასასვლელების და პირველ რიგებში მდებარე ადგილებზე. ისინი უნდა მოთავსდეს ილუმინატორებთან მდებარე ადგილებზე;
- ვიოლონჩელოზე დიდი ზომის ინსტრუმენტები (მაგ., კონტრაბასი, არფა და ა.შ.) უნდა დარეგისტრირდეს „პირობითად დაშვებული ბარგის“ იარლიყით.
პირობითად დაშვებული ბარგის
იარლიყები დაზიანებული, მყიფე, მსხვილგაბარიტიანი, არასათანადოდ შეფუთული, დაგვიანებით რეგისტრირებული და არაგაბარიტული ბარგის ტრასპორტირება მხოლოდ „პირობითად დაშვებული ბარგის“ იარლიყის მეშვეობით განხორციელდება. Wizz Air პასუხს არ აგებს ამ ტიპის ნივთებზე.
დიპლომატიური ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბარგი, რომელიც აღჭურვილია დალუქული საკეტით, დეკლარირებული უნდა იყოს დიპლომატიური ბარგის სახით და მას მთელი მგზავრობის განმავლობაში თან უნდა ახლდეს დიპლომატიური კურიერი. ზომის, სპეციფიკური თავისებურებებისა და საგანგებო მოპყრობის საჭიროების მიუხედავად, დიპლომატიური ბარგის ტრანსპორტირება ყოველთვის განხორციელდება არარეგისტრირებული ბარგის სახით.
თუ დიპლომატიური ბარგის ზომების ან თავისებურებების გამო, მისი ბორტზე ატანა ვერ მოხერხდება, მისი ტრანსპორტირება განხორციელდება საბარგო განყოფილებით, თუმცა ის მაინც არარეგისტრირებულ ბარგად ჩაითვლება, ვინაიდან მასზე პასუხიმგებლობას ვერ ავიღებთ. ამ შემთხვევაში, კურიერი უნდა ესწრებოდეს დიპლომატიური ბარგის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის მთელ პროცესს, ვინაიდან მასზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ის.
ლითიუმის ბატარეის ავიაგადაზიდვის შესაძლებლობა დამოკიდებულია მის ვატ-საათის (ვტ⋅სთ) მაჩვენებელზე (ლითიუმ-იონის, დამუხტვადი ბატარეებისთვის) ან ლითიუმის შემცველობაზე გრამებში (მეტალის ლითიუმის, არადამუხტვადი ბატარეებისთვის).
თუ ისეთი სამომხმარებლო ელექტრომოწყობილობების (საათების, გამომთვლელი მანქანების, ფოტოკამერების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების, ვიდეოკამერების და ა.შ.) ტრანსპორტირებას აპირებთ, რომლებიც შეიცავს ლითიუმის ან ლითიუმ-იონის ელემენტებს ან ბატარეებს, მოკლე ჩართვების თავიდან ასაცილებლად, მათი სათადარიგო ბატარეები დაცული უნდა იყოს (მაგალითად, ორიგინალ შეფუთვაში ჩადებით ან კლემების სხვაგვარად იზოლირებით — საიზოლაციო ლენტის მიკვრით ან თითოეული ბატარეის პოლიეთილენის პარკში/დამცავ ქისაში ინდივიდუალურად მოთავსებით). ამასთანავე, სათადარიგო ბატარეების გადატანა დაშვებულია მხოლოდ ხელბარგით.
ნუ ჩადებთ სათადარიგო ბატარეებს რეგისტრირებულ ბარგში!
გარდა ამისა, ყოველი დამონტაჟებული ან სათადარიგო ბატარეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მეტალის ლითიუმისგან ან მისი შენადნობებისგან დამზადებული ბატარეები არ უნდა შეიცავდეს 2 გრამზე მეტ ლითიუმს.
- ლითიუმ-იონის ბატარეების ვატ-საათის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 100 ვტ⋅სთ-ს.
