მობილური

აღმოაჩინეთ მოგზაურობის სხვადასხვა შესაძლებლობა

მარტივად დაგეგმეთ მთელი დასვენება

ინფორმაცია და სერვისები

მობილური

მოსახერხებლად სამართავი
მოსახერხებლად სამგზავრო
ჩამოტვირთეთ ჩვენი განახლებული აპი
  • დაჯავშნის გამარტივებული პროცესი
  • აპს-შიდა ჩასხდომის ბარათი
  • და ახალი ქრონიკა.

ხშირად დასმული შეკითხვები

ხშირად დასმული შეკითხვები

Wizz Air-ის აპი უფასოა!
აპი ხელმისაწვდომია იმ მობილური მოწყობილობებისთვის, რომლებზეც გაშვებულია Android 4.1 ან უფრო ახალი ვერსია, და iPhone-ებისთვის, რომლებზეც დაინსტალირებულია iOS 9.3 ან უფრო ახალი ვერსია.

ამ უფასო აპის მეშვეობით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი ფუნქციები:

  • Wizz Air-ის ავიაბილეთების დაჯავშნა;
  • არსებული ჯავშნების გადახედვა;
  • რეისების განრიგების შემოწმება;
  • არსებულ ჯავშნებში სერვისების დამატება;
  • რეისზე რეგისტრაცია;
  • თქვენი ჩასხდომის მობილური ბარათის ჩამოტვირთვა, თუ ის მისაღებია გამგზავრების აეროპორტში;
  • ინფორმაცია რეისის სტატუსის შესახებ;
  • Push-შეტყობინებები თქვენს რეისთან და უახლეს პრომო-აქციებთან დაკავშირებით.

აპის შესვლის ეკრანზე „პაროლის დავიწყების“ ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ თქვენ მიიღებთ მისი გადაყენების ინსტრუქციას.

WIZZ Discount Club-ში ყველაზე მარტივად გაწევრიანებას შეძლებთ მობილური აპის მეშვეობით ავიაბილეთის დაჯავშნის დროს. სასურველი რეისის არჩევის შემდეგ თქვენ დაუყოვნებლივ მიიღებთ WIZZ Discount Club-ში გაწევრიანების შემოთავაზებას. გაიარეთ ყველა საჭირო ეტაპი, რათა არა მხოლდ ავიაბილეთი დაჯავშნოთ, არამედ კლუბშიც გავწევრიანდეთ.
გაითვალისწინეთ, რომ WIZZ Discount Club-ში ვერ გაწევრიანდებით ავიაბილეთის შეძენის გარეშე. WIZZ Discount Club-ის წევრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მოინახულეთ wizzair.com.

დიახ, აპის მეშვეობით რეისზე რეგისტრაცია შესაძლებელია. რეისზე აპლიკაციით რეგისტრაციის შემთხვევაში, ჩასხდომის ბარათის მიღება შეგიძლიათ შემდეგნაირად:

  • თუ აეროპორტი იღებს ჩასხდომის მობილურ ბარათებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩასხდომის აპში არსებული ბარათი;
  • თუ თქვენი მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემა არის iOS, ჩასხდომის ბარათის შენახვა შეგიძლიათ Wallet*-შიც.

თუ გირჩევნიათ, ისარგებლოთ ჩასხდომის ჩვეულებრივი ბარათით, მის ამობეჭდვას შეძლებთ მისამართიდან wizzair.com.

თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, თან გქონდეთ ჩასხდომის გამოსადეგი ბარათი: აპში, Wallet-ში შენახული ან ამობეჭდილი.
Wizz Air-ის ქსელის ზოგიერთი აეროპორტი ჩასხდომის მობილურ ბარათებს ჯერ არ იღებს. ამ შემთხვევაში, აპის მეშვეობით რეისზე რეგისტრაციის შემდეგ ჩასხდომის მობილური ბარათი არ შეიქმნება: გთხოვთ, მოინახულოთ wizzair.com, მოიძიოთ თქვენი ჯავშანი და ამობეჭდოთ ჩასხდომის შესაბამისი ბარათი.

