ბრაუზერის თქვენ მიერ გამოყენებული ვერსია მხარდაუჭერელია!
ამ გვერდს ხედავთ იმიტომ, რომ იყენებთ მოძველებულ ან მხარდაუჭერელ ბრაუზერს. Wizzair.com-ის დათვალიერების გასაგრძელებლად და ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის გირჩევთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერი.
თვალისმომჭრელი მთიანი ლანდშაფტების, უნიკალური კულტურის და, რა თქმა უნდა დრაკულას სამშობლო რუმინეთი დამსვენებლებს დაუვიწყარ არდადეგებს ჰპირდება.
რატომ უნდა მოინახულოთ რუმინეთი?
რუმინეთი ულამაზესი ლანდშაფტების სამშობლოა, სადაც შავი ზღვისპირა სანაპირო ზოლი უძველესი ნანგრევებითაა სავსე და აქ თანამედროვე ქალაქები და ტრადიციული დაბები ეკლექტურად ერწყმის ერთმანეთს. მათთვის, ვისაც ისტორიული სანახაობები ისევე ხიბლავს, როგორც მომავლისკენ სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ქალაქები, რუმინეთი ყველაზე სწორი არჩევანია.
რუმინეთის ღირსშესანიშნაობები
აუცილებლად უნდა მოინახულოთ დედაქალაქი ბუქარესტი, რომლის მთავარი სანახაობებია პარლამენტის სასახლე და მდიდარი მუზეუმები. ტულჩაში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული დუნაის დელტის ეკოსისტემა, სადაც უნიკალური ველური ბუნების ნახვის საშუალება ექნებათ. პელეშის ციხესიმაგრე, რომელიც ქალაქ სინაიას მახლობლად მდებარეობს, გასაოცარი სანახაობაა.
რუმინეთის ვამპირები
შეიძლება ადგილობრივებს დიდად არ სიამოვნებდეთ გრაფ დრაკულასთან მათი კავშირი, მაგრამ ის რუმინეთში მოგზაურთათვის კვლავაც ძლიერ ცდუნებად რჩება. ტრანსილვანია შეიძლება არ არის ვამპირების თავშეყრის ცენტრი, მაგრამ ის ქვეყნის ულამაზესი მხარე ნამდვილადაა. და კიდევ, ბრანის ციხესიმაგრე, რომელიც დრაკულას ციხესიმაგრის სახელითაცაა ცნობილი, მნიშვნელოვანი ეროვნული სანახაობაა, იმის მიუხედავად, რომ მისი მფლობელის პიროვნება გამოგონილია.