ლითიუმ-იონის ბატარეები, რომელთა ვატ-საათის მაჩვენებელი აღემატება 100 ვტ⋅სთ-ს, მაგრამ არ აჭარბებს 160 ვტ⋅სთ-ს, დაიშვება სათადარიგო ან მოწყობილობაში ჩადებული ბატარეების სახით ტრანსპორტირებისთვის, თუმცა მხოლოდ ხელბარგით და Wizz Air-ის ნებართვით.
ერთ პიროვნებას შეუძლია თან იქონიოს მაქსიმუმ ორი (2) ინდივიდუალურად დაცული სათადარიგო ბატარეა, რომელთა ვატ-საათის მაჩვენებელი მერყეობს 100-სა და 160 ვტ⋅სთ-ს შორის.
ერთეულები | ხელბარგი | რეგისტრირებული (ჩასაბარებელი) ბარგი | თან ქონა | საჭიროა ავიაკომპანიის თანხმობა |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, რომლებიც შეიცავს ლითიუმ-იონის ბატარეებს ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ხელბარგის სახით. საჭიროა სათანადო ზომების მიღება მსხვილი პორტატული ელექტრომოწყობილობები, როგორიცაა ლეპტოპები და ტაბლეტები, | დიახ | არა | დიახ | დიახ |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, რომლებიც მუშაობს სათბობ ელემენტებზე, როგორიცაა კამერები, სათბობის შემცველი სათბობი ელემენტები დაშვებულია მხოლოდ ხელბარგში. სათბობი ელემენტების კარტრიჯები შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ აალებად სითხეებს, | დიახ | არა | დიახ | არა |
პორტატული ელექტრომოწყობილობები, როგორიცაა საათები, გამომთვლელი ყოველი დამონტაჟებული ან სათადარიგო ბატარეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ხელბარგში. თუ მოწყობილობის ტრანსპორტირება ხორციელდება პორტატული ელექტრომოწყობილობები (მათ შორის, სამედიცინო მოწყობილობები), რომლებიც შეიცავს | დიახ | დიახ | დიახ | არა |
პორტატული ელექტოაღჭურვილობა, რომელიც შეიცავს ჰერმეტულ ბატარეას ბატარეის ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 12 ვოლტს, ხოლო აღჭურვილობა უნდა იყოს დაცული უნებლიე გააქტიურებისგან, | დიახ | დიახ | არა | არა |
ბატარეებზე მომუშავე ელექტრონული მოსაწევი მოწყობილობები გადატანა ხდება მგზავრების ან ეკიპაჟის წევრების მიერ პერსონალური მოხმარებისთვის. მეტალის ლითიუმის ბატარეებში ლითიუმის შემცველობა არ უნდა აჭარბებდეს მოწყობილობების ან/და ბატარეების დამუხტვა თვითმფრინავის ბორტზე | დიახ | არა | დიახ | არა |

ადამიანის ფერფლის ბორტზე ატანა დაშვებულია იმ შემთხვევაში, თუ ის მოთავსებულია საიმედოდ შეფუთულ სპეციალურ კონტეინერში. ამ შემთხვევაში, აეროპორტში აუცილებელია გარდაცვალებისა და კრემაციის მოწმობების წარმოდგენა. ფერფლის ურნის გადატანა მხოლოდ ხელბარგის სახით არის შესაძლებელი.
იმ ნაკლებსავარაუდო შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი დაიკარგა, დაზიანდა ან იგვიანებს, ამის შესახებ შეგიძლიათ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე განაცხადოთ.
- ეწვიეთ ტრანზიტულ ზონაში მდებარე „ბარგის მიღების“ ან „დაკარგული ბარგის“ დახლს, სადაც ჩვენ დაგეხმარებით „ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტის“ (PIR) დაუყოვნებლივ შევსებაში;
- დანიშნულების აეროპორტში განუცხადებლობის შემთხვევაში, ჩვენ ვერ ავიღებთ შესაბამის პასუხისმგებლობას;
- Wizz Air დაკარგვაზე პასუხისმგებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი დანიშნულების აეროპორტში განცხადებიდან 21 დღის განმავლობაში ვერ მოიძებნება;
- ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბარგი სხვა მგზავრს საკუთარში შეეშლება — ნებისმიერ დაკავშირებულ ხარჯზე პასუხისმგებლობა ინციდენტში მონაწილე მგზავრს ეკისრება.
