ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
იმოგზაურეთ მსოფლიოში უდიდეს ქვეყანაში და აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი ისტორია, კულტურა და სამზარეულო — ეს ყველაფერი რუსეთში გელოდებათ.
რატომ უნდა მოინახულოთ რუსეთი?
რუსეთი იმდენად დიდი ქვეყანაა, რომ ერთი მოგზაურობის ფარგლებში ყველაფრის მონახულება შეუძლებელია. რუსეთში არდადეგები ბევრი თვალსაზრისით ნამდვილი თავგადასავალივითაა და მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს დედაქალაქ მოსკოვის ქუჩებში სეირნობთ, ციმბირის მიყრუებულ ადგილებს მოინახულებთ თუ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ჩინეთის საზღვრის ტერიტორიას ათვალიერებთ.
რუსეთის ძირითადი ღირსშესანიშნაობები
რუსეთის ყველაზე საკულტო იმიჯია ვასილი ნეტარის ტაძარი მოსკოვში, წითელ მოედანზე. მოსკოვიდან ისე ნუ წახვალთ, რომ ეს ფერადი შენობა არ მოინახულოთ. კრემლი კიდევ ერთი სანახაობაა, სადაც უამრავი მუზეუმი და გალერეაა თავმოყრილი. სანკტ-პეტერბურგის ცენტრი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია და მას უამრავი საოცარი ისტორია უკავშირდება. ასევე, მოინახულეთ სოჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა და თუ პალმის ხეებზე თოვლს შენიშნავთ, ნუ გაიკვირვებთ, აქ ხომ სუბტროპიკული ჰავაა.
რუსეთის ველური ბუნება
ბუნების მოყვარულებს ასევე შეუძლიათ ისიამოვნონ რუსეთის ბუნების მრავალფეროვნებით, სუბტროპიკულიდან თუ ნულს ქვემოთ ტემპერატურიდან მშრალ რინის უდაბნომდე. რუსეთის მკაცრი სილამაზის მოსანახულებლად, ეწვიეთ ვრანგელის კუნძულს, ქვეყნის კიდეში, სადაც არაერთი არქტიკული არსება ბინადრობს.