*Wallet არის Apple iPhone-ისა და iPod touch-ის მშობლიური აპი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა iOS 9-ის გამოსვლისას. აღნიშნული აპი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეინახონ და გამოიყენონ ელექტრონული კუპონები, ავიაკომპანიების ჩასხდომის ბარათები, მატარებლის ბილეთები, ბონუს-პროგრამების საწევრო ბარათები, სასაჩუქრე ბარათები, კინო- და სხვა ტიპის ბილეთები.

დიახ, თქვენ მარტივად შეგიძლიათ დაჯავშნისას დაამატოთ პრიორიტეტული ჩასხდომა, ბარგი, სპორტული აღჭურვილობა, WIZZ Flex, სამოგზაურო დაზღვევა, რეისზე რეგისტრაცია აეროპორტში, SMS-დასტური, ასევე, აირჩიოთ ან შეცვალოთ თქვენი ადგილი.

გარდა ამისა, ამ სერვისების დამატება შეგიძლიათ არსებულ ჯავშნებშიც, „სერვისების დამატების“ ფუნქციის მეშვეობით.

დიახ, აპის მეშვეობით დაჯავშნისას შეგიძლიათ შეიძინოთ რეგისტრირებული ბარგის ადგილები და აირჩიოთ რეისზე რეგისტრაციის სასურველი მეთოდი.
გარდა ამისა, ამ სერვისების დამატება შეგიძლიათ არსებულ ჯავშნებშიც, „სერვისების დამატების“ ფუნქციის მეშვეობით.

დიახ, ჯავშნის დასტურის კოდის შეყვანის შემდეგ თქვენ ნებისმიერ არსებულ ჯავშანში შეძლებთ დაამატოთ პრიორიტეტის თუ კომფორტული მგზავრობის სხვადასხვა სერვისი, ბარგი და რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის ვარიანტი. აღნიშნული სერვისების დამატებას შეძლებთ იმ შემთხვევაშიც, თუკი თავდაპირველი ჯავშანი თქვენ არ გაგიფორმებიათ. სერვისების დამატებას მხოლოდ ერთ ჯავშანში შეძლებთ მაშინაც კი, როცა დასტურის ერთი კოდით გაფორმებულია რამდენიმე მგზავრი.

სახელის ან რეისის შესაცვლელად მოინახულეთ wizzair.com ან დაგვიკავშირდით აპის მეშვეობით.

აპი ხელმისაწვდომია შემდეგ ენებზე: ბულგარული, გერმანული, ესპანური, ინგლისური, იტალიური, პოლონური, რუმინული, რუსული, უკრაინული, უნგრული და შვედური.

ენის შეცვლა შეგიძლიათ მთავარი მიუს „პარამეტრების“ სექციიდან.

თქვენი ჯავშნის საფასურის გადახდა შეგიძლიათ საკრედიტო ბარათით (Visa, Mastercard, Maestro, UATP), WIZZ სასაჩუქრე ვაუჩერით ან თქვენი WIZZ ანგარიშის ბალანსით. საბანკო გადარიცხვის ფუნქცია მიუწვდომელია აპში.

თუ გსურთ, ჯავშნის ღირებულება აპში გადაიხადოთ WIZZ სასაჩუქრე ვაუჩერის მეშვეობით, გადახდის ეკრანზე უნდა აირიოთ ვაუჩერის ვარიანტი. 

ამჟამად აპიდან ახალი სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა შეუძლებელია.

დიახ, თუ Privilege Pass-ის მფლობელი ხართ, სისტემაში შესვლის შემდეგ თქვენ ისარგებლებთ Privilege Pass-ის პრივილეგიებით, რომლებსაც დაჯავშნისას გამოიყენებთ.

ამჟამად ავიაბილეთის აპით დაჯავშნისას ახალი Privilege Pass-ის შეძენა შეუძლებელია.