იმისთვის, რომ არასწორად გაგზავნილი ბარგი მფლობელს შეძლებისდაგვარად მალე დაუბრუნდეს, ბარგის რეგისტრაციამდე ყოველ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს მგზავრის სახელი, ინიციალები და მისამართი.
რეგისტრირებული ბარგის ტრანსპორტირება, შეძლებისდაგვარად, განხორციელდება იმავე თვითმფრინავით, რომლითაც მისი მფლობელი მგზავრობს. უსაფრთხოების ან საექსპლუატაციო მოსაზრებებიდან გამომდინარე, რეგისტრირებული ბარგის გადაზიდვა შეიძლება სხვა რეისით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, Wizz Air არ აგებს პასუხს ბარგის დაგვიანებაზე.
ბარგის დაზიანება
ბარგის დაზიანებაზე ჩვენი პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
- თუ თქვენი ბარგის დაზიანების ან წვრილმანი ქურდობის ჩამოფრენისთანავე შემჩნევა შეუძლებელი იყო, აეროპორტში ამის შესახებ განცხადება შეგიძლიათ ჩაფრენიდან 7 დღის ვადაში;
- თუ ბარგი თქვენი რეისით არ ჩამოფრინდება, ხოლო თქვენთვის დაბრუნებისას ის აღმოჩნდება დაზიანებული ან ნაკლული, წერილობითი განაცხადის გაკეთება შეგიძლიათ ბარგის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში;
- თუ ბარგი არასათანადოდ იყო შეფუთული, პასუხისმგებლობა შემცირდება;
- დაზიანებული ხელბარგის (მათ შორის, ტანსაცმლის) შესახებ განცხადება შეგიძლიათ ბორტზე ან ტრანზიტული ზონის დატოვებამდე.
პრეტენზიებისა და საჩივრების გადმოგზავნა
გთხოვთ, თქვენი წერილობითი პრეტენზია გაუგზავნო Wizz Air-ის პრეტენზიების განყოფილებასან თქვენს სადაზღვევო კომპანიას, თუ პრეტენზიას პირდაპირ აყენებთ.
თქვენი პრეტენზია რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ, გთხოვთ, დაურთოთ მას საბორტო ანგარიში ან ბარგის გადაზიდვის დარღვევის შესახებ აქტი, რომელიც დაგვიანების, დაზიანების ან წვრილმანი ქურდობის შესახებ განაცხადის გაკეთებისას, ბორტზე ან აეროპორტში გადმოგცეს. გთხოვთ, ასევე, მიუთითოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და იმ საბანკო ანგარიშის დეტალები, რომელზეც კომპენსაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა ჩაირიცხოს.
Wizz Air-ის მომხმარებლებთან ურთიერთობის სამსახურისთვის საჩივრის გაგზავნა შესაძლებელია საჩივრის ფორმის გადაგზავნისმეშვეობით.
მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მგზავრობა უფრო კომფორტული რომ იყოს Wizz Air გთავაზობთ შემდეგ პირობებს:
- დამატებითი პირადი ნივთი ბორტზე (40×30×20 სმ)
- უფასო პრიორიტეტული ჩასხდომა 2 ზრდასრულისა და ბავშვების შეუზღუდავი რაოდენობისთვის, ყოველ ჩვილზე, რომელიც მგზავრობს*;
- საბავშვო დასაკეცი ეტლის ან მცირე, დასაკეცი სამგზავრო მანეჟის უფასოდ ტრანსპორტირება (გადატანილი იქნება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში);
- ადგილების არჩევის საშუალება (დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ)
- ბორტზე შესაძლებელია Wizz Café-ს მსუბუქი საუზმეულისა და სასმელების შეძენა
- WIZZ Boutique-ის ასორტიმენტი, მათ შორის სათამაშოები და მცირე ზომის საჩუქრები
- ავტოსავარძელი ჩვილისთვის სალონში უფასოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება იქნება, თუ რეისზე შეძენილი გაქვთ დამატებითი ადგილი (აიტანეთ ჩვილისთვის სავარძელი ბორტზე)