ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
ხმელთაშუა ზღვის პლაჟების, ქვის ხანის თუ რომის იმპერიის დროინდელი არქეოლოგიური ძეგლების სამშობლო, შესანიშნავი კულტურით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით. ეწვიეთ კვიპროსს ფანტასტიკური არდადეგების გასატარებლად.
რატომ უნდა მოინახულოთ კვიპროსი?
ხმელთაშუა ზღვის სიდიდით მესამე კუნძული კვიპროსი ყველა ტურისტის გემოვნებას აკმაყოფილებს — იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქალაქი პაფოსით დაწყებული აია-ნაპას გასართობი კურორტის ღამის ცხოვრებით დამთავრებული. ის, ვისაც ბუნებაში აქტიური საქმიანობა უყვარს, კუნძულის მთებში ხეტიალით ისიამოვნებს.
კვიპროსის ღირსშესანიშნაობები
აუცილებლად იბანავეთ პეტრა-ტუ-რომიუში (ლეგენდარულ აფროდიტეს კლდესთან) და დააკვირდით, იქნებ ზღვის ქაფიდან თვალი ქალღმერთსაც მოჰკრათ. ისტორიის მოყვარულებს ბევრი სანახაობა ელით პაფოსში, განსაკუთრებით მეფეთა საფლავების სახით, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე-4 საუკუნით თარიღდება. მზის მოყვარულებს შეუძლიათ აია-ნაპაში ნისის სანაპიროზე ქვიშაში ინებივრონ. დაიქირავეთ მანქანა და განუმეორებელი პეიზაჟებით ტკბობისთვის, მოიარეთ მთელი სამხრეთის სანაპირო ზოლი.
ყველი, ამინდი და პლაჟები
ყველი ჰალუმის სამშობლო კვიპროსია და მისი არგასინჯვა დანაშაულის ტოლფასია. რა თქმა უნდა, კუნძული ცნობილია თავისი განუმეორებელი ამინდით და თვალისმომჭრელი პლაჟებით და წარმოუდგენელია, რომ მათგან სიამოვნება არ მიიღოთ.