ჩვენი დაპირება რომ შევასრულოთ, რისი მიზანიც ბორტზე პანდემიის (COVID-19) პოტენციური გავრცელების შემცირებაა, პირბადის ტარება ყველასთვის (მათ შორის 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის) სავალდებულოა WIZZ-ის ავიარეისით მგზავრობისას იმ ქვეყნის მიმართულებით ან იმ ქვეყნიდან, რომელშიც ეს ადგილობრივი კანონით ჯერ კიდევ მოითხოვება. თუ ასეთი მოთხოვნა არც გამგზავრების და არც დანიშნულების ქვეყანას არ აქვს, პირბადის ტარება თქვენი პირადი არჩევანია.გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც თან ექნებათ შემდეგი დოკუმენტები: ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობაგამონაკლისის დაშვების საფუძვლად და COVID-19-ზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მტკიცებულება (გაცემული უნდა იყოს გამგზავრების/დაბრუნების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 48 საათით ადრე). ნიღბის გარეშე მგზავრობა შეგეძლებათ ზემოაღნიშნული დოკუმენტების შემოწმების შემდეგ.
- გთხოვთ, დაუკავშირდეთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრსარაუგვიანეს 48 საათით ადრე და წინასწარ შეგვატყობინოთ, რომ ნიღბის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლება გჭირდებათ.
- ზემოაღნიშნული დოკუმენტები რომ შესამოწმებლად წარმოადგინონ, მგზავრები სარეგისტრაციო დახლებთან გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არაუგვიანეს 2 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
- Wizz Air-ით ფრენის განმავლობაში ნიღბის ტარების ვალდებულებისგან რომ გათავისუფლდეთ, თვითმფრინავში ჩასხდომამდე, ასევე, შესაძლოა, მოგეთხოვოთ, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტების ასლები წარუდგინოთ Wizz Air-ის პერსონალს ჩასხდომის გასასვლელში ან ბორტზე. გამონაკლისის დასაშვებად სხვა დოკუმენტები არ მიიღება. აღნიშნული დოკუმენტები თქვენი მგზავრობის განმავლობაში.
თქვენი შესაბამისი პერსონალური მონაცემების განკარგვის საკითხს ვრცლად განმარტავს შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ Wizz Air-ის მგზავრებისთვის ფრენის განმავლობაში ნიღბის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
აუცილებლად იქონიეთ საკუთარი ნიღაბი, რომელიც სათანადოდ უნდა გეკეთოთ მგზავრობის მთელი პერიოდის განმავლობაში. 4 საათზე მეტ ხანს ფრენის შემთხვევაში გირჩევთ, რამდენიმე ნიღაბი იქონიოთ. Wizz Air იტოვებს უფლებას, უარი უთხრას მგზავრობის მომსახურებაზე ყველას, ვინც ნიღბის ტარების მოთხოვნას არ შეასრულებს!