პერსონალური მონაცემების სუბიექტის უფლებები

ინფორმაცია და სერვისები

რეისის სტატუსი

კითხვა-პასუხი

აღმოაჩინეთ მოგზაურობის სხვადასხვა შესაძლებლობა

მარტივად დაგეგმეთ მთელი დასვენება

პერსონალური მონაცემების სუბიექტის უფლებები

კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებაში მითითებულის შესაბამისად თქვენ, როგორც პერსონალური მონაცემების სუბიექტს, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგლამენტი (დადგენილება (ევროკავშირი) 2016/679) განიჭებთ ქვემოთ მითითებულ უფლებებს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან მიმართებაში.

გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი ინფორმაცია ქვემოთ მოცემულ სივრცეში და აირჩიოთ უფლება, რომლის აღსრულებაც გსურთ, ან აღწეროთ თქვენი მოთხოვნა.

თქვენს მოთხოვნაზე გიპასუხებთ სრულად შევსებული ფორმისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო თქვენი მოთხოვნის მიხედვით, აღნიშნული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ორი თვით.

აღნიშნულ ფორმაში თქვენ მიერ მითითებულ ინფორმაციას და თქვენს მოთხოვნასთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ თქვენი ვინაობის დასადგენად და თქვენს მოთხოვნაზე პასუხისთვის. თუ მიუთითებთ ისეთი ტიპის პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ჩვენ მიერ არ მუშავდება, აღნიშნული მონაცემები შეინახება თქვენი მოთხოვნის დამუშავების შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში.